მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისში, დაახლოებთ 1010-33 წლებში, საქართველოს საპატრიარქოს წინამძღოლობდა მელქისედეკი, პირველი კათოლიკოსი საქართველოს ეკლესიაში (კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული სწორედ მან მიიღო და მის შემდეგ ასე იწოდებიან ჩვენი პატრიარქები). იგი მეფეების ბაგრატ III-ის, გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს პატრიარქობდა. „მატიანე ქართლისას“ მიხედვით წმიდა მელქისედექი იყო „დიდებულთა კაცთა შვილი“ აღზრდილი მეფე ბაგრატ II-ის მიერ. წმიდა მელქისედექმა მისი კათოლიკოსობის პერიოდში ააშენა და განამშვენიერა სვეტიცხოვლის ტაძარი, წმიდანი დახმარების სათხოვნელად „წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კონსტანტინეპოლედ“ და დიდძალი განძით სამშობლოში დაბრუნებულმა „იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედაბერვითა, და ყოველი განასრულა“. გარდა ამისა კათოლიკოსმა შეამკო სვეტიცხოველი „ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთი და ვერცხლითა, თუალითა და მარგალიტითა“.
გამორჩეულია წმინდე მელქისედეკის და ბიზანტიის ეკლესიის მეგობრობაც. მელქისედეკი რამოდენიმეჯერ ეწვია ბიზანტიას და როგორც ისტორიკოსები ვარაუდობდნენ, ამ ვიზიტების დროს მოხდა აღმოსავლეთის პატრიარქების მიერ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისათვის კათოლიკოს-პატრიარქის ტიტულის დამტკიცება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი მელქისედექ I გარდაიცვალა 1033 წელს. დასაფლავებულია სვეტიცხოვლის მარჯვენა მხარეს, წმიდა ილია თეზბიტელის ეკვდერის შესასვლელთან. თუმცა ამჟამად, მისი განსასვენებლის ქვა ცოტა უკან, ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, ცხოველსმყოფელი სვეტის გვერდით (უკან) მდებარეობას. ისტორიამ შემოგვინახა წმიდა მელქისედექის მიერ შედგენილი ანდერძი - „აღწერილი მცხეთის საყდრისადმი“, სადაც ჩამოთვლილია იმ ნივთების, ეკლესია-მონასტრებისა და სოფლების სრული სია, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქმა შეწირა მცხეთის სვეტიცხოველს. სწორედ ამ ანდერძშია მოხსენიებული პირველად საქართველოს მამამთავარი კათოლიკოს-პატრიარქად და ამავე საბუთიდან ირკვევა, რომ მელქისედექ I-მა სვეტიცხოველში გაიჩინა დასაკრძალი ადგილი - „სამხრეთით სადიაკვნოსა, წმიდათა მოწამეთა სამარტუილოსა შიგან შევქმენ საფლავი ჩემი და დავდგი საკურთხეველი და ამა საკურთხეველსა ზედა დავაყენე ჟამის მწირველად ცოდვილისა სულისა ჩემისათვის გაზრდილი ჩემი იოვანე“ (კათოლიკოს-პატრიარქი იოვანე V (ოქროპირი) +1049). ამავე ანდერძში გადმოცემულია მისი კურთხევა ღამისთევით შესრულდეს წირვა წმ. ელია თეზბიტელის შესასვლელში, საკურთხეველში.
წმინდა მელქისედეკის ტროპარი საღმრთო ლიტურღიის განგებაში იკითხება საზოგადო ტროპრად, თუმცა წმინდანის ხატზე, სახელობითი ტროპარი წერია. იხილეთ ხატი: პირველი კათოლიკოსი მელქისედეკი - სვეტიცხოვლის განმაახლებელი
ტეგები: 14 ოქტომბერი, Qwellyland, თვენი, ოქტომბერი, პატრიარქი, წმინდათა_ცხოვრება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•