ერეტიკოსები მოვიხსენიეთ, როგორც მკვდრები და ჩვენ შესახებ ვთქვით, რომ გვაქვს საღმრთო წერილი ცხოვნების სულად, როგორც პავლე სწერს კორინთელებს (II კორ. 11,3).

       მეშინია, რომ ზოგიერთ გულუბრყვილოს თავისი სიმარტივისა და უმეცრების გამო აცთუნებენ ვერაგი და მზაკვარი ადამიანები და ისინი სხვა წიგნებთან ერთდ კითხულობენ აპოკრიფულ წიგნებს, მოტყუებულნი იმით, რომ მათაც იგივე სახელი ჰქვიათ, რაც ჭეშმარიტ წიგნებს, თითქოს შეესატყვისებიან მათ. გთხოვთ, მიჰყვეთ იმ წიგნებს, რომელთა შესახებ იცით, რომ ჭეშმარიტნი არიან. მათ შესახებ მეც გავიხსენებ და დავწერ ეკლესიის საჭიროებისათვის და  გამოსაყენებლად. მსურს მათი მოხსენიება და ჩემი გამბედაობის განსამტკიცებლად გამოვიყენებ ლუკა მახარებლის სიტყვათა მაგალითს და მეც ვიტყვი, რომ ზოგიერთებმა ხელი მიჰყვეს აპოკრიფულად სახელდებული წიგნების წერას და მათ აღრევას ღმრთივსულიერ წიგნებში. ეს უკანასკნელნი, დარწმუნებული ვართ ჩვენ, ასე გადმოგვეცა ჩვენი მამებისაგან, რომლებიც დასაწყისიდან თვითმხილველნი იყვნენ და ემსახურებოდნენ სიტყვას. საჭიროდ მიმაჩნია მეც, საკუთარი ძმების ბრძანებით დასაწყისიდანვე ვიცოდე და შემდეგ თანამიმდევრობით აღვწერო, თუ რომელია კანონით მიღებული და საღმრთოდ სარწმუნო წიგნები, რათა თითოეულმა შემცდარმა უარყოს თავისი შემცდენელნი, ხოლო შეუცთომელთ უხაროდეს და უფრო განმტკიცდნენ მათი გახსენებით.

       ძველი აღთქმის წიგნი სულ არის ოცდაორი, რადგან ამდენივეა, როგორც ვიცი, ებრაულ ანბანში ასო.

       ხოლო რიგი სახელწოდება თითოეულისა შემდეგია: პირველი - დაბადება, შემდეგ - გამოსვლათა, მერმე - ლევიტელთა, ამის შემდეგ - რიცხვთა და მეორე სჯულისა. ამათ მოსდევს - ისუ ნავესი, მსაჯულთა, შემდეგ - რუთი, შემდეგ - მეფეთა ოთხი წიგნი, ამათგან პირველი და მეორე წიგნი ერთ წიგნად არიან აღრიცხულნი და მესამე და მეოთხე - ასევე ერთად. ამათ შემდეგ - ნეშტთა პირველი და მეორე, ასევე ერთ წიგნადაა აღრიცხული ესენიც. შემდეგ ეზრა პირველი და მეორე - ერთი წიგნია ისიც. ამათ შემდეგ ფსალმუნთა წიგნი, შემდეგ - იგავნი. შემდეგ ეკლესიასტე და ქება-ქებათა. ამათთან ერთად არის იობი, შემდეგ თორმეტი წინასწარმეტყველი, ერთ წიგნად აღრიცხული. შემდეგ - ესაია, იერემია და ამთთან ერთად ბარუქი, გოდება და ეპისტოლე. ამათ შემდეგ ეზეკიელ და დანიელ. აქამდე მხოლოდ ძველი აღთქმისანი არიან.

       ახალი აღთქმის მოხსენიებასაც ნუ დავიზარებთ. ესენი არიან - ოთხი სახარება: მათესი, მარკოზისი, ლუკასი და იოანესი. მათ შემდეგ - საქმე მოციქულთა და კათოლიკედ წოდებული მოციქულთა შვიდი ეპისტოლე: იაკობისა - ერთი, პეტრესი - ორი, იოანესი - სამი და იუდასი - ერთი. ამათ მოსდევს პავლე მოციქულის 14 ეპისტოლე, რომელთა რიგი ასეთია: პირველი - რომაელთა მიმართ, მეორე - კორინთელთა მიმართ (ორი), შემდეგ გალატელთა და ეფესელთა მიმართ, ამის შემდეგ - ფილიპელთა და კოლასელთა მიმართ, შემდეგ - თესალონიკელთა მიმართ (ორი) და ებრაელთა მიმართ. შემდეგ ტიმოთეს მიმართ (ერთი) და, დასასრულ, ფილიმონის მიმართ (ერთი) და ბოლოს - იოანეს გამოცხადება.

       ეს არის ხსნის წყარო. გამაგრილებელია ამ წიგნებში მოცემული სიტყვები. მხოლოდ გვეხარება კეთილმსახურების მოძღვრება. ამათ ნურც რაიმე დაემატება და ნურც გამოაკლდება. ამის გამო უფალი იესუ ქრისტეს სადუკეველებს ამხილებდა და ეუბნებოდა: ”სცდებით, რადგან არ იცით წიგნები” (მათე 22,29). ხოლო ურიებს ასწავლიდა: ”გამოიძიეთ წიგნები, რამეთუ იგინი არიან, რომლენიც მოწმობენ ჩემ შესახებ” (იოან. 5,39).

       უმეტესი შეუცთომლობისათვის საჭიროდ მივიჩნიე იმის დამატებაც, რომ არიან სხვა წიგნებიც ამათ გარდა, არადაკანონებული, მაგრამ მამათა მიერ დაწერილი იმათთვის საკითხვად, რომლებიც მომავალში მოვლენ და მოინდომებენ, რომ კეთილმსახურების სიტყვას დაემოწაფონ: სიბრძნე სოლომონისა, სიბრძნე ზირაქისა, ესთერი, ივდითი, ტობისა, მოციქულთა სწავლებად წოდებული წიგნი, და წიგნი, რომელსაც პიმენი (ბერძნ. ”მწყემსი”) ჰქვია. საყვარელნო, არც ზემოჩამოთვლილ კანონიკურ და არც არაკანონიკურ საკითხავთა შორის არ მოიპოვება აპოკრიფულად სახელდებულ წიგნთა სახსენებელი, ისინი მწვალებელთაგან არიან შექმნილნი, რომლებიც წერენ მათ, როცა უნდათ და გვაწვდიან და უმატებენ ხანს, რამდენიც უნდათ, და როგორც ვითომდა ძველს, სარწმუნოდ ხდიან მათ და ამით აცთუნებენ გულუბრყვილოებს.

"დიდი სჯულის კანონი" - თარგმნილი არსენ იყალთოელის მიერ

ახალქართული ვერსია მოამზადეს მანანა დოლაქიძემ და გულნარა ნინუამ

თბილისი, 2009

ამოსაბეჭდი ვერსია

 

← სარჩევი

 

ტეგები: Patrology, Qwelly, ათანასე, ალექსანდრიელი, არსენი, ეპისკოპოსი, ეპისტოლე, თარგმანი, იყალთო, პატროლოგია

ნახვა: 752

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Enhance your Memory Abilities:.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 12:09am 0 კომენტარი

Ever neglect the place you parked your automotive or draw a blank on a reputation you simply discovered? Don't be concerned-it happens to everybody.The good news? Memory Wave isn't a fixed reward you're born with; it's a skill you can enhance.Whether you are learning for…

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters