ბარაკონობა 2012

ბარაკონის საკათედრო ტაძარი, ერთ-ერთია იმ შესანიშნავი ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან რომელიც ულამაზეს რაჭას განსაკუთრებულ მადლსა და სიწმინდეს ჰმატებს.

სვეტიცხოვლის მგალობლებშიც არიან რაჭველები. ერთი განსაკუთრებული რაჭველი გვყავს. განსაკუთრებულია ხმით, ზომით და გაქანებით.

1996 წლიდან მოყოლებული, ბარაკონის ტაძარს უამრავი ხატი შესწირა. ჩვენი გუნდი კი პირველად 2009 წლის 28 აგვისტოს ეწვია რაჭას, სწორედ თეიმურაზის "ხატშემწირველობის" გამო.

ჩემთვის პირველი შეხება იყო რაჭულ სილამაზესთან და ვერ დავმალავ, ეს იყო განცდა, რომ აქამდე ბუნების მშვენიერება არ მინახავს. მე მნახველმა ამისთანა ცის, ზღვის, სალი კლდებიის, ყაყაჩოს მინდვრების და ქვიშის ოკეანეების, უნდა ვაღიარო რომ რაჭული სილამაზე ჯერ-ჯერობით შეუდარებელია (სვანეთში არ ვარ ნამყოფი და აფხაზეთში, არც აჭარის მთიანეთში).

და აი, წელს მეორედ მხვდა ბედნიერება მენახა ბარაკონი. ვინც არ იცის ვიტყვი რომ ესაა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძენების სახელზე, XVIII საუკუნეში აგებული გუმბათოვანი ეკლესია. მსგავსად სვეტიცხოვლისა, ბარაკონიც ორი მდინარის - ლუხუნისა და რიონი შესართავთან ამაყად შავედრებს უფალს, მომლოცველთა სულებს.

დავიწყოთ თავიდან, ან იქიდან ტყიბულს რომ გადახვალ და დიდრონ მთას მიადგები გადასალახად.

მიხვეულ-მოხვეულ გზაზე მივიმღერით. არ ჩერდება გიტარა და არც გზას უჩანს ბოლო. მაჭუტალა (“поворотник”) თვალებს აპაჭუნებს - ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. გადავიარეთ უღელტეხილი და აღმომხდა - აი, შვილო ზღვა!!!

თუმცა რა ზღვა - უბრალოდ შაორი. უბრალოდ არა, ძალიან შაორი. ;)

- გაგვიჩერებთ?

- არა / ვერა, გვეჩქარება.

- ჰო კარგი.

სხვა გზა არ გვქონდა, მართლა გვეჩქარებოდა. მრავალძალზე ხალხი გველოდება, 2 საათზე მწუხრ-ცისკარზე უნდა ვიგალობოთ.

მრავალძალი - ესეც რაჭაშია, უბრალოდ ბარაკონზე იმსოტოლათი მაღლაა, თავი ღრუბლებში გეგონებათ.

იქაც ავედით.

ვაი იმ ასვლას. ჩვენ კი ვმღეროდით, მაგრამ აბა მძღოლისთვის გეკითხათ ემღერებოდა კიი??! გზა იყო ისეთი, გზის უნახავს გაგხდიდათ.

ერთი სიტყვით, ეს პოსტი ფოტოების გამო გავაკეთე.

მოკლედ რომ მოვჭრა. მრავალძალს ანჩისხატი შევწირეთ, ბარაკონს კათედრა და ღმრთისმშობლის ხატი. კაი, ვიმღერეთ, კარგად მოვილხინეთ და წამოვედით გულდაწყვეტილები - ცოტა იყოოოო.

იმედია მშრალი ფოტოშოუ არ გამოვა. ჰოდა აბა თქვენ იცით, გადაათვალიერეთ, მოიწონეთ, დააკომენტარეთ, მკითხეთ და გიპასუხებთ.


იპოვე მეტი ფოტო Qwelly_ზე!

უკვე 28 აგვისტო იდგა. წირვის შემდეგ ტრაპეზზეც გემრიელად მივულოცეთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული. განთუმული რაჭული სტუმართმოყვარეობა, მართლაც საუცხოო გამოდგა.

ლამაზი რაჭული სუფრა, რაჭულად დაასრულა მეუფე ელისემ და ვიდრე ჩვენი "მარშუტკა" გამოცხადდებოდა და მცხეთისაკენ გამოვემგზავრებოდით, მამუკამ გიტარას დაავლო ხელი, მე კამერას და დანარჩენს თქვენც იხილავთ:


სხვა ორიგინალი ვიდეოები Qwelly_ზე

ტეგები: August, Barakoni, Chunters, Qwelly, Racha, Svetitskhoveli, Video, ბარაკონი, ბარაკონის საკათედრო ტაძარი, ბარაკონობა 2012, მეტი...მარიამობა, მგალობლები, რაჭა, სვეტიცხოველი, სვეტიცხოვლის მგალობლები რაჭაში

ნახვა: 905

გამოხმაურებები!

sveticxovlis gamorcheuli mgaloblebi genacvalet...

