წინა საუბარი  ეხებოდა წმ. იუსტინე მარტვილს, II ს-ის ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. განვიხილავდით მისი ცხოვრების პირველ ნაწილს, როდესაც იგი, გამოკვეთილად ანთებული ჭეშმარიტების ძიების წყურვილით, სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას მიმოივლიდა, სტოიკოსებიდან დაწყებული პლატონელთა ჩათვლით, და ბოლოს ღვთის განგებითაც და საკუთარი ძალისხმევითაც ქრისტიანულ მოძღვრებას მიეახლა, როდესაც ერთ-ერთი მოხუცებული ბერისგან ჭეშმარიტება შეიტყო მან. აქ დასრულდა ჩვენი წინა საუბარი, როდესაც ჩვენ მოვიტანეთ კიდეც მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჰპოვა რა ქრისტიანული მოძღვრება, იუსტინე მარტვილმა მას უწოდა ჭეშმარიტი და სასარგებლო ფილოსოფია (ეს სიტყვებიც ტრიფონისადმი დიალოგის VIII თავში აქვს თქმული იუსტინეს). ამ სიტყვების შემდეგ, ე.ი. როდესაც მან ჭეშმარიტ ფილოსოფიად განსაზღვრა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებანი, ეს განსაზღვრება ასეთი სიტყვებით დააბოლოვა: “მე ვისურვებდი, რომ ყველას იგივე გრძნობანი ჰქონოდა, როგორიც მე მაქვს და არ უკუეგდო მოძღვრება მაცხოვრისა”, რადგან სწორედ ამ მოძღვრებამდე, ქრისტიანობამდე, მიიყვანა იგი ჭეშმარიტების ძიებამ. საყურადღებოა ისიც, რომ თვით იუსტინესვე აღიარებით მასზე არა მხოლოდ მოძღვრებამ მოახდინა უდიდესი გავლენა, არამედ თვით ამ მოძღვრების მატარებელთა ცხოვრებამ, მათმა პირადმა მაგალითმა, განსაკუთრებით მოწამეობის, მარტვილობის და განსაცდელთა ჟამს გამოჩენილმა ახოვანებამ და შეუდრეკელობამ, რამაც განაპირობა კიდეც მისი მოქცევა. იუსტინე თავისი აპოლოგიის II თავში ასეთ სიტყვებს ამბობს და ამგვარად იხსენებს თავის წარსულ ცხოვრებას: “როდესაც მე ჯერ კიდევ პლატონის მოწაფე ვიყავი, მესმოდა ქრისტიანთა წინააღმდეგ მიმართული ბრალდებანი, მაგრამ ვხედავდი რა მათ შეურყეველთ სიკვდილის პირისპირ, ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ შეუძლებელი იყო ამგვარად მოღვაწეებს უკეთურების და მიწიერ სურვილთა ტრფობის მიდრეკილებანი ჰქონოდათ, რაშიც ადანაშაულებდნენ მათ”. ამიტომაა, რომ იუსტინე მარტვილი, პირადი მაგალითით აღფრთოვანებული, ქრისტეს რწმენამდე იქნა მიყვანილი და ყველა ის პიროვნება, რომელიც ბრალს სდებდა ქრისტიანებს, მან ეშმაკის მოქმედებას დაქვემდებარებულებად განჭვრიტა, ეშმაკის ძალის ქვეშ მყოფებად გულისხმაჰყო და მთლიანად განერიდა ამგვარ ბრალმდებლებს. იუსტინე ამბობ: “ვხედავდი რა, რომ ადამიანთა ჭეშმარიტებისგან უკუსაქცევად, უკეთური დემონები ქრისტიანთა საღვთო მოძღვრებაზე ათასგვარ ცილისწამებებს ავრცელებდნენ, მე სასაცილოდ ავიგდე ეს ბრალდებანი, როგორც ტყუილები, როგორც ცილისწამებანი და უარვყავი უმრავლესობის აზრი, და მე ვაღიარე და მე ვლოცულობ ამავე დროს, რომ განძლიერდეს ჩემი ძალისხმევა, რათა მე ქრისტიანი აღმოვჩნდე”. (ეს სიტყვებიც აპოლოგიის II თავშია)

