ჯონ გოლზუორთი - ვაჟკაცობა
იმ დროს მიჭირდა, – დაიწყო ფერანმა, – ისე მიჭირდა, რომ მარტო სადილზე კი არა, საუზმესა და სამხარზეც ავიღე ხელი – პურითა და თამბაქოთიღა გამქონდა თავი. ოთხპენიან ღამის სათევში ვცხოვრობდი, უესტმინსტერის მხარეს, სადაც ერთ ოთახში სამი, ხუთი და ზოგჯერ შვიდი საწოლი დგას. თუ ფულს წესიერად იხდი, შეგიძლია ცალკე საწოლი იქონიო, თუ არადა, ვიღაცას შემოგიწვენენ, რომელიც უთუოდ რაიმე მოგონებას დაგიტოვებს. ეს უცხოელთა უბანი არ გახლავთ. აქ თითქმის სულ ინგლისელები ცხოვრობენ და ისინიც ლოთები. მათგან სამი მეოთხედი არ ჭამს – აღარ შეუძლიათ, მაგარ საჭმელს ვეღარ ეწყობიან, მხოლოდ სვამენ და სვამენ! ეს მეეტლეები, გაზეთის დამტარებლები, ფეხსაცმლის ზონრების გამყიდველები და, როგორც თქვენ ეძახით, სენდვიჩმენები ახლა სათვალავშიც აღარ არიან ჩასაგდებნი. უმრავლესობას ადამიანური სახე დაუკარგავს და აღარც არაფერი ეშველება. მაშ რა გგონიათ? ეგ არის, ცოტაოდენ რამეს თუ იშოვიან, რომ ისულგმულონ, სხვა რამეზე ფიქრისთვის აღარც დრო აქვთ, აღარც ძალა. ღამის სათევში გვიან ღამით ბრუნდებიან, საწოლებში მოცელილებივით ჩაეყრებიან და მკვდრებივით სძინავთ. არა, ჭამით არ ჭამენ! მარტო სვამენ და ერთ ციცქნა პურს თუ დააყოლებენ!
იმ სახლში ერთი ჩია ტანის ფრანგი დალაქი დადიოდა; პირყვითელა, სახედანაოჭებული, თუმცა ოცდაათიოდე წლის თუ იქნებოდა. ეტყობოდა, მძიმე ცხოვრება ეწვნია – ასეთ ადგილებში კეთილ ცხოვრებას არ მოჰყავს კაცი და ისიც ფრანგი. ფრანგს არ უყვარს სამშობლოს მიტოვება. იგი ერთ პენის იღებდა გაპარსვაში. ბევრ ჩვენგანს ამის გადახდაც ავიწყდებოდა: ასე რომ, ბოლოს და ბოლოს, ერთი პენის ფასად სამს პარსავდა. ფრანგი დალაქი სხვა ამისთანა სახლებშიც დადიოდა – ეს გახლდათ მისი შემოსავალი. იქვე ახლოს პატარა დუქანიც ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს ყიდდა. წელებზე ფეხს იდგამდა. თქვენს ერთ რომელიღაც საქველმოქმედო სახლშიც მუშაობდა, მაგრამ იქიდან ასეთი შემოსავალიც არ ჰქონდა – ათი კაცის გაპარსვაში მხოლოდ ერთ პენის უხდიდნენ. როცა ის დაღლილ, ჩხირებად ქცეულ ყვითელ თითებს ამოძრავებდა, ხშირად მეტყოდა: „ხარივით ვმუშაობ, მაგრამ რა გამოვიდა: ერთი პენის გულისთვის ოთხი მეხარჯება. რას იზამ! თუ თავს ხელი არ შევუწყვე და საჭმელი რიგიანად არ ვჭამე, რა ძალა მეყოფა ერთი პენის ფასად ათი კაცი ვპარსო!“ ჭიანჭველას მაგონებდა, რომელიც თავის პაწია ბუდეში გაფაციცებით დაფუსფუსებს, მარტო იმისთვის, რომ თავი როგორმე გაიტანოს.
