წინა საუბარში ვეხებოდით წმ. იუსტინე მარტვილის დაკარგულ შრომებს, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. განსაკუთრებით შევეხეთ ალბათ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს დაკარგულთა შორის, რომლის არ მოღწევაც განსაკუთრებით სამწუხაროა, ეს გახლავთ ვრცელი და მონუმენტური ანტიერეტიკული თხზულება “ყველა ერესის წინააღმდეგ”. აქვე ავღნიშნავდით, რომ წმ. იუსტინეს კონკრეტული, ცალკე აღებული ერთი ერესის მიმართაც შრომა ასევე ჰქონდა დაწერილი, კერძოდ ეს იყო მარკიონის წვალების წინააღმდეგ (მარკიონი გნოსტიციზმის წარმომადგენელი გახლდათ), სადაც ამ უკანასკნელის ერესი სპეციალურად განუხილავს და განუქიქებია წმ. იუსტინე მარტვილს. ჩვენამდე არც ეს შრომა გახლავთ მოღწეული.
ჩვენამდე აგრეთვე არ არის მოღწეული იუსტინეს თხზულება “საუბარი ელინთა წინააღმდეგ”, რომლის შესახებაც ჩვენ ევსები კესარიელი, თავის საეკლესიო ისტორიაში, გვაუწყებს, რომ ამ თხზულებაში იუსტინე მარტვილი პირველ რიგში გადმოსცემს ბერძენ ფილოსოფოსთა თვალსაზრისებს, ხოლო შემდეგ განიხილავს ეშმაკთა ბუნების საკითხს. დემონოლოგიის შესახებ საეკლესიო სწავლების ერთ-ერთი საფუძველდამდები თხზულება სწორედ ეს შრომა უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვხედავთ, რომ გვიან საუკუნეებშიც, მაგრამ უკვე ამ ეპოქაში ეშმაკთა, როგორც დაცემულ ანგელოზთა შესახებ განხილვები ეკლესიის მამათა წერილობით მოღვაწეობაში უეჭველად გამოკვეთილია. ჩვენ შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, როდესაც წმ. ათენაგორა ათენელის მოძღვრებას შევეხებით, ვრცლად განვიხილოთ ეს საკითხი, ეშმაკეული ბუნების, კერპის რაობის საკითხი, რაც სწორედ ათენაგორას შრომებშია გამოკვეთილი, მაგრამ როგორც ჩანს იგივე საკითხები ასევე ღრმა საღვთისმეტყველო განხილვით წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ამ შრომაშიც, რომელიც ჩვენამდე არ მოღწეულა.
იუსტინეს ასევე ქონია დაწერილი “უარყოფა”, ასეთი სათაურის მქონე თხზულება, რომელიც ევსების მიხედვით მიმართული ყოფილა ბერძნენთა წინააღმდეგ, ე.ი. ელინიზმის, წარმართობის უარყოფა ყოფილა მოცემული ამ შრომაში.
განყენებული თეოლოგიური ხასიათის შრომა დაუწერია წმ. იუსტინეს სახელწოდებით “ღვთის მეუფებრიობის შესახებ” და როგორც იგივე ევსები გვაუწყებს “ამ შრომაში იუსტინე მარტვილს ღვთის უზენაესი ხელმწიფების დადასტურება არა მხოლოდ საღვთო წერილის საფუძველზე მოუცია, არამედ აგრეთვე ბერძენ ფილოსოფოსთა ნაშრომების მიხედვითაც”.
ფსიქოლოგიური ხასიათის შრომაც დაუწერია წმ. იუსტინეს სახელწოდებით “სულის შესახებ” და ამ შრომის ძალიან მოკლე რეზიუმეს ევსები კესარიელი ამგვარად გადმოგვცემს, მისი თქმით იუსტინეს ამ შრომაში განუვითარებია სხვადასხვა საკითხები სულთან დაკავშირებით, კერძოდ იგი ეხება ბერძენ ფილოსოფოსთა თვალსაზრისებს და აქვე იძლევა დაპირებას იმისას, რომ ამ თვალსაზრისებს უარყოფს და გადმოსცემს საკუთარ სხვა შრომაში. ე.ი. როგორც ჩანს ეს თხზულება ყოფილა მოსამზადებელი ანუ შესავალის ტიპის ნაშრომი სულის შესახებ ქრისტიანული მოძღვრების გადმოცემისა, ანუ ჯერ წინარე თვალსაზრისები შემოუკრებია და მათი უარყოფის დაპირება მოუცია იუსტინეს და შემდგომში უკვე, დაწერა თუ არა ეს უკვე აღარ ვიცით, მას უნდა მოეცა უარყოფაც უკვე წარმოდგენილი თვალსაზრისებისა და აგრეთვე საკუთრივ ეკლესიური მოძღვრების ზედმიწევნითი გადმოცემაც.
