იუსტინე მარტვილის სახელი საუკუნეების მანძილზე გაუხუნარი დიდებულებით ბრწყინავს და ამგვარი ბრწყინვალება და სიდიადე მისი სახელისა განპირობებულია, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, მასთან დაკავშირებითაც მოღვაწეობის ორი სახეობის, ერთი მხრივ სამოძღვრო, თეოროიული, ღვთისმეტყველური ანუ ძველ ქართულად რომ ვთქვათ ხედვითი და მეორე მხრივ პრაქტიკული ანუ საქმითი ღვაწლის თანაშერწყმითა და ერთმთლიანობით, სიტყვა საქმისგან განუყოფელი, საქმე სიტყვით დასაბუთებული. აი ამგვარი მთლიანობითი სახით წარმოჩნდება წმ. იუსტინე მარტვილის პიროვნება ჩვენს წინაშე და ამითვე აიხსნება მისი მოღვაწეობის, მისი ნამოღვაწარის, იმგვარივე ბრწყინვალებით შენარჩუნებულობა 17-18 საუკუნის შემდეგაც, როგორი ბრწყინვალებითაც თავდაპირველადვე, II საუკუნეშივე, აღნიშნული ძეგლები წარმოჩნდა საეკლესიო სინამდვილეში, საეკლესიო მოღვაწეობის ასპარეზზე.
იუსტინე მარტვილის ჩვენამდე მოღწეული შრომები სრული სახით გახლავთ აპოლოგეტურნი და ამიტომ განიკუთვნებს ეს მოღვაწეც აპოლოგეტის პატივს. ორი მათგანი სახელწოდებითვე აპოლოგეტურია, როემლთაგან ერთს ეწოდება “დიდი აპოლოგია”, მეორეს კი “მცირე აპოლოგია”. მოღწეულია აგრეთვე მისი ვრცელი შრომა “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”, და თუ ჩვენ ზემორე მოყვანილ დასამახსოვრებელ მონაცემებს კვლავ მოვუხმობთ, შეგვიძლია მას მეოთხეც დავუმატოთ და ავღნიშნოთ, რომ წმ. იუსტინე მარტვილი პირველია აპოლოგეტთა შორის, რომელმაც ერთდროულად მოგვცა აპოლოგეტური დასაბუთება ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებისა, ერთი მხრივ ელინიზმის წინაშე და მეორე მხრივ იუდაიზმის წინაშე, ანუ განაქიქა მან როგორც ელინიზმი, კერპთაყვანისმცემლობა, წარმართობა, ასევე იუდაიზმი და ორივე მათგანის მხილების შემდეგ და ორივე მათგანის ნატყუარობისა და არაჭეშმარიტების აშკარად წარმოჩენის შემდეგ გადმოსცა ერთადერთი ჭეშმარიტი მოძღვრების, მართლმადიდებლური სწავლების უარსებითესი, ყველაზე მთავარი მონაცემები და ასპექტები. ამიტომ ითვლება, რომ იუსტინე მარტვილი ყველაზე მნიშვნელოვანია II საუკუნის ბერძენ აპოლოგეტთა შორის.
თვით ეს წოდება მარტვილი თავისთავად ასაჩინოებს, რომ მან მოწამეობრივად აღასრულა სიცოცხლე, მაგრამ იგი მხოლოდ ამ ეპითეტით და სახელწოდებით არ არის ცნობილი, იუსტინე ცნობილია აგრეთვე მეორე სახელწოდებითაც, როგორც იუსტინე ფილოსოფოსი. თუ მარტვილობა საკუთრივ მისი ქრისტიანული მოღვაწეობის გვირგვინია, ფილოსოფოსად წოდება ამ პიროვნებისა ქრისტიანული მოღვაწეობის ეპოქასთან ერთად ქრისტიანობამდელ ანუ წარმართობის დროინდელ ეპოქასაც იუსტინე მარტვილის ცხოვრებისას თავის თავში მოიცავს.
