წიგნი VI
საგანთა საწყისებისა და მიზეზების კვლევა ცხადია, წარმოებს იმდენად, რამდენადაც ისინი არსებობენ. როგორც ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ასევე მათემატიკურ მოვლენებსაც რაღაც საწყისები, ელემენტები და მიზეზები აქვთ. საერთოდ, ყოველი ცოდნა ან დაკავშირებულია აზროვნებასთან, ან ეზიარება უზუსტესსა და უმარტივეს აზროვნებას საწყისებისა და მიზეზების შესახებ. ყველა ისინი იფარგლებიან რაღაც არსებულითა და გვარით და მას იკვლევენ, მაგრამ იკვლევენ არა მარტივად არსებულს, როგორც არსებულს, და მის არსებას, არამედ იმას, რაც მისგან გამომდინარეობს, ამას ისინი ცხადყოფენ ნაწილობრივ შეგრძნებებით, ნაწილობრივ კი ჰიპოთეზის საშუალებით. ასევე ნაწილობრივ ურყევად, ნაწილობრივ კი მერყევად ამტკიცებენ ისინი იმას, რაც გვარს თავისავად ახასიათებს.
აქედან ცხადია, რომ ასეთი გზით არ მტკიცდება არც სუბსტანსია და არც მისი არსება, არამედ მისი გამოკვლევის რაღაც სხვა გზა უნდა არსებობდეეს. ასევე არაფერს ამბობენ ისინი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ის გვარი, რომელსაც ისინი იკვლევენ. რადგან ერთი და იგივე მეცნიერება იკვლევს საგნის არსებასაც და არსებობასაც.
რადგან ბუნებისმეტყველებაც აღმოჩნდა მეცნიერებად არსებულის იმ გვარის შესახებ, რომელსაც როგორც მოძრაობის, ისე უძრაობის საწყისი თავის თავში აქვს, ამიტომ ცხადია, რომ ის არ უნდა იყოს არც პრაქტიკული, არც შემოქმედებითი მეცნიერება, რადგან შექმნილი საგნების საწყისი შემოქმედშია ან გონების, ან ცოდნის, ან უნარის სახით, ხოლო გაკეთებულ საგნებში გამკეთებელია საწყისი მისი წინასწარი გადაწყვეტილების სახით, რადგან შერჩეული და გაკეთებული ერთი და იგივეა. ასე რომ, თუ ყოველგვარი განსჯა არის ან პრაქტიკული, ან შემოქმედებითი, ან თეორიული, ამიტომ ბუნებისმეტყველება რაღაც თეორიული მეცნიერებაა, მაგრამ ისეთი მოვლენების შესახებ, რომელსაც მოძრაობის უნარი აქვს და უმეტს შემთხვევაში ცნებებში გამოხატული იმ არსების შესახებ, რომელიც ერთია მრავლისათვის, მაგრამ რომელიც დამოუკიდებელი არაა.
საჭიროა იმის გარკვევა, თუ რა არის არსება და რა არის ცნება. რადგან ამის გარეშე კვლევა უაზროა. განსაზღვრულ არსებათაგან ზოგი ისეთია, როგორც პაჭუა ცხვირი, ზოგი კი, როგორც ცხვირის ჩაზნექილობა. განსხვავება მათ შორის იმაში მდგომარეობს, რომ პაჭუა ცხვირი მატერიითაა გამოხატული (პაჭუა ცხვირი ხომ იგივე ჩაზნექილი ცხვირია), ცხვირჩაზნექილობა კი შეგრძნებადი მატერიის გარეშეა. თუ ყოველი ბუნებრივი საგანი ისეთია, როგორც პაჭუა ცხვირი, მაგალითად, ცხვირი, თვალი, სახე, სხეული, ჩონჩხი, მთელი ცხოველი, ფოთოლი, ფესვი, ქერქი, და მთელი მცენარე, არც ერთი მათგანი არ შეიძლება არსებობდეს მოძრაობის გარეშე, რადგან თითოეულ მათგანს აქვს მატერია, მაშინ ცხადია, თუ როგორ უნდა ვიკვლოთ და განვსაზღვროთ ბუნებრივი საგნების არსება და რატომ შეადგენს ზოგჯერ ბუნებისმეტყველის შესწავლის საგანს სული, რომელიც არ არსებობს მატერიის გარეშე. აქედან ცხადია, რომ ბუნებისმეტყველება თეორიული მეცნიერებაა. მათემატიკაც თეორიული მცენიერებაა. ის არაა ცხადი, არსებობს თუ არა უძრავი და დამოუკიდებელი მოვლენები, მაგრამ რომ მათემატიკურ მეცნიერებათა ზოგიერთი დარგები განიხილავენ უძრავ და დამოუკიდებელ ობიექტებს, ეს კი ცხადია. თუ არსებობს რაიმე მარადიული და უძრავი მოვლენა, ნათელია, ის თეორიული მეცნიერების კვლევის საგანი იქნება, მაგრამ არა ბუნებისმეტყველებისა, რადგან მისი შესასწავლი ობიექტი მოძრავია, არც მათემატიკისა, არამედ იმისა, რომელიც ორივეს წინ უსწრებს.