იუსტინეს დაკარგულ შრომებს შორის იხსენიება აგრეთვე თხზულება სახელწოდებით “ფსალმუნნი”, თუმცა რაობა ამ შრომისა დღეისათვის გაურკვეველი გახლავთ.
აქვე უნდა ავღნიშნოთ აგრეთვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შრომის შესახებ, სახელწოდებით “აღდგომის თაობაზე”, იგულისხმება მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა. ამ შრომიდან სამი ფრაგმენტი მოტანილი აქვს წმ. იოანე დამასკელს, VII-VIII ს-ის ამ უდიდესი მოძღვარს, თავის სახელგანთქმულ კომპენდიუმში სახელწოდებით “წმინდა პარალელები”, რაც ჩვენ ადრეს დაგვიმოწმებია. თუმცა სხვა რამ მოწმობა იუსტინე მარტვილის ამ შრომასთან დაკავშირებით ჩვენ დღეისათვის არ მოგვეპოვება.
ესაა თხზულებები, რომლებიც ნამდვილად დაწერა იუსტინე მარტვილმა და რომლებიც დაკარგულია, მაგრამ ამ შრომების გვერდით ჩვენამდე მოღწეულია თხზულებები, რომლებიც იუსტინე მარტვილის ავტორობით არის წარმოდგენილი ხელნაწერში მაგრამ მკვლევართა დაკვირვებითა და სათანადო ანალიზის საფუძველზე მათი იუსტინესეულობა უარყოფილი გახლავთ. ეს შრომებია მაგალითად თხზულება “შეგონება ბერძენთა მიმართ”, რომლის შესახებაც მიიჩნევენ რომ ის სინამდვილეში დაახლოებით III ს-ში უნდა იყოს დაწერილი და შემდეგ მიკუთვნებული იუსტინე მარტვილისადმი. ეს თხზულება არის მსჯელობის ფორმით წარმოდგენილი და მიზანდასახულობა მისი მდგომარეობს იმაში, რომ ბერძნები ჭეშმარიტი რელიგიის, ჭეშმარიტი სარწმუნოების, აღსარებამდე და მიღებამდე მიიყვანოს. აქ განხილულია სხვადასხვა თვალსაზრისები ღვთის შესახებ, მათ შორის ბერძენ პოეტთა ე.წ. თეოლოგიური გამონათქვამები ღმერთების შესახებ, რომელთა განხილვის შემდეგ იუსტინე მარტვილი ასკვნის, რომ ამგვარ გამონათქვამში გამოკვეთილი აზრები არ შეიძლება მიღებულ იქნეს. ასევე იგი წარმოგვიდგენს საკუთრივ ფილოსოფოსთა სწავლებებს და დასკვნა კვლავ იგივეა, რომ რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებით ფილოსოფოსთა სწავლებანი მრავალი ურთიერთ საწინააღმდეგო დებულებით არის სავსე. იუსტინე თვლის და ასკვნის, რომ ჭეშმარიტება უნდა ვეძიოთ მოსესა და წინასწარმეტყველთა შრომების შიგნით, რომლებიც უწინარესნი არიან ბერძენ ფილოსოფოსებზე, თუმცა აქვე არც ის არის, რა თქმა უნდა, უარყოფილი (როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ეს შრომა მართლაც კონკრეტულად წმ. იუსტინეს ნამდვილი შრომების გავლენის ქვეშაა), რომ გარკვეული კვალი, გარკვეული მარცვლები ჭეშმარიტებისა ღვთის შესახებ შეიძლება მოკრებილ და მოძიებულ იქნეს ანტიკურ პოეტებთანაც, ანტიკურ ფილოსოფოსებთანაც.