დღეისათვის ცნობილია, რომ იუსტინე მარტვილი დაიბადა ნეაპოლისში, რომელსაც ძველად სიქემი ეწოდებოდა, პალესტინაში. მისი მშობლები გახლდნენ, რა თქმა უნდა, წარმართები, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა იმგვარი ვითარება, რომ ტრადიციულად მშობლებიდან ოჯახი ქრისტიანული ყოფილიყო და შესაბამისად იუსტინე მარტვილის მშობლიური გარემოც, მისი დაბადების პირველი წლებიდანვე, რა თქმა უნდა, წარმართული გახლდათ. იუსტინე თვითვე გვაუწყებს ამის შესახებ თავისი ნაშრომის, “დიალოგი ტრიფონ იუდეველისადმი”, II-VIII თავებში თუ რა ოჯახში დაიბადა ის და ამავე დროს გვაუწყებს თუ რა გზა განვლო მან ჭეშმარიტების ძიებისაკენ. ეს გახლავთ ერთ-ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი თხრობა მრავალი ასპექტით, გნებავთ ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, აღსარებითი, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით, გზა ჭეშმარიტების ძიებისა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთი გულახდილი და პირადი აღმსარებლობითი ხასიათის უწყებებით არ ვართ განებივრებულნი და შესაბამისად იუსტინე მარტვილის თხრობა საკუთარი განვლილი გზის შესახებ, ამ თვალსაზრისითაც, ე.ი. იშვიათობის კუთხითაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელი გახლავთ. იუსტინე გვაუწყებს, რომ ის პირველად მიყვანილ იქნა სტოიკური ფილოსოფიის წარმომადგენელთა სკოლაში, შემდეგ არისტოტელურ სკოლაში ეცადა იგი ჭეშმარიტების მოპოვებას, ე.წ. პერიპატეტიკოსებთან (მოგეხსენებათ არისტოტელე სეირნობის ანუ მსვლელობის ჟამს გადასცემდა მოძღვრებას თავის მოწაფეებს.&ამპ;ნბსპ; თვით ბერძნ. სიტყვა პერიპატეო სწორედ მიმოვლას, სეირნობას, მსვლელობას ნიშნავს, და აქედან გამომდინარე არისტოტელეს მიმდევრებს პერიპატეტიკოსები ეწოდათ), ბოლოს კი იგი მიყვანილ იქნა პითაგორელთან (ბოლოს - ვამბობთ ყველაზე უფრო ცთომილ ეპოქას მისი წარმართული ცხოვრებისას). მთლად დასასრული ამგვარი ძიებისა, ჯერ კიდევ ცთომილების წიაღში, პლატონელთა სკოლაში მისი მისვლაა, მაგრამ პლატონელთა სკოლას თვითონვე გამოარჩევს მცირედით და ამიტომ ცალკე გამოყოფს პირველ სამს. სტოიკოსთა შორის აბსოლუტურად ვერაფერი სარგებლობა ვერ ჰპოვა იუსტინემ, როგორც ამას თვითონვე გვეუბნება, რადგანაც ამ სტოიკოსმა, რომელიც უშუალოდ მისი მასწავლებელი იყო, ვერანაირი ახსნა საღვთო არსების, ღმრთეების, ღმერთის შესახებ მას ვერ მიანიჭა. რაც შეეხება პერიპატეტიკოსს, ანუ არისტოტელეს მიმდევარს, მან, იუსტინეს გაცნობისთანავე, პრაქტიკული თვისება გამოამჟღავნა, კერძოდ მოითხოვა მისგან, რომ სწავლების ფასზე შეთანხმებულიყვნენ, რამაც იუსტინეს უაღრესად გაუტეხა გული ამ მასწავლებლისადმი და მისგან უკუიქცა. რაც შეეხება პითაგორელს, მან უპირველესად ის მოსთხოვა იუსტინე მარტვილს, რომ შეესწავლა მას მუსიკა, ასტრონომია და გეომეტრია (მოგეხსენებათ პითაგორიზმი ამ დისციპლინებზე გამძაფრებული ყურადღებით გამოირჩევა და ხასიათდება), და როდესაც იუსტინემ უთხრა, რომ მას არანაირი მკვეთრი დაინტერესება ამგვარი დისციპლინებით არ ჰქონდა, რა თქმა უნდა, პითაგორელმა მის მასწავლებლობაზე უარი თქვა. ამ სამი სკოლის მიმოვლის შემდეგ პლატონელებს მიაშურებს იუსტინე მარტვილი, რომლებიც ყველაზე მეტად იყვნენ ცნობილნი მის ეპოქაში და თვითონვე გვაუწყებს, რომ კარგა ხანს დაჰყო მათთან.
