ამჯერად ვუბრუნდებით ქრონოლოგიურ ხაზს და არისტიდეს შემდეგ შევეხებით შედარებით უფრო გვიანდელი დროის მოღვაწეს, ასევე აპოლოგეტს, რომელიც რამდენჯერმე უკვე ვახსენეთ წინარე საუბრებში, არისტონ პელაიელს. რა თქმა უნდა, არისტონ პელაიელი გაცილებით ნაკლებ მნიშვნელოვანი აპოლოგეტი მოღვაწე გახლავთ, მაგრამ რამდენადაც ამ პიროვნებასაც გარკვეული წვლილი აქვს შეტანილი საეკლესიო აპოლოგეტიკის ჩამოყალიბების დიდ საქმეში, ვფიქრობთ ორიოდე სიტყვით მასაც გარკვეული ყურადღება უნდა დავუთმოთ.
როგორც ჩვენ ადრეც აღგვინიშნავს, არისტონ პელაიელი გახლავთ აპოლოგეტთაგან პირველი, რომელმაც ქრისტიანული მოძღვრება დაიცვა საკუთრივ იუდაიზმისგან. თუ მსმენელს ახსოვს აპოლოგეტიკის განხილვისას, შესავალ ნაწილში, ჩვენ რამდენიმე მონაცემი წარმოვადგინეთ, რომლებიც დამახსოვრებას ექვემდებარება, რომ ყველაზე ადრინდელი აპოლოგეტი, დღევანდელი წყაროების მიხედვით, გახლავთ კოდრატე, რომლის აპოლოგიაც ჩვენამდე არ მოღწეულა და ის დაკარგულია. პირველი აპოლოგეტი, რომლის შრომაც ჩვენამდე მოღწეულია გახლავთ არისტიდე ათენელი და პირველი აპოლოგეტი, რომლის აპოლოგიაც საკუთრივ იუდაიზმის წინააღმდეგ არის მიმართული, არის არისტონ პელაიელი და ეს ძეგლი, რაზეც ჩვენ ამ შემთხვევაში ორიოდე სიტყვით მსჯელობა უნდა წარმოვადგინოთ, სწორედ იუდაიზმის საწინააღმდეგოდ ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტეტბას ასაბუთებს. მთლიანი სახით არისტონ პელაიელის ამ აპოლოგიის სათაური ქართულად ასე შეიძლება ითარგმნოს “იასონისა და პაპისკონის პაექრობა ქრისტეს შესახებ”. სამწუხაროდ ეს ძეგლი დაკარგულია, მაგრამ სხვა ავტორთა მონაცემებით ირკვევა, რომ წარმოდგენილი ორი პიროვნებიდან, რომლებიც ერთ მეორეს ეპაექრებიან, იასონისა და პაპისკონის სახელების მქონეთაგან, პირველი მათგანი - იოასონი გახლავთ იუდეველი ქრისტიანი, ე.ი. ახალგაქრისტიანებული იუდეველი, რომელიც მთლად იუდაიზმის ფესვებსაც არ არის მოწყვეტილი, ხოლო პაპისკონი ესაა ეგვიპტის ალექსანდრიის ებრაელი. თვით თხზულების რაობა, შინაარსი, ჩვენთვის უცნობია, რადგან ძეგლი დაკარგული გახლავთ, მაგრამ ამ თხზულებასთან დაკავშირებით არსებობს საყურადღებო მითითება ორიგენესი, რითაც ირკვევა, რომ არისტონ პელაიელის ძეგლს გარკვეული ყურადღება დაუმსახურებია არა მხოლოდ ქრისტიანთა მხრიდან, არამედ თვით წარმართთაგანაც კი, კერძოდ ორიგენე საგანგებოდ მიგვითითებს II ს-ის ფილოსოფოს კელსუსზე, იმ ფილოსოფოსზე, რომლის წინააღმდეგაც საკუთრივ ორიგენეს მნიშვნელოვანი ნაშრომი აქვს დაწერილი სათაურით “კელსუსის წინააღმდეგ”, რომელმაც დაახლოებით 170 წელს დაწერა თავისი თხზულება სახელწოდებით “ჭეშმარიტი მსჯელობა” (ანდა ჭეშმარიტი განხილვა) და ამ თხზულების ერთ მონაკვეთში ხსენებული კელსუსი, როგორც ამას გვიმოწმებს ორიგენე, განაქიქებს და ჰკიცხავს არისტონ პელაიელს, ძეგლსაც და