ესაა ერთადერთი მხარე, რაც შეიძლებოდა პარალელისთვის ამ შრომისა წმ. იუსტინე მარტვილის შრომებთან ჩვენ მოგვეტანა, თუმცა მთლიანობაში ხსენებული ძეგლის ავტორი მნიშვნელოვნად სხვაობს იუსტინესგან მსოფლმხედველობრივადაც და რა თქმა უნდა ენობრივ-სტილური თვალსაზრისითაც. თვით საკუთრივ ბერძნულ ფილოსოფიასთან დამოკიდებულებაშიც სხვაობა გახლავთ, პოზიციის თვასლაზრისით, წმ. იუსტინეს ნამდვილ თვალსაზრისსა და ამ ფსევდო იუსტინესეულ შრომას შორის და როგორც მკვლევართა დიდი ნაწილი მიიჩნევს თუნდაც მხოლოდ ეს არგუმენტი საკმარისია იმისათვის, რომ აღნიშნული თხზულება ჩვენ არ ჩავთვალოთ იუსტინესეულად.
ასევე ფსევდო იუსტინესეულ თხზულებად მიიჩნევა შრომა სახელწოდებით “ქადაგება ბერძენთა მიმართ” (სპეციალურ ლიტერატურაში ამ ძეგლის ლათინური სახელწოდებაა გავრცელებული “ორაციო ად გრეკოს”), რომელიც მოკლე შრომა გახლავთ და მხოლოდ 5 თავს მოიცავს. სტილური მხარე ამ ძეგლისა არის ცოცხალი, ცხოველმყოფელი და ქმედითი, ხოლო შინაარსი და გადმოცემული აზრები უაღრესად კონდენსირებული და კომფაქტურად წარმოდგენილი. როგორც შინაარსი აჩვენებს ავტორი ამ ძეგლისა უნდა იყოს გაქრისტიანებული ელინი, რომლიც ამ შრომას წერს საკუთარი ცხოვრების აპოლოგიად. ავტორი განსაკუთრებით თავს ესხმის ღმერთების ბერძნული პანთეონის შესახებ არსებულ თხრობათა მკვეთრად გამოხატულ ამორალურობას, რაც აღწერილია ჰომეროსისა და ჰესიოდეს მიერ და დასკვნის სახით გამოთქმულია მკვეთრი მოწოდება მათდამი, მოქცევისა და გაქრისტიანებისკენ. როგორც მიიჩნევენ ამ ძეგლის რიტორიკული სტილი და აგრეთვე ძალიან ღრმა ცოდნა ბერძნული მითოლოგიისა, რასაც ეს შრომა ამხელს, გამორიცხავენ იუსტინე მარტვილის ავტორობას. მიიჩნევენ, რომ ეს ძეგლიც დაახლოებით III ს-ის I ნახევრით უნდა დათარიღდეს.
სხვათაშორის ეს ძეგლი ჩვენამდე ორი რედაქციით არსებობს, უფრო მოკლე ბერძნულადაა დაცული, ხოლო რაც შეეხება უფრო ვრცელს, რომელიც შედგენილია ვიღაც, ჩვენთვის უცნობი პიროვნების, სახელწოდებით ამბროსის მიერ, შემონახული გახლავთ მხოლოდ სირიულ თარგმანში.
