23 მარტს (ძვ. სტ. 10 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა მოწამე კონდრატეს და მასთან ერთად წამებულთ

წმიდა მოწამე კონდრატე და მასთან ერთად წამებულნი დედანი და მამანი, წმინდათა ცხოვრება, თვენი, მარტი, ქველი, qwelly, march

     ქრისტიანთა დევნის დროს, წმინდა კონდრატეს დედა კორინთოელი რუთი დევნულობის ჟამს, მთეებს შეეხიზნა, აქ მას შეეძინა კონდრატე  მშობიარობის შემდეგ დედა გარდაიცვალა, ჩვილი კი, ღვთის განგებულებით, გადარჩა. ბავშვი სასწაულებრივად იზრდებოდა: მის თავზე ღრუბელი ეშვებოდა და ტკბილ ცვარს აწვდიდა. წმიდა კონდრატემ ბავშვობა და ყრმობა უდაბნოში გაატარა. როცა წამოიზარდა, ქრისტიანებს შეხვდა, რომლებმაც ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გაანათლეს. წმიდა კონდრატე ჩინებული მკურნალი გახდა. მას ძალზე უყვარდა უდაბნოს მდუმარება და დიდ დროს ატარებდა განმარტოებით, მთაში. გავიდა მრავალი წელი. წმიდანთან უდაბნოში ხშირად მოდიოდნენ მისი მეგობრები და მიმდევრები: კვიპრიანე, დიონისე, ანეკტი, პავლე, კრისკენტი და სხვები.
     იმპერატორ დეკიუსის მიერ ქრისტიანეთა დევნულობის დროს კორინთოში მმართველ იასონის ბრძანებით წმინდა კონდრატე თავის მეგობრებთან ერთად შეიპყრეს და ციხეშ ჩასვეს. ვერანაირმა დაპირებამ და მუქარამ ვერ გატეხა წმიდანები. მიუხედავად სასტიკი წამებისა და აუტანელი ტკივილებისა, წმიდა კონდრატე პოულობდა ძალას სხვების გასამხნევებლად. იასონმა ბრძანა, წმიდანები მხეცებისათვის მიეგდოთ დასაგლეჯად, მაგრამ ნადირმა მათ პირი არ დააკარა. შემდეგ ქრისტიანები ეტლებს მიაბეს და ქალაქში ათრიეს, ბოლოს კი თავი მოჰკვეთეს.
     წმინდა კოდრატეს მოწაფენიც მოწამეობრივად შევედრეს სული ქრისტეს. დიონისე (საბა) ხმლით აკუწეს, ვიქტორინი, ვიქტორი და ნიკიფორე ცოცხლად ჩააგდეს ქვის სამტეხლოში, კლავდიუსს ხელ-ფეხი მოჰკვეთეს, დიოდორე თვითონ ავიდა მისთვის გამზადებულ კოცონზე, სერაპიონს თავი მოჰკვეთეს, პაპიუსი და ლეონიდე ზღვაში დაახრჩვეს. მამაკაცებთან ერთად ბევრი დედაც ეწამა ქრისტესთვის.

◄ გუშინ | დღეს | ხვალ ►

ტეგები: 23 მარტი, Qwellyland, თვენი, მოწამე, წმინდათა_ცხოვრება

ნახვა: 707

ბლოგ პოსტები

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Proven Ways to Collect Uncut Soul Gems

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.

This guide covers the best…

გაგრძელება

💜

გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am 0 კომენტარი

გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔

18001060169

ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…

გაგრძელება

Qwelly World

free counters