10 მაისს, დილით გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე (გაბრელიანი).
მამა იოანე მოღვაწეობდა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში, ამ მონასტერშივე აღიკვეცა ბერად და აქვე მიაბარა სული უფალს.
წმინდათა თანა განუსვენე ქრისტე ღმერთო, სულსა მიცვალებულისა მონისა არქიმანდრიტისა იოანესი, სადა იგი არა არის ჭირი მწუხარება, არა ურვა, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი, ამინ!
საუკუნოდ იყავ ხსენება ამისი...
ტეგები: Qwelly, არქიმანდრიტი, გარდაცვალება, მონასტერი, მცხეთა
"სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქვეყანა..."
chemi modzgvari, dzlain damakldeba ((((((( <3 natelshi amkopos gmertmaa!
ბოლოს მამაო ორშაბათს ვნახე...
გიორგობა მივულოცეთ მგალობლებმა წმინდა გიორგის მონასტერს... წირვაზე ვიგალობეთ და წამოსვლისას კარში შევხვდი.
დაგვლოცა და გამოგვიშვა...
მერე გაჩერებაზე ვიდექით მე და ჩემი ბავშვობის მეგობარი, მამაომაც ჩამოიარა ბაჩოსთან ერთად... მცხეთაში მოდიოდა... მე ცოტა მოშორებით ვცხოვრობ, მცხეთის შესასვლელში... ფანჯარა ჩაუწია და თავისი რიხიანი ხმით:
- დასხედით, წავიდეთ.
- ისაა... მამაო... ჩვენ სადგურისკენ მივდივართ არ შეგაწუხებთ...
- დასხედით კაცო, რა გიყვართ ეს არ შეგაწუხებთ და ზედმეტი ლაპარაკი - გაგვიღიმა და სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვა - დავსხედით.
...
ამ კვირის ერთ-ერთ გაზეთში თავის ინტერვიუს ათვალიერებდა და გაკვირვებული ამბობდა - მე რა ვუთხარი და ამათ რა დაწერესო :)
...
სახლამდე მიგვიყვანა მე და გიო, ჩამოგვსვა, პირჯვარი გადაგვსახა, დაგვლოცა და გაბრუნდა უკან თავის საქმეზე...
ეს იყო ბოლოს... უფრო ადრინდელს მერე დავწერ ხოლმე...
მერე ყველა 1ად ვიქნებით.მთავარია გამოცდები ჩავაბაროთ
და გვახსოვდეს.სიკვდილი
ძალიან დაგვამწუხრა. თავად კი უფალთანაა და იქ კარგადაა, მაგრამ ალბათ მაინც შეწუხდება ჩვენი დამწუხრებით... (მე კიდევ კარგად არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან იმოქმედა ამ ამბავმა..)
საუკუნოდ იყავ ხსენება მისი...
გეთანხმები ინო... დღეს მამაო უფალთან ერთად ხარობს... სამწუხაროდ ჩვენი მცირედმორწმუნეობა არ გვაძლევს საშუალებას ჩვენც მისი სიხარული გავიზიაროთ :) თუმცა როგორც ვაჟა ფშაველა წერდა -
სიკვდილსა გლოვა უხდება,
მკვდარს ძმას - ტირილი დისაო...
ჰოდა ჩვენც გვეტირება... :)
404_მ თქვა:
მერე ყველა 1ად ვიქნებით.მთავარია გამოცდები ჩავაბაროთ
და გვახსოვდეს.სიკვდილი
წესის აგების ლიტურგიას დინჯად აღასრულებდა... ყველა სტრიქონს ამოიკითხავდა... არ აუჩქარებდა... ადამიანს უკანასკნელ გზაზე აცილებდა და აბა იქ რაიმე მიფუჩეჩება იქნებოდა?
მსახურების ბოლოს, ჭირისუფალს ამას ეუბნებოდა - ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მას თქვენი დახმარებაო, ახლა არც სასმელი უნდა არც საჭმელი, არამედ მის სულს სჭირდებით და ამიტომ ლოცვას მოუხშირეთო... მას თქვენი კეთილი ცხოვრებით გამოადგებითო...