სხვათაშორის დიდი მსგავსებაა იუსტინეს მიერ განვლილი ეტაპებისა დავუშვათ ავგუსტინეს ანალოგიურ აღსარებასთან. შეიძლება მონაცემები იქ მეტნაკლებად სხვაობდეს, მაგრამ ფსიქოლოგიური სურათი ძალიან მსგავსია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ავგუსტინეს აღსარებანი ისევე ეყრდნობოდეს იუსტინე მარტვილის ამგვარ პირად აღსარებას განვლილი გზისას, როგორც მოგვიანებით ანალოგიური სახის აღმსარებლობითი თხრობა მოგვცა ჩვენ წმ. კვიპრიანე კართაგანელმა, რასაც აშკარად ეფუძნება შემდეგში ავგუსტინე. ასე რომ გარკვეულ ხაზად შეგვიძლია ამგვარი თხრობითი, აღსარებითი ხასიათის ჟანრი გამოვკვეთოთ და ცალკე გამოვყოთ საეკლესიო ლიტერატურაში. პირველ რიგში ალბათ, ჩვენს მიერ უკვე განხილული, წმ. კლიმენტი რომაელის აპოკრიფულ შრომაში დაცული აღსარებითი ნაწილი, რასაც მკვლევართა ნაწილის აზრით შესაძლოა არქეტიპულად მაინც საკუთრივ კლიმენტი რომაელთან ქონდეს კავშირი, ე.ი. უშუალოდ მისი დაწერილი იყოს, ყოველშემთხვევაში ამ ნაწილში აპოკრიფული და რწმენის საწინააღმდეგო აბსოლუტურად არაფერი არ არის და სავსებით შეგვიძლია ის კლიმენტი რომაელს განვუკუთვნოთ. ასე რომ კლიმენტი რომაელი შეგვიძლია დავსახოთ აღსარებითი ჟანრის სამწერლობო ტრადიციის ფუძემდებლად. ამავე გზაზე ვალს და წინაურდება წმ. იუსტინე მარტვილი, შემდგომ კვიპრიანე კართაგანელი, წმ. გრიგოლ ნოსელი და ავგუსტინე. გარკვეული ქადაგებითი და მინიშნებითი სტილით, რა თქმა უნდა, ამ გზაში შემოდის აგრეთვე წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ხოლო უფრო ადრეულ ეპოქაში, III ს-ში, თავისი განვლილი ცხოვრება გაცილებით უფრო გაღრმავებულად, სახეობრივი თვალსაზრისით, გაცილებით უფრო სიმბოლიკის ენაზე ამეტყველებულად მოგვცა ჩვენ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელმა თავის ცნობილ შრომაში “გამოსათხოვარი სიტყვა”, რასაც თავის დროზე ალბათ ასევე უაღრესად დეტალურად შევეხებით.