ექვს თავად მოღწეული თხზულებაა სახელწოდებით “მონარქიის (ძველ ქართულად ერთმთავრობა) შესახებ”, რაც მიზნად ისახავს მონოთეიზმის ანუ ერთღმერთიანობის დამტკიცებას ბერძენ პოეტთა ციტატების კვალობაზე, ანუ ბერძენი პოეტებია მოხმობილი ამ შემთხვევაში ერთღმერთიანობის დამამტკიცებლად. ეს მეთოდი მიღებული იყო საეკლესიო ტრადიციაში და როგორც ვხედავთ მას უადრესი წარმოშობა აქვს, რომ ანტიკური ანუ მრავალღმერთიანი სარწმუნოების მიმდევარ პირთა ნაწერების საფუძველზე დასაბუთდეს ერთღმერთიანობა, რომ ღმერთი ერთია და არა მრავალი. ამ შრომის სტილიც მკვეთრად სხვაობს იუსტინე მარტვილის ნამდვილი შრომების სტილისგან და ეს გახლავთ მთავარი არგუმენტი მისი იუსტინესადმი მიკუთვნების უარყოფისა. გარდა ამისა ევსები გარკვეულ შეჯამებას გვაწვდის ჩვენ იმ შრომის, სახელწოდებით “მონარქიის შესახებ”, ავთენტური თხზულებისას, რაც იუსტინე მარტვილს შეიძლებოდა მიკუთვნებოდა და აი ეს შრომა არანაირად არ თანხვდება არცერთ პუნქტში ჩვენამდე მოღწეულ აღნიშნულ ძეგლს. ასე რომ ეს მომენტიც მის არა იუსტინესეულობას სავსებით თვალსაჩინოდ გვიდასტურებს. თუმცა ავღნიშნავთ, რომ ხელნაწერი აღნიშნულ ძეგლს იუსტინე მარტვილს მიაწერს სხვა ძეგლებთან ერთად, იუსტინე მარტვილის შრომებს შიგნით არის ეს შრომა შესული, მაგრამ როგორც ავღნიშნეთ გარკვეული საფუძვლებისა და არგუმენტების გამო ის უარყოფილია.
ასევე უარყოფილია იუსტინესეულობა შრომებისა, რომლებიც შინაარსობრივად ძალინ ღრმაა, ძალიან თეოლოგიურია, რომლითაც ეკლესიის მამები მოგვიანებით სარგებლობდნენ კიდეც, მაგრამ როგორც მიჩნეულია მათი ავტორი იუსტინე მარტვილი არ უნდა იყოს. ეს გახლავთ პირველ რიგში “კითხვა-მიგება მართლმადიდებელთა მიმართ”, რაც შეიცავს 61 კითხვასა და პასუხს ისტორიულ, დოგმატურ, მორალურ და ეგზეგეტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. აქ ზოგჯერ ისეთი კითხვებია დასმული, რაც დღესაც ძალიან გვაღელვებს. ვფიქრობთ, რომ ეს შრომა მნიშვნელოვანია დღევანდელი თვალსაზრისითაც და ის თარგმნას საჭიროებს აუცილებლად. დაახლოებით ასეთივე ხასიათისაა მეორე შრომაც, სახელწოდებით “კითხვა-მიგება ქრისტიანებისა და წარმართებისა”. ამ შემთხვევაში ქრისტიანები უსვამენ წარმართებს ხუთ შეკითხვას თეოლოგიური ხასიათისას, რომლებსაც შემდეგ თვითვე პასუხობენ და აი ეს პასუხები წარმართებისა თეოლოგიურ საკითხებზე, ქრისტიანთაგან შემდეგ განხილულნი და გაანალიზებულნი, ურთიერთდაპირისპირებით აღსავსენი უკვე ურწმუნოებას ბადებენ.
ასევე მნიშვნელოვანია მესამე შრომა “კითხვა-მიგება ელინებისა და ქრისტიანებისა”, სადაც მოცემული გახლავთ 15 შეკითხვა, რომლებსაც ამ შემთხვევაში წარმართები უსვამენ ქრისტიანებს, ხოლო ქრისტიენაბი პასუხს სცემენ მათ. შეკითხვები ეხება ღვთს არსებას, მკვდრების აღდგომას და სხვა დოგმატურ საკითხებს რაც საეკლესიო მოძღვრებაში იგულისხმება.
ჩვენ აქვე უნდა დავასახელოთ საკუთრივ ფილოსოფოიური მიზანდასახულობის უარმყოფელობითი შრომა სახელწოდების “ზოგი არისტოტელიკოსის უარყოფა” (სათაური შეიძლება ასეც თარგმნილიყო ზოგი არისტოტელესეული განმარტების, ანუ ზოგი არისტოტელესეული სწავლების უარყოფა). აქ არის 65 პარაგრაფად წარმოდგენილი უარყოფა არისტოტელეს მოძღვრებისა ღვთისა და სამყაროს შესახებ.
