საიტი: https://www.qwelly.com/group/tveni
ადგილი: თვენი
წევრები: 32
უკანასკნელი აქტიურობა: მარტი 1, 2025
• 1 მარტი • 2 მარტი • 3 მარტი •
• 4 მარტი • 5 მარტი • 6 მარტი •
• 7 მარტი • 8 მარტი • 9 მარტი •
• 10 მარტი • 11 მარტი • 12 მარტი •
• 13 მარტი • 14 მარტი • 15 მარტი •
• 16 მარტი • 17 მარტი • 18 მარტი •
• 19 მარტი • 20 მარტი • 21 მარტი •
• 22 მარტი • 23 მარტი • 24 მარტი •
• 25 მარტი • 26 მარტი • 27 მარტი •
• 28 მარტი • 29 მარტი • 30 მარტი •
• 31 მარტი
ავტორი ლაშა, მარტი 24, 2016. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
24 მარტს (ძვ. სტ. 11 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს სმირნის ხუცესს - მღვდელმოწამე პიონს და მასთან ერთად წამებულ ქრისტიანებს მესამე საუკუნის განზოგებაზე, 249-251 წლებში, იმპერატორ დეკიუსის ზეობისას, სმირნაში (ქალაქი ეგეოსის ზღვის ნაპირზე) ქრისტიანობისთვის ეწამნენ მღვდელი პიონი სმირნის ხუცესი და მასთან ერთად სხვა ქრისტიანები. წამებისთვის უფლის მარტვილნი ადრევე მოემზადნენ. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დევნის დაწყება გაიგო, წმიდა პიონი, ასკლიპიადასთან და საბინთან ერთად, ტანჯვისათვის შეემზადნენ და ქედზე ბორკილები დაიდეს. წმიდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის, რომელიც 167 წელს ეწამა,…გაგრძელება
ტეგები: მოწამე, მღვდელმოწამე, სმირნა, ქველი, მარტი
ავტორი ლაშა, მარტი 22, 2016. 0 გამოხმაურება 1 Like
22 მარტს (ძვ. სტ. 9 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა მოწამე ურსპასიანეს. ნიკომედიაში (ქალაქი ბიზანტიაში, ამჟამინდელი თურქეთის ტერიტორიაზე) მესამე საუკუნის მიწურულს, იმპერატორ მაქსიმიან გალერიუსის ზეობისას ეწამა წმინდა ურსპასიანე. იმ დროს სასტიკად იდევნებოდნენ ქრისტიანები, ჯარში თუ სასახლის კარზე მომსახურენი. მათ შორის იყო წმინდა უსპასიანე, რომელმაც იმპერატორის წინაშე დაყარა თავისი მოსასხამი და ქამარი და უთხრა: "ამიერიდან ვარ მხედარი ზეცათა მეუფისა, უფლისა იესო ქრისტესი. დაიბრუნე შენგან მოძღვნილი ნიშნები წარჩინებულობისა". მაქსიმიანემ ბრძანა, ხეზე მიებათ იგი და ყველაზე მტკიცე შოლტით - ხარის გამხმარი ძარღვებით ეცემათ. შემდეგ წმიდანი რკინის გალიაში ჩასვეს და ცეცხლი შეუნთეს. წმიდა ურსპასიანემ აუტანელი ტკივილები ლოცვით დაითმინა. წმიდანის გვამი ზღვაში გადააგდეს - ის მიცვალების შემდეგაც კი საშიში იყო წარმართებისათვის, რომლებმაც მისი სული ვერ გატეხეს.…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, მოწამე, მარტი, თვენი
ავტორი Kakha. ბოლოს გამოეხმაურა: ლაშა, მარტი 22, 2016. 1 გამოხმაურება 8 მოწონება
22 მარტს (ძვ. სტ. 9 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა 40 სებასტიელ მოწამეს წმინდა იმპერატორ კონსტანტინე დიდის ბრძანებით, რომლის მიხედვითაც ქრისტიანებს აშკარად შეეძლოთ სარწმუნოების აღიარება და ისინი თავისი უფლებებით წარმართებს უთანასწორდებოდნენ. მისი თანამმართველი ლიკინიუსი კი თავგამოდებული წარმართი იყო და თავის სამფლობელოში ქრისტიანებს სასტიკად დევნიდა. ამ დროს სებასტიაში მსახურობდა 40 კაბადოკიელი მეომარი. ისინი ქრისტიანები იყვნენ და ერთ-ერთ წარმართულ დღესასწაულზე კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადეს. სებასტიის მმართველის, აგრიკოლას ბრძანებით, მეომრები ციხეში ჩასვეს. ერთხელ ლოცვისას მათ ზეციდან შემოესმათ ხმა: „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს“. ერთი კვირის შემდეგ, სებასტიაში, ქრისტიანთა სამსჯავროზე ჩამოვიდა ცნობილი კარისკაცი ლისიუსი. წმიდანებმა მას მტკიცედ უპასუხეს: „წაიღეთ ჩვენი წოდებებიც და სიცოცხლეც, ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იესო ქრისტეა“. ლისიუსმა ბრძანა, მეომრები ქვებით ჩაექოლათ, მაგრამ მოხდა სასწაული: ქვები მიზანს ვერ აღწევდა, სხვა…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, 22 მარტი
