როდესაც ავღნიშნავდით, რომ იუსტინე მარტვილი ნაყოფიერი საეკლესიო ავტორია, თავისთავად ცხადია, ჩვენგან დასახელებული და მეტნაკლებად განხილული ძეგლები ამ ნაყოფიერებას ვერ დაგვიდასტურებს, იმიტომ, რომ სამი ძეგლი არ მეტყველებს ავტორის ლიტერატურულ ნაყოფიერებაზე, მაგრამ თუ ავღნიშნავთ, რომ დაკარგულია ბევრი მნიშვნელოვანი შრომა იუსტინე მარტვილისა, ცხადია უკვე ამგვარი აზრის გამოთქმისთვის გაცილებით მეტი და არგუმენტირებული საფუძველი გვექნება. რამდენიმე სიტყვით ჩვენ ამ საკითხსაც გვინდა შევეხოთ, რომ წმ. იუსტინე ბევრი სხვა შრომის ავტორიც იყო. სხადასხვა მხრივ ჩვენ ეს შრომები სახელწოდების კუთხით მაინც და ზოგ შემთხვევაში უმცირესი ფრაგმენტის სახითაც შეგვიძლია გავიცნობიეროთ და იუსტინე მარტვილის დაკარგულ შრომებზე საუბარი შევძლოთ.
ამ შრომათა შორის ალბათ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავასახელოთ მონუმენტური თხზულება იუსტინე მარტვილისა, ვფიქრობთ ალბათ ყველაზე უფრო დასანანი დაკარგულ შრომათა შორის დაკარგვის გამო, ეს არის წიგნი “ყველა ერესის წინააღმდეგ”. ამ შრომით იწყება საეკლესიო ტრადიციაში მონუმენტური ანტიერეტიკული ხაზი ანუ ერთი რომელიმე კონკრეტული ერესის მხილება კი არა, არამედ ამა თუ იმ შრომის საეკლესიო ავტორისათვის ცნობილი ერესების მხილება მთლიანობაში, ერთობლივად, დეტალურად და მეცნიერულად. ამ ხაზს შემდეგ შეუდგება წმ. ირინეოს ლიონელი, რომელიც დაწერს თავის ცნობილ ხუთწიგნეულს “მხილება და დამხობა ცრუ ცოდნისა”, შემდგომ წმ. იპოლიტე რომაელი III ს-ის I ნახევარში, რომლის სახელგანთქმული შრომა “ფილოსოფუმენა” ანდა ყველა ერესის წინააღმდეგ, ერთ-ერთი იმგვარივე საფუძველი ხდება ანტიერეტიკული ხაზისა როგორც იუსტინესა და ირინეოსის შრომა, შემდგომ ეპიფანე კვიპრელის ფუნდამენტური და უზარმაზარი, იმავე სახელწოდებისა და ხასიათის თხზულება “ყველა ერესის წინააღმდეგ” (არსებითად ესაა 80 ერესის წინააღმდეგ მიმართული ძეგლი), თეოდორიტე კვირელის ანტიერეტიკული შრომები, “ელინთა ბოროტმზრახველობის მხილება”, იოანე დამასკელის თხზულება “ყველა ერესის წინააღმდეგ”, რომელიც მეორე ნაწილია მისი სამწიგნეულისა სახელწოდებით “წყარო ცოდნისა” და მრავალი სხვა. აი ამ უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე შრომების სათავეში დგას იუსტინე მარტვილის ხსენებული თხზულება, რომლის შესახებაც მართალია ჩვენ ვამბობთ, რომ ის დაკარგულია, მაგრამ დაკარგულია ცალკე აღებული სახით, ე.ი. ცალკე გამოყოფილად ხელნაწერებში ჩვენ ასეთი ძეგლი შემონახული არ გვაქვს, მაგრამ ეს ძეგლი დაკარგული არაა იმ აზრით, რომ იგი განფენილია მთელი გვიანი დროის ანტიერეტიკულ ლიტერატურაში. პირველ რიგში ამ შრომიდან ხელმძღვანელობს და ამ შრომას ეყრდნობა წმ. ირინეოსი, შემდეგ იპოლიტე რომაელი და სხვა ყველა გვიანდელი ანტიერეტიკოსი საეკლესიო მწერალი. ხოლო ეს შრომა რომ ნამდვილად დაწერა იუსტინე მარტვილმა ამაზე თვით იუსტინე მიგვითითებს ჩვენ თავისი პირველი აპოლოგიის 26-ე თავში.
აქვე უნდა ვახსენოთ შრომა “მარკიონის წინააღმდეგ”. მარკიონი გახლდათ გნოსტიკოსი, გნოსტიკური ერესის წარმომადგენელი, რომელსაც, როგორც ფიქრობენ, პირადადაც იცნობდა იუსტინე მარტვილი და შესაბამისად ამ შრომის მნიშვნელობაც განსაკუთრებულია. ეს ძეგლი ერთ-ერთი პირველ მხილებაა გნოსტიკური ერესისა და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ძალიან საყურადღებოა. როგორც ცნობილია ამ შრომას შემდეგში იყენებდა წმ. ირინეოსი, აგრეთვე მას ახსენებს ევსები კესარიელი თავის საეკლესიო ისტორიაში, როგორც მნიშვნელოვან ანტიერეტიკულ ძეგლს.
ჩვენამდე არ მოღწეული შრომები წმ. იუსტინე მარტვილისა, გარდა ამ ორისა, კიდევ არაერთია, თუმცა სამწუხაროდ ამჯერად ვეღარ ვახერხებთ მათზე საუბარს და ამიტომ მომდევნო საუბარში აღნიშნულ ძეგლებს ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით.
ტეგები: Iustine, patrology, qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•