გამორჩეული სვეტიცხოვლის, გამორჩეულ მგალობელს, გამორჩეულად გენაცვალეთ იკა ;) ;) ;)

irakli said:

sveticxovlis gamorcheuli mgaloblebi genacvalet...

ტრიუმფალურისვლამზისკენ.......

მე.ნატრებით ^^

მაგარი სიმღერაა... :D 

ხვალ ოთხიდან იქ ვართ, ზეგ 10_დან... ;)

ino said:

ტრიუმფალურისვლამზისკენ.......

მე.ნატრებით ^^

შეკითხვა არ მაქვს , რაც შეიძლებოდა მეკითხა გიწერია ..:)))

შენ სად ხარ ???? არ ჩანხარ არც ერთ ფოტოში :):):) :დ:დ:დ

არ ვჩანვარ ხო??? :( ვიდეოში ვარ... :) და ამ ფოტოაპარატს კი ვერ ვასწავლე რომ როცა მე ვიღებ, მეც გამომაჩინოს... :D :D :D :D :D :D :D

თათია ილურა said:

შეკითხვა არ მაქვს , რაც შეიძლებოდა მეკითხა გიწერია ..:)))

შენ სად ხარ ???? არ ჩანხარ არც ერთ ფოტოში :):):) :დ:დ:დ

:D:D:D:D:D:D:D:D ჰააააააააჰ 

მე ხომ არ ვიცოდი შენი  გადაღებული რომ იყო :)))

LsHისა... said:

არ ვჩანვარ ხო??? :( ვიდეოში ვარ... :) და ამ ფოტოაპარატს კი ვერ ვასწავლე რომ როცა მე ვიღებ, მეც გამომაჩინოს... :D :D :D :D :D :D :D

თათია ილურა said:

შეკითხვა არ მაქვს , რაც შეიძლებოდა მეკითხა გიწერია ..:)))

შენ სად ხარ ???? არ ჩანხარ არც ერთ ფოტოში :):):) :დ:დ:დ

ჰოო.. ^^

ახლა მოვედი სახლში ))

LsHისა... said:

მაგარი სიმღერაა... :D 

ხვალ ოთხიდან იქ ვართ, ზეგ 10_დან... ;)

მე ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ.და ვიცი არასდროს არ დავბრუნდები შინ.მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს.მე დავტოვებ ყველას ვინც ხელს მიშლის.მოვძებნი ნაპირს იქ ავაგებ გემს.ან ავაგებ მარხილს გავუყვები მთებს.მივაგნებ მწვერვალს იქ ვიპოვნი ფრთებს.მე ვიპოვნი ფრთებს და მივწვდები მზეს.მე მივწვდები მზეს.დავხედავ კლდეებს და დავხედავ ზღვებს.მე დავინახავ პირქუშ დალუმპულ ტყეს.მე უფრო მეტად ვუახლოვდები მზეს და ერთხელ მაინც დავინახავ ღმერთს.მძინარე ქალაქს იქ ავუგებ გზებს.და დავარქმევ სახლეს უკინით ბნელს.მივყვები მაინც ჩემს ოცნების ფრთებს მე მცხელა და მაინც მივწვდები მზეს.მე მივწვდები მზეს.მე ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ.და ვიცი არასდროს არ დავბრუნდები შინ.მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს.მე დავტოვებ ყველას ვინც ხელს მიშლის.მე დავასველებ ჩემს(    .....    ) და გავუყვებიგზას გაუკვალავს.ვერ შევეგუე ჩემს გაცრეცილ ბედს.დავიწყებ ტრიუმფალურ სვლას მზისკენ.დავიწყებ ტრიუმფაულრ სვლას

ახალ ვერსიაში მე წავიყვან ცოლს და წავიყვან შვილს არის და კიდევ სხვა ჩასწორებები ტკოც... გამოუვალი მდგომაორება რომ მღერის... 

gio mchedlishvili_მ თქვა:

მე ვისახავ მიზანს და მივიწევ წინ. და ვიცი არასდროს არ დავბრუნდები შინ. მე წავიყვან დედას და წავიყვან შვილს. მე დავტოვებ ყველას ვინც ხელს მიშლის. მოვძებნი ნაპირს იქ ავაგებ გემს. ან ავაგებ მარხილს გავუყვები მთებს. მივაგნებ მწვერვალს იქ ვიპოვნი ფრთებს. მე ვიპოვნი ფრთებს და მივწვდები მზეს. მე მივწვდები მზეს. დავხედავ კლდეებს და 

RSS

ბლოგ პოსტები

WoW Forever Hunter Guide on U4GM for Safer Positioning

გამოაქვეყნა WernerHartmann_მ.
თარიღი: ოქტომბერი 22, 2026.
საათი: 7:12am 0 კომენტარი

The Hunter in WoW Forever can keep firing while moving, so safer positioning means using range, wide arcs, and an open escape route as elite foes and large groups grow more dangerous. You can review…

გაგრძელება

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

Qwelly World

free counters