ბუნებისმეტყველება იკვლევს დამოიკიდებელ, მაგრამ არა უძრავ საგნებს. ზოგიერთი მათემატიკური მეცნიერების ობიექტი უძრავია, მაგრამ არა დამოუკიდებელი და მატერიასთან დაკავშირებული. პირველი მეცნიერება კი ეხება დამოუკიდებელ და უძრავ საგნებს.
აუცილებელია ყველა მიზეზი მარადიული იყოს და მით უმეტეს ესენი. რადგან ესენი არიან მიზეზები იმ ღვთაებრივი მოვლენებისა, რომლებიც ჩვენთვის ხილვადი არიან.
ამრიგად, სამი თეორიული მეცნიერება არსებობს: მათემატიკა, ბუნებისმეტყველება და თეოლოგია. ცხადია, რომ თუ სადმე არსებობს ღვთაებრივი ხასიათის მოვლენა, ის ამ უკანასკნელი მეცნიერების ობიექტი იქნება, რადგან ყველაზე საპატიო მეცნიერება ყველაზე საპატიო საგანს უნდა სწავლობდეს. თეორიული ხასიათის დისციპლინებს სხვა დისციპლინებთან შედარებით უპირატესობა უნდა მივანიჭოთ, თეოლოგიას კი სხვა თეორიულ მეცნიერებებთან შედარებით.
გადასაწყვეტია აგრეთვე საკითხი იმის შესახებ, რომ პირველი ფილოსოფია არის ზოგადი მეცნიერება, თუ მას ობიექტად აქვს ერთი რომელიმე გვარი ან ბუნება. რადგან მათემატიკურ მეცნიერებებსაც ერთი მეთოდი არა აქვთ, არამედ გეომეტრია და ასტრონომია ეხებიან ერთი სახის მოვლენებს, ხოლო ზოგადი მეცნიერება კი ყველა მოვლენებს სწავლობს.
თუ ბუნებრივი სუბსტანციის გარდა სხვა სუბსტანცია არ არსებობს, მაშინ ბუნებისმეტყველება პირველი მეცნიერება იქნებოდა. მაგრამ თუ არსებობს რაღაც უძრავი სუბსტანცია, მაშინ ის იქნება პირველი და იარსებებს პირველი ფილოსოფიაც. და ის იქნება პირველი, ზოგადობის თვალსაზრისით. მისი საქმე იქნება აგრეთვე არსებულის, როგორც ასეთის, მისი არსების და მისი როგორც არსებულის, თვისებების კვლევა.
არსებულს, როგორც ასეთს, მრავალი მნიშვნელობა აქვს. ამათგან ერთი მნიშვნელობაა შემთხვევითი, მეორე ჭეშმარიტი, მესამე არარსებული, როგორც სიცრუე. ამას გარდა, არსებობს კატეგორიის ფორმები. მაგალითად: არსება, თვისება, რაოდენობა, ადგილი, დრო და სხვა ამდაგვარი. გარდა ამისა, ყველაფერი არსებობს შესაძლებლობისა და რეალობის სახით, რადგან არსებულზე მრავალი მნიშვნელობით შეიძლება ვილაპარაკოთ, ამიტომ პირველ რიგში უნდა ვილაპარაკოთ მასზე, როგორც შემთხვევით ნიშანზე, რომლის შესახებ არ არსებობს არავითარი ცოდნა. ამას შემდეგი ამტკიცებს: მას არ იკვლევს არც ერთი მეცნიერება, არც პრაქტიკული, არც შემოქმედებითი და არც თეორიული. არც მშენებელი ჰქმნის იმას, რაც სახლთან ერთად შემთხვევით წარმოიშობა, რადგან ეს უკანასკნელი განუსაზღვრელია. სახლი, რომელსაც ის აშენებს, ზოგისთვის სასიამოვნოა, ზოგისთვის საზიანო, ზოგისათვის სასარგებლო, მაგრამ არც ერთი მათგანი არ უშლის ხელს მშენებლობას და არც არსებობის სხვა ფორმებს აქვთ რაიმე საერთო მშენებლობასთან.