ეს საწყალი ნიადაგ სამშობლოში დასაბრუნებელი ფულის შეგროვებასა და იქ დაფუძნებაზე ოცნებობდა. ერთმანეთს შევეთვისეთ. იმ ბუნაგში ის ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც რაღაც აზრები კიდევ შერჩენოდა თავში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ყოფილ მსახიობ, სენდვიჩმენს, რომელც ძალიან გონიერი და განათლებული კაცი გახლდათ, ოღონდ მაშინ, როცა ფხიზელი ბრძანდებოდა. ფრანგს გართობა უყვარდა – მიუზიკჰოლი იტაცებდა, წელიწადში ორჯერ მაინც დადიოდა იქ და მერე სულ ამაზე ლაპარაკობდა. მართალია, მიუზიკჰოლის სხვა გასართობებზე წარმოდგენა არ ჰქონდა – საიმისო ფულიც არ გააჩნდა, მაგრამ ნანახით გულწრფელად იყო აღტაცებული. მუშტრებში ყველაზე ბოლოს მომიტოვებდა და ნება-ნება მპარსავდა. თქვენთან მუშაობის დროს ვისვენებო, – მეტყოდა ხოლმე.
მეც თავს ვიყოლიებდი, რადგან მთელი დღეებით კრიჭაშეკრული დავდიოდი. ხმის გაცემა თითო-ოროლა კაცისთვის თუ შეიძლება, დანარჩენები მარტო დაცინვაში არიან მარჯვენი. მათ სულელი, ახირებული ვინმე ჰგონიხარ – ისეთი, რომელიც გალიაშია ჩასასმელი, ანდა ფეხით დასაბმელი.
– დიახ, – ამბობდა კაცუნა, – აქ რომ ჩამოვედი, მეგონა, მალე დავბრუნდებოდი შინ, მაგრამ ახლა უკვე აღარ მჯერა. გაქრა ჩემი ოცნებები. ამბობენ, ფულს ფრთები აქვსო. რა ვიცი, ჩემკენ კი არ მოფრინავს და! მერწმუნეთ, მეგობარო, მაგათ რომ წვერს ვპარსავ, გული მიკვდება საცოდაობით – რა უბედურნი არიან ეგ საბრალონი. როგორ იტანჯებიან! სვამენო, იტყვიან! სვამენ და სწორედ ეს სმა ანიჭებთ ცოტა ბედნიერებას. საუბედუროდ, მე სმაც არ შემიძლია – ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს – აქ მაწუხებს, – და მერე ხელს მიიდებდა იმ ადგილას, რომელიც აწუხებდა. – არც თქვენ ჩანხართ ბედნიერი, მეგობარო, მაგრამ ახალგაზრდა მაინც ხართ. ეჰ, faut etze philosophe მოგეხსენებათ, აქაური ჰავა რა ხილია, განსაკუთრებით სამხრეთელისთვის.
როცა აღარაფერი გამაჩნდა დასაგირავებელი და ღამის სათევიდან გავდიოდი, ეს ფრანგი მაძლევდა ფულს – ამისთანა სახლებში სესხება წესი არ გახლავთ. თუ ვინმე ფულს შეელევა, ის სამუდამოდ იძლევა და ბედნიერებაა, თუ სულ არ გაგძარცვეს. იქ ისეთი ვაჟბატონებიც არიან, რომელთაც თვალი უჭირავთ ახალ ფეხსაცმელსა და რიგიან პალტოზე და სარგებლობენ კიდევაც თავიანთი სიფხიზლით – როგორც კი პატრონს ჩაეძინება, მყის გაქრებიან ნადავლიანად. სიღატაკეში ზნეობა ვერ ხეირობს – ამას რკინის კაცი უნდა, ესენი კი ჩალისანი გახლავან. ოღონდ ერთი რამ უნდა ითქვას: ინგლისელი ნაძირალები მათი თანამოძმე ფრანგებივით და იტალიელებივით სისხლის მოყვარულნი არ არიან.
