ყოველნი მყოფნი იწარმოებვიან ერთისა მიზეზისგან, პირველისა. რამეთუ ანუ არა რომლისაჲ არს მიზეზი მყოფთაჲსა, ანუ მრგულივ იყვნენ მიზეზნი და განსაზღვრებულ ყოველნი, ანუ ვიდრე უსაზღვროობამდე იყოს აღსავალი და სხუაჲ სხჳსა მიზეზ და არ სადა დაეყენოს გუამოვნებით მდგომარეობაჲ მიზეზისაჲ. ხოლო თუ არ იყოს მყოფთა მიზეზი, არ ვინაჲ იყოს წესი პირველთა და შემდგომთაჲ, და მასრულებელთა და გასრულებადთაჲ, და მამკობთა და მკობილთაჲ, და მშობელთა და შობადთაჲ, და მქმნელთა და ვნებადთაჲ; და არცა ჴელოვნებაჲ და ზედმიწევნაჲ რაჲთავე მყოფთაგანისაჲ. რამეთუ უკუეთუ ცნობაჲ მიზეზთაჲ საქმე და აღსასრული არს ზედმიწევნულებისა და ჴელოვნებისაჲ, და მაშინღა ვიტყჳთ ზედმიწევნად ჴვლოვნებასა, რაჟამს მიზეზნი ვცნნეთ მყოფთანი. და კუალად უკუეთუ მრგულივ მოვლიან მიზეზნი, იგივე იყვნენ პირველცა და შემდგომ ერთმანერთისადმი, და უძლიერეს და უუძლურეს; რამეთუ ყოველი წარმომჩენელი უმჯობეს წარმოჩენილისა ბუნებასა. რამეთუ არა რაჲთ განეყოფვიან ერთმანერთისგან, ანუ უმრავლესთა ანუ უმცროჲს საშუალთა მიერ ეზიარებოდის და ეხებოდის მიზეზოანი თჳსსა მიზეზსა და წარმომჩენელსა; და რამეთუ საშუალთაცა ყოველთა უმჯობეს იყოს რომელთა და მიზეზცა არს, და რაჲზომცა უმრავლე იყვნენ საშუალნი, ეგზომცა უფროჲს და უძლიერეს მიზეზნი. ხოლო თუ ვიდრე უსაზგვროობამდე იყოს აღსავალი მიზეზისაჲ, და სხუაჲ სხჳსა მიერ იყოს მარადის მიზეზ, კუალად არ რომლისაჲ იყოს ზედმიწევნულებაჲ და ჴელოვნებაჲ. რამეთუ უსაზღვროთა არ რომელთა იყოს ცნობაჲ. ხოლო თუ მიზეზნი ეოცნებოდინ, არცა შემდგომთა იყოს ჴელოვნებაჲ და ზედმიწევნულებაჲ. და უკუეთუ ჯერ არს, რაჲთა იყოს მიზეზი მყოფთაჲ, და განსაზღვრებულ და განყოფილ არიან მიზეზნი მიზეზოანთაგან, და არა ვიდრე უსაზღვროობამდე იყოს აღსავალი მყოფთაჲ, იყოს ვიდრემე პირველი მიზეზი მყოფთაჲ, რომლისა გამო ვითარ ძირისგან იწარმოებოდინ თითოეულნი, და რომელნიმე იყვნენ უმახლობელეს მისსა, ხოლო რომელნიმე უშორიელეს. ვინაჲ აღმოიჩინა, ვითარმედ ერთ არს მიზეზი პირველი, ამისთჳს რომელ ყოველი სიმრავლე შემდგომად წარმოდგა პირველისა.
იოანე პეტრიწი
წიგნიდან: კავშირნი
| |
ტეგები: Qwelly, თეოლოგია, კავშირნი, პეტრიწი, პროკლე, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
© 2026 George.
•