აი ამ ძეგლებსა და ამ ავტორებს შორის მოვიაზრებთ ჩვენ წმ. იუსტინე მარტვილის ამგვარ აღმსარებლობით თხრობას, მის მიერ განვლილი გზისას ჭეშმარიტების ძიების ჟამს, რომლის პირველ ეტაპზეც მას ეჩვენებოდა, რომ ეს გზა ჭეშმარიტების ძიებისა დაბოლოვდა პლატონელებთან, თვითვე ამბობს, რომ “ვიხარებდი მათი იდეებით”. მოგეხსენებათ პლატონური სწავლება იდეების სწავლებას ეყრდნობა. თუმცა ამ ბოლო დროს გამოიკვეთა საყურადღებო თვალსაზრისი, რომ საკუთრივ სიტყვა იდეა პლატონთან ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ მოძღვრების ამგვარი კვალიფიკაცია, ე.ი. მოძღვრება იდეათა შესახებ, უფრო გვიანდელ ტრადიციაში შემუშავებული განსაზღვრება გახლავთ ვიდრე საკუთრივ პლატონისა, მაგრამ ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს. იუსტინე მარტვილის მოწმობა ჩვენ იმის დასტურად მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ყოველშემთხვევაში ახალი წელთა აღრიცხვის II ს-ში პლატონური მოძღვრება უკვე ამგვარად იყო კვალიფიცირებული, იმიტომ, რომ იუსტინე მარტვილი სწორედ იდეებს უსვამს ხაზს პლატონელებთან მისი სწავლის ჟამს, რომ “ვიხარებდი და ვიშვებდი იდეათა შესახებ მოძღვრებით და ვთვლიდი, რომ ჭეშმარიტება შევიცანი”. სწორედ მაშინ მოხდება იუსტინე მარტვილის მიერ პირველი ნაბიჯის გადადგმა არა ყალბი, არამედ ნამდვილი ჭეშმარიტებისკენ, როდესაც იგი, პლატონური მოძღვრებით გაბრუებული, ერთ მშვენიერ დღეს ზღვის ნაპირზე მიმოდიოდა, სადაც წააწყდება ვინმე მოხუცებულს, ბერს და ამ ბერისგან პირველად გაიგებს იუსტინე მარტვილი, რომ არსებობდნენ ადამიანები, წინასწარმეტყველური მადლით დაჯილდოებულნი, რომლებმაც საუკუნეთა უწინარეს მოასწაეს ჭეშმარიტება. იუსტინე მოგვითხრობს, რომ “ამ მოხუცმა ყოველივე ამის შესახებ დეტალურად მაუწყა, მაუწყა იმის შესახებ თუ როგორ აღსრულდა წინასწარმეტყველთაგან წინდაწინ თქმულნი, ჯერ მაცხოვრის შესახებ, შემდგომ მაცხოვრის ამქვეყნიური მოღვაწეობის, შემდგომდროინდელი მოვლენების შესახებ და დამისაბუთა ისიც, რომ თუკი აქამომდე ყოველივე ახდა მათგან ნათქვამი, უეჭველად ახდება აგრეთვე ის ყოველივე, რაც მათ კიდევ უფრო სამომავლო ჟამთათვის და ჟამთა აღსასრულისთვის თქვეს და მოასწავესო”. იუსტინე მარტვილი ამ წამს, ე.ი. მოხუცთან შეხვედრის საათს, თვლის შემობრუნების ნიშან-სვეტად, როდესაც მისივე თქმით მყისვე აგიზგიზდა ცეცხლი მის სულში, “შემიპყრო და გამმსჭვალა სიყვარულმა ამ წინასწარმეტყველთა მიმართ, რომლებიც მეგობარნი არიან ქრისტესი. და ავწონ-დავწონე რა ჩემს გონებაში მათი სიტყვები (ეს უკვე შედმგომ ვითარებას ასახავს იუსტინესას, როდესაც მან თვითონვე შეისწავლა წინასწარმეტყველთა თქმულნი) მე ვპოვე, რომ ესაა ერთადერთი ჭეშმარიტი და სასარგებლო ფილოსოფია”. ვფიქრობთ ეს ერთ-ერთი უადრესი და ქრონოლოგიურად ალბათ პირველი კვალიფიკაციაა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა მოღვაწეობისა და მათი მოძღვრებისა, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფია. დაახლოებით იმავეს გვაუწყებს ჩვენ წმ. დიონისე არეოპაგელი, რომლის შრომებსაც შევეხეთ, მაგრამ იქ კვალიფიკაცია უფრო ღვთისმეტყველებისკენ აქცენტითაა, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთ ის (დიონისე არეოპაგელი) უწოდებს ჭეშმარიტ ღვთისმეტყველთ და მათ მოძღვრებას ღვთისმეტყველებას. მაგრამ ფილოსოფიად კვალიფიცირება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებისა უკვე მოსწავებაა იმისა, რომ თვით ტერმინი ფილოსოფია საკუთრივ საეკლესიო, ქრისტიანული, მაცხოვრისეული მნიშვნელობით იტვირთება, ანუ მაცხოვრის, იესო ქრისტეს, როგორც ჭეშმარიტი სიბრძნის მნიშვნელობით, რასაც პავლე მოციქული განაჩინებს მის (ქრისტეს) შესახებ, რომ იგი არის “ძალი და სიბრძნე ღვთისა”, ანუ სიბრძნე არის სახელი მაცხოვრისა, იესო ქრისტესი და სიბრძნის მოყვარეობა, ეკლესიის წიაღში, საეკლესიო მოღვაწეთაგან სწორედ ასე გაიგება - ქრისტეს მოყვარეობა. აი ამ შინაარსს დებს უკვე იუსტინე მარტვილი ტერმინ ფილოსოფიაში, ანუ ტერმინ ფილოსოფიას ის უიგივებს ფილოხრისტიას, ქართულად რომ ვთქვათ სიბრძნის მოყვარეობას ის უიგივებს ქრისტეს მოყვარეობას და სწორედ ეს მიაჩნია მას ჭეშმარიტ მოძღვრებად, ჭეშმარიტ სწავლებად, საკუთრივ ჭეშმარიტებად.
ტეგები: Iustine, patrology, qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა დავით ბილიხოძე_მ.
თარიღი: ივლისი 3, 2025.
საათი: 12:30pm
0 კომენტარი
3 მოწონება
ვწვალობ მამაო, აღარ ძალმიძს სულის ნათება, ჩვენთან სამყარო მახინჯია, კუპრივით ბნელი, მტვრიან მიწაზე იმედების მოკალათებას, ვეღარ ვცდილობ და სამართალსაც ყოველდღე ვწყევლი, ვწვალობ მამაო, სტრიქონებით გესაუბრები, აღსარებაა ყველა ლექსი, - ჩემი განვლილის, პოეზია კი მხრებზე მადგას, როგორც უღელი და არ სუსტდება, მოყვასისთვის ხელი გაწვდილი, ვწვალობ მამაო, წვალებაა თვითონ ცხოვრებაც, ბრძოლის ველია, გავიტანო კბილებით უნდა, მაგრამ ბალღამი ქურდია და სულში მოძვრება რა მეშველება, იმედებიც თუ გამიხუნდა?…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ივნისი 27, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
1 Like
Lionheart Studio, deeply inspired by Norse mythology. Set across the realms of Midgard, Jotunheim, Niflheim, and Alfheim, players are immersed in breathtaking landscapes, cinematic storytelling, and visceral combat. However, to thrive in the world of Odin, you'll need more than good looks and brute strength—you'll need solid strategies.
1. Choose the Right Class for Your Playstyle
At launch, Odin: Valhalla Rising features four primary classes: Warrior, Sorceress, Rogue, and…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: ივნისი 20, 2025.
საათი: 11:26pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა❤ძალიან გთხოვთ როგორც დედა და როგორც ქალი,ამ მდგომარეობიდან ამოსვლაში დამეხმაროთ♥️️
სულ ვცდილობთ ვიშრომოთ მე და ჩემმა მეუღლემ, არდავნებდეთ, მაგრამ დავიღალე!ვეღარ აუდივართ,ძალიან ბევრ ხარჯს, ბავშვების ჭამა,ცუდათ ყოფნა,თითოეულ ვიზიტზე მასაჟს თანხა უნდა,გამოვიფიტეთ ყველაფრისგან,პატარაც გამიცივდა და წამლებში წავიდა იმ 600ლარის ხელფასის ნაწილი,სოციალური კი დავინიშნეთ მაგრამ ივლისამდე ვერ ვიღებთ,აღარც მაღაროზე გამოიძახეს ჯერ და იმ 60პროცენტსაც აღარ უხდიან😔 ბოლო პერიოდში ხალხი როარა…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: ივნისი 6, 2025.
საათი: 3:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
In the world of soccer, wherever expertise frequently emerges within the unlikeliest of places, Lamine Yamal stands out for a beacon of prodigious talent and boundless opportunity. The young star has captured the imagination of enthusiasts and pundits alike, with performances that defy his many years. At just 16 a long time aged, Yamal is currently earning waves inside the sport—a testament to his incredible skill and devotion.
Early Lifetime and Background…
© 2025 George.
•