ჰოდა, ერთხელ ღამის სათევიდან წავედი და ცეცხლფარეშად დავდექი გემზე; ექვსი თვის ხეტიალის შემდეგ კი ისევ ძველ ადგილას დავბრუნდი. იმავე დილას ჩემს ფრანგ მეგობარს შევეყარე. სწორედ პარსვის დღე ყოფილიყო. ახლა უფრო დამსგავსებოდა ჭიანჭველას. ჯარასავით ტრიალებდა, ხელ-ფეხს არ აჩერებდა; ოღონდ სახე უფრო შეყვითლებოდა და თითქოს ნაოჭებიც მომატებოდა.
– ოჰო! ჩამობრძანდით უკვე! – მომაძახა ფრანგულად. – ვიცოდი, დაბრუნდებოდით. დამიცადეთ, სანამ ამას გავპარსავდე – ბევრი მაქვს სათქმელი.
სამზარეულოში შევედით, ქვის ფილებით მოგებულ დიდ ოთახში, სადაც სასადილო მაგიდები იდგა, და ცეცხლს მივუჯექით. იანვარი იყო, თუმცა აქ, სამზარეულოში, ცეცხლი ზამთარ-ზაფხულ ენთო.
– მაშ, დაბრუნდით? – დაიწყო მან.– ბედმა არ გაგიღიმათ, არა? ეჰ, არა უშავს, მოთმინება იქონიეთ! თქვენს ასაკში რამდენიმე დღეს რა მნიშვნელობა აქვს! რა ნისლია! მე ისევ აქ დაგხვდით, მაგრამ ჩემი მეგობარი პიგონი კი გარდაიცვალა. გახსოვთ, ზორბა, შავთმიანი ვაჟკაცი: ამ ქუჩაზე დუქანიც ჰქონდა. სასიამოვნო ადამიანი იყო; ჩემი დიდი მეგობარი, თანაც ცოლშვილიანი. ცოლიც ჩინებული ქალია. ცოტა ხანში შესული ჩანს, მაგრამ რა ვუყოთ, შვილების დედაა, ისე, კი კარგი ოჯახის შვილია. პიგონი უეცრად მოკვდა – გულმა უმტყუნა. ცოტა მოითმინეთ და გიამბობთ...
თქვენ დიდი ხნის წასული არ იქნებოდით, რომ ოქტომბრის ერთ მშვენიერ დღეს, ის-ის იყო საქმე მოვითავე, დუქანში ყავას ვსვამდი და თან პიგონზე ვფიქრობდი (სამი დღის გარდაცვლილი გახლდათ მაშინ), უეცრად კარზე კაკუნი გაისმა. გავაღე და მადამ პიგონი დავინახე, ძალიან წყნარი, კარგი ოჯახის შვილი, ჩინებულად გაზრდილი, წარმოსადეგი მშვენიერი ქალია... ოღონდ ლოყები გაფითრებოდა და თვალებიც დასწითლებოდა საცოდავს.
– ქალბატონო, – მივმართე მე, – რით შემიძლია გემსახუროთ?
– ოჰ, ბატონო, რა მეშველება?
– მომითმინეთ ერთ წამს, ქალბატონო, – ვუთხარი მე. ქუდი დავიხურე და გავყევი.
– რა სურათი იყო! სასამართლოს ორი ბოქაული, რომელთაც წვერის გაპარსვა არ აწყენდათ, დუქანში ისხდნენ და ყველგან, ma foi ყველგან, საითაც გაიხედავდით, ბავშვები ირეოდნენ: ათიოდე წლის გოგონა, რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა დედამისს, ორი მოკლეშარვლიანი პატარა ბიჭუნა, ერთი მარტო პერანგისამარა და ორი სულ ქორფა ბალღი, ყველანი იატაკზე გორაობდნენ. ახლა რა საზარელი ღრიანცელი იდგა! – პატარა გოგოს გარდა ყველანი ბღაოდნენ, ყველანი და ლამის შუაზე გაფხრეწილიყვნენ. ბოქაულები გაოგნებულები ჩანდნენ. აგეტირებოდა კაცს! შვიდნი და ისიც ზოგი სულ ქორფა! სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი, პიგონი თუ კურდღლის ჯიშის იქნებოდა. ბოქაულებს თავი რიგიანად ეჭირათ.
აბა, – თქვა უფროსმა, – ოცდაოთხ საათს გაძლევთ ფულის საშოვნელად. ჩემი ამხანაგი აქ დარჩება დუქანში. არ გვინდა, ძალიან შეგაწუხოთ“.
ქალბატონს ბავშვების დაწყნარებაში მივეშველე.
– ფული რომ სადმე მომეძევებოდეს, – ვუთხარი მე, – ახლავე მოგართმევდით, ქალბატონო, – კაცთმოყვარეობა ყველა კეთილშობილი ადამიანის ვალია. მაგრამ არაფერი გამაჩნია. გაიხსენეთ, იქნებ მეგობარი გყავდეთ, რომ დაგეხმაროთ?
– არა, ჩემო ბატონო, – მომიგო მან. – არავინ მყავს. შვიდი შვილის დედას მეგობრების შესაძენი დრო სად მქონდა!
– იქნებ საფრანგეთში მაინც, ქალბატონო?
– არა, ბატონო. ჩემს ოჯახს ვემდური. წარმოიდგინეთ, უკვე შვიდი წელია ინგლისში ვართ იმიტომ, რომ ხელი არავინ გამოგვიწოდა დასახმარებლად.
ნათქვამი არაფრად მეჭაშნიკა, მაგრამ რას ვიზამდი? მხოლოდ ესღა ვუთხარი: – გამხნევდით, ქალბატონო, იმედს ნუ დაკარგავთ, მენდეთ-მეთქი.
წავედი, მაგრამ მთელი დღე ამ ქალის არაჩვეულებრივ, საოცარ თავდაჭერილობაზე ვფიქრობდი. თან თავს ჩავჩიჩინებდი: აბა, თავში ქვა იხალე, თავში ქვა იხალე და რამე მოიფიქრე, ამ ხალხს რას უპირებ-მეთქი.
მაგრამ ვერაფერი გავაწყვე.
მეორე დღეს საქველმოქმედო სახლში უნდა მემუშავა. მაგრამ გზაში მაინც სულ ის მიტრიალებდა თავში, რა მეშველა იმ საბრალოსთვის. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს მისი პაწიები ჩემს ფეხებს ჩასჭიდებოდნენ და მებღაუჭებოდნენ. დავიგვიანე. დაკარგული დრო რომ ამენაზღაურებინა, თავაუღებლად ვიმუშავე. დავიქანცე, ოფლში გავიწურე. ერთი პენის ფასად ათი კაცი უნდა გამეპარსა, ათი! ვფიქრობდი ამაზე და იმ საცოდავ ქალზე. ბოლოს საქმე რომ გავათავე და ჩავიმუხლე, გავიფიქრე: არა, მეტისმეტია! რად ვშვრები ამას? სისულელეა! ტყუილად ვხარჯავ ძალ-ღონეს-მეთქი. მერე ერთი აზრი მომივიდა თავში! უფროსი გამოვიძახე: – ბატონო, – მივმართე მას, – ამიერიდან აქ აღარ შემიძლია სიარული.
– რას ამბობთ? – ჩამეკითხა ის.
– მეყო ერთი პენის ფასად ათი კაცის პარსვა. ახლა დაოჯახებას ვაპირებ და ვეღარ ვივლი. ძვირად მიჯდება აქ აღებული ფული.
– რაო? – გაუკვირდა მას. – ბედნიერი კაცი ყოფილხართ, თუ ასე შეგიძლიათ ფულების გადაყრა!
– ფულების გადაყრა! უკაცრავად, ბატონო, მაგრამ, აბა შემომხედეთ, – მე ჯერ კიდევ ოფლში ვცურავდი, – ერთი პენისთვის სამს ვკარგავ, ისიც მაშინ, თუ ფეხსაცმლის გაცვეთას აღარ მივათვლი. მარტოხელა რომ ვიყავი, ბატონო, ეს მხოლოდ ჩემი საქმე გახლდათ და შემეძლო ჩემს ნებაზე მეფუქსავატა. მაგრამ ახლა... ახლა კი ბოლო უნდა მოეღოს ამას!.. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, ბატონო!
გამოვედი იქიდან და პირდაპირ პიგონის დუქნისკენ გავწიე. ბოქაული ისევ იქ დამხვდა. ეტყობოდა, განუწყვეტლად ეწეოდა თამბაქოს.
– მეტს ვეღარ დავიცდი, – მითხრა მან.
– რა გაეწყობა, – გამოვეპასუხე.
უკანა ოთახის კარზე დავაკაკუნე და შიგ შევედი.
ბავშვები ერთ კუთხეში თამაშობდნენ. ის გოგონა ბავშვებს დედასავით უვლიდა და ეტყობოდა, ოქროს გული ჰქონდა. ქალბატონს კი ძველი, შავი ხელთათმანები გაეკეთებინა ხელებზე და მაგიდას მისჯდომოდა. მეგობარო, ასე მშვიდი და თანაც ასე გაფითრებული, სასომიხდილი და გაოგნებული სახე არასოდეს მინახავს. გეგონებოდათ, სიკვდილს ელოდებაო. ძალიან ცუდად კი იყო საქმე, ძალიან ცუდად – ზამთარიც კარს მოგვდგომოდა!
– დილა მშვიდობისა, ქალბატონო! – მივესალმე, – როგორ არის საქმე? ხომ არაფერი გაგირიგებიათ?
– არა, ბატონო, არაფერი. თქვენც ვერაფერი მოახერხეთ?
– ვერაფერი! – და კვლავ შევხედე. ოჰ, რა სათნო, რა ჩინებული ქალია!
– მაგრამ, – განვაგრძე, მე, – ამ დილას ერთი აზრი მომივიდა თავში: რას იტყოდით, რომ მეთხოვა, ცოლად გამომყევით-მეთქი? სულ არარაობას ეგებ ეს მაინც სჯობდეს!
საბრალომ თავისი შავი თვალები მომაპყრო და მომიგო: – სიამოვნებით, ბატონო! – და მაშინ, მხოლოდ მაშინ წასკდა ქვითინი, მეგობარო.
ფრანგი კაცუნა დადუმდა და დაჟინებით მომაცქერდა.
– ჰმ! ვაჟკაცი ყოფილხარ! – ვთქვი ბოლოს.
მან ისევ შემომხედა, ოღონდ ისე დაბნეულად, თითქოს უშნო ქათინაური მეთქვას.
– აგრე გგონიათ? – თქვა ბოლოს და შევამჩნიე, რომ ეს აზრი გულს უღრღნიდა; თითქოს შუქი მივაყენე იმ რაღაც თავზეხელაღებულ, ბუნდოვან გრძნობას, მის გულში რომ ჩაბუდებულიყო.
– დიახ, – თქვა ცოტა ხნის შემდეგ. თან მისი კეთილი, ყვითელი სახე კიდევ უფრო დანაოჭდა და ყოველი ნაოჭი თითქოს ჩამუქდა, – მეშინოდა, მაშინაც მეშინოდა, როცა ცოლად გამოყოლა ვთხოვე. ხუმრობა ხომ არ არის შვიდი ბავშვი! – ერთხელ კიდევ შემომხედა. – მას შემდეგ ხომ ხანდახან... ხანდახან... ეგებ...
ვეღარ დაასრულა, მერე კი უცებ წამოიძახა: – ძნელია ცხოვრება! რას იზამ? მის ქმარს ვიცნობდი და ამ ქალს ქუჩაში ხომ ვერ დავაგდებდი?
1904 წ.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•