ავტორსაც, და კონკრეტულად ავტორს უსაყვედურებს ძველი აღთქმის ალეგორიული ანუ სახისმეტყველებითი განმარტებით გატაცებას. წარმართებიც და მწვალებელთა სხვადასხვა დაჯგუფებანი ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ერთ-ერთ სახეობას ქრისტიანული, მართლმადიდებლური განმარტებითი მოღვაწეობისას, რასაც სახისმეტყველებითი მეთოდი ეწოდება, ძალიან მკვეთრად და ხაზგასმულად ებრძოდნენ, რადგანაც მიიჩნევდნენ, რომ ამგვარი ალეგორიული განმარტებით მართლმადიდებლური მოძღვრება მთელი ძველი აღთქმის განფენილობაში ადვილად ამოსაკითხია, და რამდენადაც ისინი ამგვარ ამოკითხვას ეწინააღმდეგებოდნენ, შესაბამისად ეწინააღმდეგებოდნენ იმ მეთოდსაც, რითაც ძველი აღთქმის ჭეშმარიტი შინაარსი ეკლესიის მამათაგან განიჭვრიტებოდა. იგივე ითქმის მოცემულ შემთხვევაში კესლსუსის აღნიშნულ საყვედურთან დაკავშირებითაც არისტონ პელაიელის მიმართ, რომ ეს უკანასკნელი თითქოსდა ზედმეტად იყო გატაცებული ძველი აღთქმის სახისმეტყველებითი ანუ ალეგორიული განმარტებით, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ შემდეგში სწორედ ამ განმარტებითმა მეთოდმა მოიპოვა უდიდესი განვრცობა საეკლესიო ტრადიციაში და უმნიშვნელოვანესი სახისმეტყველებითი ძეგლები ეკლესიის მამათაგან ჩვენამდე შემორჩენილი გახლავთ. თუ კელსუსი უსაყვედურებს არისტონ პელაიელს არა მხოლოდ ამას, რაც ავღნიშნეთ (სახისმეტყველებით მეთოდს), არამედ მისი აზრით იმ რაღაც პრიმიტიულობასაც, რასაც არისტონის აპოლოგია თითქოსდა ამჟღავნებს, მეორე მხრივ ორიგენე იცავს არისტონის თხზულებას, თხზულებას, რომელიც როგორც ირკვევა დაწერილია II ს-ის პირველ ნახევარში, დაახლოებით 140 წელს, და იცავს რა ამ ძეგლს, ორიგენე აღნიშნავს, რომ მართალია გარკვეული სიმარტივე შესამჩნევია თხზულებაში, მაგრამ ეს ავტორის პრიმიტიულობას კი არ ცხადყოფს, არამედ მის სამოძღვრო ვალდებულებას, რამდენადაც აპოლოგია მიმართულია უბრალო ადამიანებისადმი და მათთვის გასაგებ ენაზეა იგი დაწერილი. ორიგენეს თანახმად ეს აპოლოგია არისტონისა, ჩვენთვის დღეისათვის დაკარგული, გვაუწყებდა თუ როგორ შეიძლებოდა, რომ ქრისტიანს ძველი აღთქმის ცალკეული წიგნების გამოყენებით პაექრობა ეწარმოებინა იუდეველის წინააღმდეგ და დაემტკიცებინა მისთვის, რომ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველნი სწორედ ქრისტეს შესახებ ქადაგებდნენ. ე.ი. მოცემული იყო მეთოდოლოგია ძველი ათქმის საფუძველზე, ანუ ბიბლიის იმ ნაწილის საფუძველზე, რაც საერთოა ქრისტიანებსა და იუდეველებს შორის, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ იუდეველისთვის ქრისტიანს ქრისტინული ჭეშმარიტება დაემტკიცებინა. ასე რომ ამ ძეგლს მეთოდოლოგიურადაც და კონკრეტული მასალის მხრივაც ერთ-ერთი პირველადი, პირველხარისხოვანი, ქრონოლოგიურადაც პირველადი და მნიშვნელობითაც უპირატესი ღირსება ჰქონია.