უკანასკნელი ოთხი ნაწარმოების ნამდვილი ავტორის შესახებ კარგა ხანია კვლევა-ძიება მიმდინარეობს და უკვე ფაქტობრივად მიიჩნევენ, რომ ნამდვილი ავტორი ნაპოვნი გახლავთ. თუმცა ამ კვლევა-ძიებებმა სხვადასხვა ეტაპი განვლო, კერძოდ პატრისტიკის ცნობილი შემსწავლელი ჰარნაკი თვლიდა, რომ ამ შრომების ავტორი უნდა ყოფილიყო დიოდორე ტარსელი, მაგრამ დღეისათვის მიიჩნევა, რომ ნამდვილი ავტორი უნდა იყოს თეოდორიტე კვირელი, რომელსაც ერთ-ერთი ხელნაწერი, კერძოდ კონსტანტინოპოლისა, ჩვენს მიერ ბოლოს დასახელებული კითხვა-მიგებითი ოთხი შრომიდან პირველს (კითხვა-მიგებანი მართლმადიდებელთა მიმართ) სწორედ მისი ავტორობით მოიხსენიებს, და რამდენადაც ეს შრომა ზედმიწევნით თანხვდება დანარჩენ სამს თავისი სტილური ნიშნებით, ფიქრობენ, რომ შესაძლოა დანარჩენი სამის ავტორიც თეოდორიტე კვირელი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს თვალსაზრისი ბევრი მკვლევრისგან მიღებულია, მაინც სხვა არაერთი ავტორიტეტული მკვლევარი, მათ შორის ცნობილი პატროლოგი კვასტენი, თვლის, რომ ამის დასამტკიცებლად ჩვენ რაიმე მყარი არგუმენტი დღეისათვის არ მოგვეპოვება.
გარდა აქ ჩამოთვლილი შრომებისა, იუსტინე მარტვილს მიეწერება აგრეთვე თთხზულება სახელწოდებით “სარწმუნოების გადმოცემა ანუ სამების შესახებ”, სადაც გადმოცემულია ქრისტიანული მოძღვრება სამებასთან დაკავშირებით. ასევე წარმოდგენილია მტკიცებულებანი, რომ ამ შრომის ნამდვილი ავტორი უნდა იყოს თეოდორიტე კვირელი. სხვათაშორის ამგვარი ატრიბუცია ძალიან ადრინდელია და ის მკვლევართა კუთვნილებას არ წარმოადგენს, რადგან ჯერ კიდევ მონოფიზიტი ავტორი VI ს-ის მიჯნისა, სევერუს ანტიოქიელი, თავის შრომაში “უწმინდურ გრამატიკოსთა წინააღმდეგ” ზემოთ ხსენებულ ძეგლს სწორედ თეოდორიტე კვირელს მიაწერს.
აგრეთვე ერთი ეპისტოლე მიეკუთვნება წმ. იუსტინე მარტვილს, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს “ეპისტოლე ძენასა და სერენუმისადმი”. ამ ეპისტოლეს გარკვეული პირები მიიჩნევენ ქრისტიანული ასკეტიზმის სახელმძღვანელოდ, სადაც არის შეგონებანი, განაწესები, სათნოებათა შესახებ, იქნება ეს სიმშვიდე, უპოვარება, ურისხველობა თუ სხვა. მიიჩნევენ იმასაც, რომ ძეგლი მნიშვნელოვან გავლენას განიცდის, სათნოებითი ღვთისმეტყველების ასპექტით, სტოიკური ფილოსოფიისას, სტოიციზმისას. ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნულ ძეგლს მიაკუთვნებს სისინიუს კონსტანტინპოლელს და შესაბამისად ათარიღებს მას დაახლოებით 400 წლით, ე.ი. IV-V ს-ის მიჯნით.
აი ეს შეიძლება ითქვას იუსტინე მარტვილის დაკარგულ და ფსევდო შრომათა შესახებ და ვფიქრობთ წარმოდგენილი მსჯელობა თვალნათლივ გვიდასტურებს იმას, რაც ჩვენ თავის დროზე ავღნიშნეთ, რომ იუსტინე მარტვილი თავისი დროის, თავისი ეპოქის საკმაოდ ნაყოფიერი საეკლესიო ავტორი იყო, თუმც ამ ნაყოფიერების დამადასტურებელი დღეისათვის მხოლოდ ცალკეული ცნობები გვაქვს შემორჩენილი მის შრომებზე, ხოლო სრული სახით მხოლოდ სამი მათგანი გახლავთ მოღწეული.
ტეგები: Iustine, patrology, qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•