ავტორი Kakha, მარტი 21, 2016. 0 გამოხმაურება 5 მოწონება
21 მარტს (ძვ. სტ. 8 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა მოციქულ ერმისმოციქული ერმი სამოცდაათაგანი იყო, იგი ფილიპოლისის ეპისკოპოსი იყო, მოწამებრივად აღესრულა პირველი საუკუნის ბოლოს, რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წმ. პავლე მოციქული რომაელებს მოუწოდებდა, პატივისცემით მოეპყრან მოციქულ ერმის. მოციქული ერმის თხზულება მწყემსი◄ გუშინ |…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, მოციქული, თვენი, 21 მარტი
ავტორი Kakha, მარტი 19, 2016. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
19 მარტს (ძვ. სტ. 6 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი ღირსმოწამე კონონი მესამე საუკუნეში მცირე აზიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდა. წმინდა კონონმა დაქვრივების შემდეგ თავის ძესთან ერთად მონასტრული ცხოვრება დაიწყო. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა იგი განსაკუთრებული მადლით დააჯილდოვა: ბოროტ სულებს განასხმიდა, ავადმყოფებს კურნავდა და ბრმებს თვალის სინათლეს უბრუნებდა. კონონი დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს წარმართთა შორის. მისი მოღვაწეობის ამბავი გაიგო ქრისტიანთა მდევნელმა დომენტიანემ და წმიდანს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ღირსმა მამამ უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მასთან ერთად აწამეს მისი შვილი - დიაკონი კონონი. მამა-შვილი გახურებულ გრდემლზე დააწვინეს და ადუღებული ზეთი დაასხეს, გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩაყარეს, თავდაყირა დაკიდეს, მაგრამ წმიდანები ზეციურმა მადლმა დაიფარა და უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს, გამძვინვარებულმა მტარვალებმა გადაწყვიტეს, ხის ხერხით გაეხერხათ მამა-შვილი. წმიდანებმა ლოცვისთვის დრო სთხოვეს ჯალათებს…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, მოწამე, თვენი, 19 მარტი
ავტორი Kakha, მარტი 18, 2016. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
18 მარტს (ძვ.სტ.5 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს ღირს ისიხი მმარხველს წმინდა ისიხი ცხოვრობდა მეხუთე საუკუნეში, დაიბადა ბითვინიის ქალაქ ადრინიაში. ღირსმა ისიხიმ მიატოვა სახლი და განმარტოვდა მაიონისის უდაბურ ადგილას. მან სძლია ბოროტი სულების, ირგვლივ მობინადრე მტაცებელი მხეცებისა და ავაზაკების შიშს, გაიკეთა კელია, გააშენა ბოსტანი და საკუთარი შრომით ირჩენდა თავს. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ისიხთან მოწაფეები მივიდნენ. ღირსმა მამამ ეკლესია ააშენა წმ. მოციქულის ანდრია პირველწოდებულის სახელზე. წმიდა ისიხი სიცოცხლეშივე სასწაულთქმედების ნიჭით დაჯილდოვდა. ერთხელ მას ეშმაკეული გოგონა მიჰგვარეს. მშობლების თხოვნით ღირსმა ისიხიმ იგი განკურნა და იწინასწარმეტყველა, რომ ამ ადგილას დედათა სავანე დაარსდებოდა. მომავალში ეს წინასწარმეტყველება ახდა. წმინდა ისიხის ანგელოზმა აუწყა რომ 30 დღის შემდეგ გარდაიცვლებოდა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა თავისი მოწაფეები და დიდხანს არიგებდა. შუაღამისას კელია გაანათა ზეციურმა შუქმა და…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, თვენი, 18 მარტი