კარგად არის ცნობილი, რომ მოგვიანო საუკუნეებში იუდეველთა წინააღმდეგ წერილობითი პაექრობანი არნახულად განივრცო და უდიდესი შრომები ეკლესიის მამებისა ამ მხრივ ცნობილია, და თუ დღეისათვის დაკარგულია არისტონის აპოლოგია, უპრიანია ვიფიქროთ და დავუშვათ, რომ ის ადრეული საუკუნეები, როდესაც ჩვენს მიერ ნაგულისხმევი ფუნდამენტური ანტი იუდაისტური თხზულებები იქმნებოდა ეკლესიის მამათაგან, ის უადრესი საუკუნეები ჯერ კიდევ ინახავდა ტექსტობრივად არისტონის თხზულებას და ხსენებული გვიანდელი მოღვაწეებიც უეჭველად იყენებდნენ და ეფუძნებოდნენ მას. ასე რომ პირველი ნაბიჯი სისტემური შესწავლისკენ ძველი აღთქმისა იუდეველებთან პაექრობითი მიზანდასახულობით, როგორც ჩანს სწორედ არისტონ პელაიელის მიერ გადაიდგა და ალბათ ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი მის მოღვაწეობაში, რისი აღნიშვნაც ამჯერად შეიძლება. თვით ამ ძეგლშიც, კონკრეტულ მაგალითს როდესაც ვამბობთ, ვგულისხმობთ იმას, რომ არა მხოლოდ მეთოდოლოგიაა ჩამოყალიბებული, არამედ ნაჩვენებიც თუ პრაქტიკაში ეს მეთოდოლოგია როგორ ხორციელდება. როგორც ავღნიშნეთ, იასონი რომელიც ქრისტიანობაზეა მოქცეული, იუდეველ პაპისკონს ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებას უმტკიცებს, უმტკიცებს ზემოაღნიშნული მეთოდოლოგიით და ნაშრომის მიმდინარეობა და დანასკვი, ბოლო ნაწილი, აჩვენებს, რომ ამ მეთოდმა წარმატება ჰპოვა, რადგანაც პაექრობის დასასრულს იუდეველი პაპისკონი ცნობს ქრისტეს, როგორც ღვთის ძეს და პაპისკონისგან მოითხოვს ნათლობას.
ერთადერთი ტექსტობრივი მონაცემი აღნიშნულ ძეგლთან დაკავშირებით ჩვენამდე მოღწეულია ლათინურად. ეს გახლავთ შესავალი ნაწილი არისტონ პელაიელის შრომისა, დანარჩენი თვით ლათინურ თარგმანშიც დაკარგულია, რაც (ეს ფრაგმენტი) საუკუნეების მანძილზე მიკუთვნებული იყო წმ. კვიპრიანე კართაგანელისადმი, ამ უდიდესი მოღვაწისადმი, რომელსაც ჩვენ ქრონოლოგიური განხილვის შესაბამის მონაკვეთში, რა თქმა უნდა, შევეხებით, ასეთი სათაურის ქვეშ “ვიგილიუს ეპისკოპოსისადმი იუდეველური ცრუ მორწმუნეობის შესახებ”. მაგრამ როგორც ავღნიშნეთ მკვლევართაგან აბსოლუტურად და უეჭველად ნათელყოფილი და დამტკიცებულია დღეისათვის, რომ ეს ფრაგმენტი სინამდვილეში წარმოადგენს არისტონის აპოლოგიის ლათინური თარგმანის შესავალს. ეს ლათინური თარგმანი ალბათ II-III ს-ის მიჯნაზე შესრულდებოდა, როგორც ავღნიშნეთ თვით ბერძნული ორიგინალი დაახლოებით 140 წელს დაიწერა, და არ არის გამორიცხული, რომ თხზულება დაწერილი იყოს და თვით არისტონიც ამ თხზულების დაწერის მომენტში მოღვაწე ყოფილიყო ქალაქ ალექსანდრიისა, რადგანაც ის ალეგორიული მეთოდიკა, რაც საფუძველია არისტონის აპოლოგიისა, კარგად არის ცნობილი, რომ სწორედ ალექსანდრიაში იყო განსაკუთრებით ფეხმოკიდებული
ტეგები: aroston, patrology, pelaeli, qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•