ახლა მის სულიერ შვილებსაც ეს ჰმართებთ - კეთილი ცხოვრებით გამოვადგეთ მამაოს...
ზუსტად არ მახსოვს რომელი წელი იყო... ალბათ 2008... მაგრამ მახსოვს ჩემი გაკვირვება მაშინ... რაღაც უცნაური მოვლენა ხდებოდა... მაშინ მამა იოანე ბერად აღიკვეცა... ის იყო პირველი მცხეთელი რომელი მონაზვნობის გზას შეუდგა... მე სხვა არ მახსენდებოდა...
წმინდა გიორგის ეკლესია საკმაოდ მცირე ზომისაა... ბერებიც კი ძლივს ეტეოდნენ, სამაგიეროდ მამაოს საყვარელ და მამაოზე შეყვარებულ მცხეთელებს ტაძრის ეზოც გაევსოთ...
ასე იყო გუშინ ღამითაც - მამაოს მესამედ დაბადების დღეს...
სულ პირველად 1982 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა...
ზუსტად ასეც მოხდა ჩემო გიორგი, ზუსტად ასე...
george yirmizashvili_მ თქვა:
და როცა დილის გრილოვანში ოქროს ჩანგი
ამოდ, ამოდ გაიხმიანებს,
სიცოცხლე ჩემი შენთან იხმე უფალო ჩემმო...
წვიმდა... წვიმდა აუჩქარებლად... ნაზად... ცრემლებად... ცამ დაიტირა მამაო...
წვიმდა... წვიმდა აუჩქარებლად... შეპარულად... მალულად... მორცხვად... არშესამჩნევად... მამები ტიროდნენ მამაოს...
წვიმდა... წვიმდა ლოცვით... წვიმდა ჩუმად... წვიმდა შავებს აფერებულად... დედები ტიროდნენ მამაოს...
წვიმდა... წვიმდა ჩქარა... მოგუდულად... ღმუილით... გულში მჯიღის ცემით... სტიქაროსნები ტიროდნენ მამაოს...
წვიმდა... წვიმდა თვალებში... წვიმდა გონებაში... ცრიდა ხმაში... მგალობლები ტიროდნენ მამაოს...
წვიმდა... წვიმდა კოკისპირულად... კვნესით... ვაებით... ოხვრით... თმაგეწეწვით... კოცნით... გულშეღონებით... წვიმდა გარდარეულად... ოჯახი მისტიროდა მამაოს... მისი ოჯახი, მისი შვილები, მისი "მენელსაცხებლე დედები"...
და მაინც, ერთი ადამიანი მაინც ხარობდა - მამაო უფალთან ერთობით ხარობდა!
შენდობას ვითხოვთ თუ რამ შეგცოდეთ და ღმერთმა თქვენც მოგიტეოთ ყოველნი შეცოდებანი თქვენნი!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 6:47am
0 კომენტარი
0 მოწონება
Elden Ring Runes vast world holds many secrets, and among them is the mysterious Heart of Stone. This artifact is deeply connected to the ancient practice of Dragon Communion, granting players the ability to wield the power of these legendary creatures.
To obtain the Heart of Stone, players must solve the intricate puzzle of the "Dragon's Domain" painting. This quest requires tracking down the elusive soul of the…
გაგრძელება
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 24, 2025.
საათი: 4:44am
0 კომენტარი
0 მოწონება
Yeastar Dubai: The Wise Option for Small business Mobile phone Methods
In now’s quickly-paced business earth, possessing a dependable and successful communication technique is important for results. Yeastar, a global leader in business enterprise telephony answers, presents reducing-edge PBX devices and unified communications platforms to boost productiveness and connectivity. In Dubai, businesses of all sizes are leveraging Yeastar’s impressive solutions to streamline…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
2 მოწონება
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
© 2025 George.
•