ავტორი Kakha, მარტი 17, 2016. 0 გამოხმაურება 1 Like
17 მარტს (ძვ. სტ.4 მარტი) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა მოწამე: პავლე და მისი დაჲ იულიანა, მათთან ერთად კვადრატი, აკაკი და სტრატონიკე რომის იმპერატორ ავრელიანეს დროს აღესრულნენ წმინდა მოწამე პავლე და იულიანა მესამე საუკუნის ბოლოს, როდესაც იმპერატორი თავისი ამალით ჩავიდა ფინიკიის ქალაქ პტოლემაიდაში დამხდურთა შორის მყოფმა პავლემ პირჯვარი გადაისახა. კარისკაცებმა ის შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. პავლეს დამ, იულიანამ, საჯაროდ ამხილა იმპერატორი უსამართლობასა და სისასტიკეში, რის შემდეგაც მანაც ძმის ხვედრი გაიზიარა. წმიდანთა მოთმინებით გაოცებულმა სამმა ჯარისკაცმა კვადრატიმ, აკაკიმ და სტრატონიკემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ქრისტეს ახალი აღმსარებლები დაუყონებლივ დახოცეს. იმპერატორმა ავრელიანემ გადაწყვიტა იულიანა ეცდუნებინა მას, ცოლად შერთვას შეჰპირდა იმ პირობით, თუ ქრისტეს უარყოფდა. წმიდანმა შორს დაიჭირა იმპერატორის წინადადება. ავრელიანეს ბრძანებით, წმიდა იულიანა საროსკიპეში შეაგდეს, მაგრამ უფალმა დაიცვა: ყველა, ვინც მასთან შეხებას ეცადა, დაბრმავდა. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, კვლავ…გაგრძელება
ტეგები: Qwellyland, წმინდათა_ცხოვრება, მოწამე, თვენი, 17 მარტი
ავტორი ლაშა, მარტი 15, 2016. 0 გამოხმაურება 4 მოწონება
15 მარტს (ძვ. სტ. 2 მარტს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს ღირს მამას, აღათონ მეგვიპტელს პირველად სამონაზვნო ცხოვრება ეგვიპტეში დაიწყო. მრავალი წმინდა მამა სწორედ იქიდან იყო, მათ შორის მაკარი დიდი (ხსენება 1 თებერვალს), რომლის თანამედროვე გახლდა წმინდა აღათონ მეგვიპტელი. ის მეხუთე საუკუნეში, ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში მოღვაწეობდა და განსაკუთრებული მორჩილებით გამოირჩეოდა, ვინაიდან თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდა. ერთხელ, ღირს მამასთან ბერები მისულან, რომელთანაც ასეთი საუბარი გაიმართა:- შენ ხარ მამა აღათონი? - ჰკითხეს ბერებმა.- თქვენს წინ დგას ღვთის ცოდვილი მონა.- ხმები დადის, თითქოს შენ ამპარტავანი და თავშეუკავებელი ხარ- სრული…გაგრძელება
ტეგები: წმინდათა_ცხოვრება, Qwellyland, ქველი, მარტი, თვენი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators. AI Work Magic, a leader in AI solutions, brings you the definitive 2026 guide to the best AI voice generation 2026, designed to help you produce realistic, engaging, and professional audio content effortlessly.
Creating…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at a robust CAGR of 8.1% during the forecast period from 2025 to 2033. One of the primary factors driving the growth of the gallium market globally is the surging demand for high-performance semiconductors and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact loaders perform in real working conditions. Rather than focusing only on mechanical design, manufacturers are allocating more research and development resources toward improving runtime stability, charging flexibility, and long-term battery…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…
გაგრძელება
© 2026 George.
•
თქვენ უნდა გახდეთ მარტი_ს წევრი რომ შეძლოთ კომენტარის გაკეთება!