   ამის შემდეგ ხდება იუსტინე მარტვილის მოქცევა, რასაც როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა ეფესოში და მოქცევის შემდეგ ცხადია მან მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა ქრისტიანული სარწმუნოების დაცვას. ის შემოსილი იყო მანტიით (ლათ. პალლიუმით) და ეს მანტია, რაც ბერძენ ფილოსოფოსთა გარეგნობის ნიშან-თვისება გახლდათ, როგორც გაქრისტიანებამდე, მოქცევამდე, ნათლისღებამდე ქონდა მას, ასევე შეინარჩუნა ნათლისღების შემდეგაც. ის შეუდგა მოგზაურობას, აღნიშნული მანტიით შემოსილი, ჩავიდა რომში, როდესაც იქ ანტონიუს პიუსი იყო იმპრატორი (138-161), და დააფუძნა თავისი სკოლა. სხვათაშორის აქ მისი მოწაფე იყო ტატიანე სირიელი, ასევე აპოლოგეტი, რომელმაც მრავალი მნიშვნელოვანი სწავლება თავისი მასწავლებლისა მეტნაკლებად შეითვისა, მაგრამ მრავალი კუთხით გაუკუღმართდა. ჩვენ დეტალური მსჯელობა გვექნება ტატიანეზეც და მაშინ ავღნიშნავთ ამ ყოველივეს, მაგრამ ამჯერადაც ვფიქრობთ ხაზგასასმელია, რომ მხოლოდ მოძღვრის ძალისხმევა, მხოლოდ მასწავლებლის ძალისხმევა არ კმარა მოწაფის შესანარჩუნებლად ჭეშმარიტების წიაღში, თუ ამ უკანასკნელის დაუცხრომელი ძალისხმევაც არ გამოვლინდა. ამჯერადაც ამგვარ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რომ ტატიანე თავდაპირველად ღირსეული მოწაფე იყო იუსტინე მარტვილისა, მაგრამ მნიშვნელოვან გაუკუღმართებათა და გაამპარტავნების საფუძველზე აღმოცენებულ პირად შეხედულებათა კვალობაზე, რაც მას რწმენად ექცა, იგი ეკლესიური მოძღვრებისგან გაუკუღმართდა. თვით იუსტინეს, რა თქმა უნდა, მოშურნენი და მტრები მრავლად ჰყავდა, ყოფითმა მოშურნეობამ და მტრობამ მას სულიერი თვალსაზრისით უდიდესი წარმატება მოუტანა, მარტვილობის გვირგვინით დააჯილდოვა ის, მაგრამ ყოფითი გაგებით, ყოფითი აზრით, ის ძალისხმევანი რაც წმ. იუსტინემ თავის მტრებს შეალია, კარგად აჩვენებს II ს-ის რომის ჯერ კიდევ შუწყნარებლობას ქრისტიანებისას, ქრისტიანული მოძღვრებისას. იუსტინე მარტვილის ამ მგზნებარე მტრებში იგულისხმება მაგალითად იმ დროისათვის ცნობილი ცინიკოსი ანუ კვინიკოსი, ფილოსოფოსი (კვინიკოსთა სკოლა არსებობდა მოგეხსენებათ) კრესკენტი, რომელსაც იგი უმეცრებაში ადანაშაულებდა. ამგვარი მტრობა, როგორც ავღნიშნეთ, და საზოგადოდ მოუდრეკელობა ცრუ ჭეშმარიტებისა და უმეცრების წინაშე, გახდა მიზეზი იმისა, რომ იუსტინე მარტვილი თავის მეგობრებთან, თანამზრახველებთან ერთად მარტვილურად აღესრულა.

ჩვენ მოგვეპოვება უეჭველად ავთენტური და ისტორიული აღწერილობა მისი სიკვდილისა. ეს აღწერილობა არ უნდა გავიგოთ რაღაც ვრცელ თხრობად, ესაა აქტები, ჩანაწერები, სხათაშორის რომლის ქართული თარგმანიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ “ჯვარი ვაზისას” ერთ-ერთ ნომერში. ეს გახლავთ უადრესი მარტვილოლოგიური აქტები, ყველაზე ადრინდელი, რაც ჩვენ დღეისათვის ბერძნულად მოგვეპოვება, რომელიც დასათაურებულია ასე “მარტვილობა იუსტინესი და მისი მეგობრებისა”, რაც ეყრდნობა, როგორც ეს მკვლევართაგანაა დადგენილი, ტრიბუნალის ოფიციალურ მოხსენებას და ამიტომ ეს დოკუმენტი, როგორც დიდად ღირებული ისტორიული წყარო, შესწავლილია და მის საფუძველზე დასაბუთებულია, რომ წმ. იუსტინე და მისი ექვსი მეგობარი მარტვილუად აღესრულნენ, მათ თავი მოეკვეთათ დაახლოებით 165 წელს, იუნიუს რუსტიკუსის პრეფექტორატის ჟამს (ეს პრეფექტორატი 163-167 წლებით შემოიფარგლება). სწორედ ეს ძეგლი უდებს სათავეს მარტვილოლოგიური ჟანრის ლიტერატურას და ვხედავთ, რომ მარტვილოლოგიური ჟანრის სათავეში, როგორც გმირი, როგორც მოღვაწე დგას სწორედ წმ. იუსტინე მარტვილი.

ტეგები: Iustine, patrology, qwelly

ნახვა: 262

ბლოგ პოსტები

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at first glance, yet their presence influences safety, rhythm, and continuity across countless working environments. What matters is not noise or bold claims, but how thoughtfully each piece is formed and how comfortably it fits into real…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt anything that resembles human activity. The remnants of civilization have become scattered refugee camps, salvaged outposts, and improvised hideaways full of survivors doing whatever they can to scrape by. Against this overwhelming threat, a small…

გაგრძელება

პატრიარქი საშობაო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის

საშობაო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე 2026

      საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

      „ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,

      რამეთუ აჰა ესერა, ძე…

გაგრძელება

The Legacy of Legend of YMIR

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…

გაგრძელება

Qwelly World

free counters