28 აგვისტო, პარასკევი

      დილით, საუზმის დამთავრებისთანავე, ებრაულ უნივერსიტეტსი წავედი. რა ხანია ამ აკადემიური ცენტრის ნახვა მინდოდა, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე. ამას დღეს თუ შევძლებდი, რადგან ხვალ პოლონეთის გენერალურ კონსულს თელ-ავივში მივყავდი და მე კი ჩემი ებრაელი მეგობრის, ემანუელ ბენ გურიონისთვის[1] სამეცნიერო წიგნებიდა ციტატები უნდა ამომეწერა კარლოს დიდის დროს[2] გერმანიაში მცხოვრებ ებრაელებზე.

      უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი პროფესორი, დოქტორი ვაილი იყო.[3] ადრე იგი ბერლინში პრუსიის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმოსავლური განყოფილების დირექტორი გახლდათ. ისე დამხვდა, როგორც ძველ მეგობარს და ყველა საჭირო მასალა მომაწოდა.

      სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტის შენობები დამათვალიერებინა და უნივერსიტეტის განყოფილებათა მიერ თავმოყრილი კოლექციები მაჩვენა, მათ შორის, ბოტანიკური, ზოოლოგიური და წინარეისტორიული. მე და დოქტორი ვეილი ბონის უნივერსიტეტში კოლეგები ვიყავით. შემდეგ იგი ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა, ახლა კი ხაიფაში საშუალო სკოლის მასწავლებელია. პროფესორი, დოქტორი მარტინ პლესნერი[4] აქ ზაფხულის არდადეგებზე ჩამოდის ხოლმე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სამუშაოდ.

      უნივერსიტეტის ბაღი უდაბნოს ესაზღვრება. კედლის იქით ბედუინები, საძოვარზე გაფენილი თხები და არაბთა ქოხმახები მოჩანს. საყურადღებოა, რომ არაბებს ხეები არ უყვართ. აქედან სოფელი მოჩანს, სადაც ერთი ხეც კი არ დგას.

      „კედლის იქით მიწა ჩვენ გვეკუთვნის, - თქვა ჩემმა მეგზურმა, - იქ ხეების დარგვას ვაპირებთ. მიწის მცირე ნაწილს მაინც წავართმევთ უდაბნოს.“

      ჩემი იერიქონის ვარდები მახსენდება. მხოლოდ თავდაუზოგავი შრომითა და ოფლის ღვრით შეძლებ, უდაბნო, ეს მჭკნარი ყვავილი, ოაზისად გადააქციო და სული ჩაუდგა...

      ძალიან მაინტერესებს ქართველ ებრაელთა ამბავი. სამწუხაროდ, ჩვენი, ქართული მეცნიერება, ამ საკითხს სრულებით არ იკვლევს, ევროპაში ამ საკითხზე გამოკვლევის დასაწერად საჭირო მასალა არ არსებობს. მე კი მთლიანად ჩაფლული ვარ იმ საკითხებში, რომლებიც უფრო მაინტერესებს.

      ებრაელებს სურს შეიტყონ, რუსულმა წარმომადგენლობამ მეფე ჰირკანუსის[5] საფლავის ქვა სად აღმოაჩინა. სამწუხაროდ, მეც არ ვიცი. სასულირო წარმომადგენლობაში არანაირი არქივი არ დაუტოვებიათ. ყველაფერი ლენინგრადში არის აღებული.

      ნასადილევს ბერები მსჯელობდნენ სიონისტების კომიტეტის წერილზე, რომელიც იმის თაობაზეა, თუ რა უნდა გაკეთდეს კონფლიქტის აღმოსაფხვრელად. ბერები ამბობენ, რომ პროტესტანტულმა წარმომადგენლობამ ებრაელებს პასუხად ჯვარი და სახარება გაუგზავნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელ ამ ტრაგედიას ბოლო მოეღება მათი გაქრისტიანებით.

      ალბათ, თვით ებრაელებიც ვერ თანხმდებიან. ამ უნივერსიტეტში, ერთადერთ ებრაულ უნივერსიტეტში, ძველი აღთქმის კათედრაც კი არ არსებობს, მაშინ, როცა ამგვარი კათედრები ყველა თეოლოგიურ განყოფილებაშია. ხასიდები მეცნიერებს ახლოს არ იკარებენ, ხოლო პროგრესულად მოაზროვნე ებრაელებს არ სურთ, რომ კათედრა ეგრეთ წოდებულ მედავითნეებს[6] დაუთმონ.

      ებრაელ ფანატიკოსებზე ამბობენ, რომ ისინი წინადაცვეთას უკეთებენ ყველას, ვინც ხელში ჩაუვარდებათ. ბევრ რუს ემიგრანტს ვიცნობ, რომელნიც წინადაცვეთაზე დათანხმდნენ, რათა ებრაელებს მათთვის სამსახური მიეცათ. ასეთნი წარმომადგენლობის სახლებშიც კი ცხოვრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სამღვდელოებას ეს სულაც არ ადარდებს.

      ერთმანეთში ვერ თანხმდებიან, ერთი მხრივ, ამაღლებული იდეებით გულანთებულნი ებრაელები, საუკეთესო ოჯახების შვილები, რომელნიც აქ, წმინდა მიწაზე, ენთუზიაზმით აღსავსენი, მთლად ახალგაზრდები ჩამოვიდნენ, ჭაობების ამოშრობას, ქვების მტვრევას ჯან-ღონე შეალიეს და ფილტვები დაიავადეს, მეორე მხრივ კი ისინი, ვინც ვაჭრებად დარჩნენ, მხოლოდ მდაბალი მისწრაფებები აქვთ და არანაირი სულიერი ღირებულებები არ გააჩნიათ.

◄ წინა ნაწილი

გაგრძელება ►

წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე

შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური


[1] ემანუელ ბენ გურიონი (ემანუელ ბერდიჩევსკი (1903-1987)) - ებრაელი მწერალი და მთარგმნელი.

[2] კარლოს დიდი (742-814) - კაროლონგთა დინასტიის წარმომადგენელი, ფრანკთა მეფე 768 წლიდან, იმპერატორი 800 წლიდან.

[3] ელიაკიმ გოტჰოლდ ვაილი (1882-1960) - იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი 1935-1946 წლებში. შემდგომში არაბული და თურქული ფილოლოგიის პროფესორი ამავე უნივერსიტეტში.

[4] მარტინ პლესნერი (1900-1937) - ებრაელი მკვლევარი, ფილოსოფიისა და ოკულტიზმის სპეციალისტი.

[5] იოან ჰირკანუს I (ძვ. წ. 175-104) - იუდეის მეფე 135/134 წლიდან.

[6] მედავითნე ეწოდება ერისკაცს, ვისაც შეუძლია ეკლესიაში რელიგიური ტექსტების წაკითხვა.

ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა

ნახვა: 302

ბლოგ პოსტები

Dodgers Blank Mets Behind Wrobleski’s Career Gem

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am 0 კომენტარი

LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.

Rookie left-hander…

გაგრძელება

Aaron Judge Smashes Two Homers in Yankees’ Dramatic Walk-Off Win

გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am 0 კომენტარი

NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters