მკვდარი ზღვიდან ამ დილას წამოვედი. ჟანდარმების სხვა ცვლას გამოვყევი. დამაინტერესა და ერთ მათგანს, ჩემს გვერდით რომ იდგა, ვკითხე, ჟანდარმერიაში, არაბებს გარდა, სხვებიც თუ მსახურობდნენ. აღმოჩნდა, რომ პალესტიელი ებრაელები, ბერძნები, რუსები და ერთი კავკასიელიც კი ჰყოლიათ. ძალიან დამაინტერესა და იგი შემპირდა, რომ იმ „კავკასიელს“ მაჩვენებდა. ჩეჩენი აღმოჩნდა, კავკასიის მთიელთა ყველაზე სახიფათო ტომის შვილი. „ჩეჩენით“ რუსეთში ბავშვებს აშინებენ. მათ კაზაკებიც კი ვერ ეგუებიან. ამ ჩეჩენს კავკასიაში ვიღაც მოუკლავს და გამოქცეულა, სასჯელი მკვლელობის გამო სტამბულში მოუხდია და მერე აქ ჩამოსულა. მითხრა, რომ კავკასია ენატრებოდა. მისი მშობლები იქ, მთებში იყვნენ დაკრძალულნი. აბუ ბენ მირზა ერქვა, თავადი გახლდათ.
დღეს იერიქონიდან წასვლა მინდოდა. სასტუმროს მეპატრონემ კვლავ კარგი რჩევა მომცა: იერიქონის პოლიციის უფროსი ოფიციალური ვიზიტით იერუსალიმში მიდიოდა და შეიძლებოდა, მეც წავეყვანე.
მისი ძებნა დავიწყე. სახეზე ვცნობდი, რადგან დღედაღამ სასტუმროს ყავახანაში იჯდა. სუდანელი იყო, შავკანიანი, მაღალ-მაღალი. წინგამოშვერილი ტუჩები და სანახევროდ გარეთ გამოყრილი გრძელი კბილები ჰქონდა. ერთი შეხედვით სასაცილო მოგეჩვენებოდათ, მაგრამ კარგი კაცი იყო.
იგი პოლიციის ავტოფარეხში ვიპოვე. მანქანის შეკეთებას თვალს ადევნებდა. „როგორ ბრძანდებით, ალი ეფენდი?“ - ზრდილობიანად ვკითხე ინგლისურად. „ძალიან კარგად, თქვენ?“ - მიპასუხა. რა თქმა უნდა, ნება დამრთო, რომ გავყოლოდი. უეცრად ჩვენ ირგვლივ თავმოყრილი არაბებიდან ერთი გამოვარდა, პოლიციის უფროოს ნერვიულად რაღაცას ანიშნებდა და უნდოდა, ჩემთვის ჩაერტყა. ჩემზე ამბობდა, ებრაელია, ებრაელების აგენტიო. რა თქმა უნდა, მათ დამინახეს, რომ დიდხანს ველაპარაკებოდი ებრაელ ოფიცერს, რომელიც გარეთ არ გამოსულა და არც ბრძანებები გაუცია, როგორც არაბი იზამდა. კეთილ ალი ეფენდის დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ მე მღვდელი ვიყავი და ოფიცერთან საერთო არაფერი იყო.
სუდანელი შავკანიანის დამსახურებაა, იმ გაუგებრობას თავი უვნებლად რომ დავაღწიე.
ნახევარი საათის შემდეგ გზას გავუდექით.
იერიქონიდან სამახსოვროდ დამჭკნარი ვარდების თაიგული წამოვიღე. ისიც უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ყვავილი, საერთოდ, ვარდი არ არის. ერთგვარი ჯიშის ფრინტაა. ამ ძველი და წმინდა ქვეყნისადმი წრფელი სიყვარულის გამოხატვისას გადაჭარბებას არ ვერიდებით ხოლმე. ამ ბიბლიურ ყვავილს ერთი თვისება აქვს, რასაც სიმბოლურ მნიშვნელობას ვანიჭებ: თუნდაც სულ გამხმარს წყალში თუ ჩადებ, გაცოცხლდება და კვლავ გაიფურჩქნება... [1]
გვერდით ერთი არაბი მეჯდა. ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მარშალ პილსუდსკიზე[2] საუბარი ძალიან უნდოდა... „აი, ასეთი კაცი გვჭირდება ახლა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვყავს!“ - თქვა მან. მე მივუგე, რომ ასეთი კაცი საუკუნეში ერთხელ ან სულაც რამდენიმე საუკუნეში ერთხელ იბადება და ქვეყანას მრავალი თაობის ლოცვით ახდენილი ოცნების გვარად მოევლინება.
წარმომადგენლობის დერეფანში პროფესორს შევხვდი. იმჟამად უფლის საფლავის ბაზილიკაში საათობით ლოცულობდა და მთელი ღამე იქ რჩებოდა. მისი საუბრის საყვარელი თემა იყო ქადაგებები, რომლებსაც სალოცველოში ისმენდა. წუხდა, რადგან აქ ყოფნის ვადა ორ კვირაში ეწურებოდა. როგორც შემეძლო, ისე გავამხნევე.
ნასადილევს ორ მონასერს ვეწვიე: ერთს - სირიულს და ერთსაც - კოპტურს. საინტერესო აღარაფერი იყო დარჩენილი. მათი კოლექციები აღნუსხული, ხოლო კატალოგები დაბეჭდილი და გამოცემული გახლდათ. თუმცათა, ერთმა სირიელმა მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ სხვებისთვის უცნობი აპოკრიფული ხელნაწერები ჰქონდა და მათი გაყიდვა უნდოდა. მე ამ ხელნაწერების ყიდვა განვიზრახე.
წიგნიდან: იერიქონის ვარდები, წმინდა გრიგოლ ფერაძე
შენიშვნა: პოსტის სათაური არ შეესაბამება წიგნის ავტორისეულ სათაურს. პოსტის სათაური არის პოსტის ავტორის მიერ თემატურად შერჩეული სათაური
[1] იერიქონის ვარდი - უწოდებენ აღდგომის ყვავილსაც, ხარობს უდაბნოში, გავრცელებულია პალესტინაში, უმთავრესად იერიქონის მახლობლად. გვალვის დროს ფოთლებში ნაყოფს ფარავს და გამოშრობისგან იცავს. წვიმისას ათიოდე წუთში გაიშლება და თესლი წვიმის წვეთებს მიჰყვება.
[2] ჯოზეფ პილსუდსკი (1876-1935) - პოლონელი სამხედრო, სახელმწიფო მოღვაწე, პოლონეთის პირველი მარშალი, სახელმწიფოს მეთაური 1919-1922 წლებში. ორჯერ იყო პრემიერ მინისტრი (1926-1928 და 1930).
ტეგები: Qwelly, გრიგოლ_ფერაძე, დღიური, იერიქონის_ვარდები, ლიტერატურა
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•