ასევე არც გეომეტრია განიხილავს ფორმების ასეთსავე შემთხვევით ნიშნებს და არც იმას, სხვადასხვაა თუ არა სამკუთხედი საერთოდ და ის სამკუთხედი, რომლის შინაგან კუთხეთა ჯამი ორ სწორ კუთხედს უდრის, რაც სრულიად კანონიერია, რადგან შემთხვევითი თვისება არის მხოლოდ რაღაც სიტყვა. ამიტომაც სწორი იყო პლატონი, როდესაც სოფისტიკის ობიექტად არარსებულსა თვლიდა, რადგან ყველა სოფისტის მსჯელობა, როგორცა ვთქვით, უმეტესად შემთხვევითს ეხებოდა. მაგალითად, კითხვას იმის შესახებ, ერთი და იგივეა, თუ სხვადასხვა „განათლებული“ და „წერა-კითხვის მცოდნე“, „განათლებული კორისკოსი“ და „კორისკოსი“ და საერთოდ ყველაფერი, ყველაფერი ის რაც არსებობს, მაგრამ არა მუდამ და რაც შეიძლება ვთქვათ, რომ წამოიშო. მაგალითად, ვინც განათლდა, გახდა მუსიკის მცოდნე? და მუსიკის მცოდნე კი გახდა განათლებული? და ყველა სხვა ამგვარი მსჯელობები. როგორც ჩანს, შემთხვევითი რაღაც არარსებულს უახლოვდება. ასეთივე მსჯელობებიდან ნათელი ხდება, რომ წარმოშობა და მოსპობა არის არა შემთხვევითის, არამედ სულ სხვა სახის მოვლენების თვისება. მაგრამ, რამდენადაც ის შესაძლებელია, უნდა ითქვას შემთხვევითის შესახებაც თუ როგორია მისი ბუნება და რა მიზეზი იწვევს მას? აქედან კი ნათელი გახდება, თუ რატომ არ არსებობს მეცნიერება მის შესახებ.
ამრიგად, არსებობენ საგნები, რომლებიც ყოველთვის ასე არიან, ან აუცილებლად არიან. მე ვგულისხმობ არა იძულებით არსებულს, არამედ იმას, რომელსაც სხვანაირად არსებობა არ შეუძლია. ზოგნი კი არც აუცილებლად არსებობენ და არც მუდმივნი არიან, არამედ, არსებობენ „უმეტეს შემთხვევაში“. ესენი არიან სწორედ შემთხვევითის არსებობის საწყისი და მიზეზი. შემთხვევითს ვუწოდებთ იმას, რაც არც მუდმივად არსებობს და არც უმეტეს შემთხვევაში. მაგალითად, ზაფხულში ცუდ ამინდებსა და სიცივეს ვუწოდებთ შემთხვევითს და არა სითბოდა და სიცხეს, რადგან ეს უკანასკნელი ან მუდამაა, ან ხშირად, ის კი არა. აგრეთვე შემთხვევითია ადამიანის სითეთრე, რადგან მას არც მუდამა ვხვდები არც ხშირად. მაგრამ რომ ის ცხოველია, ეს კი არაა შემთხვევითი. თუ მშენებელი კურნავს, ეს შემთხვევითია, რადგან ეს არის არა მშენებელის, არამედ ექიმის საქმე; ამ შემთხვევაში კალატოზი შემთხვევითაა ექიმი. ასევე მზარეულმა, რომელიც სიამოვნებას ემსახურება, შეიძლება შემთხვევით ვინმე განჰკურნოს კიდეც, მაგრამ არა იმიტომ, რომ ის მზარეულია. ამიტომაც ვამბობთ, რომ ის შემთხვევით აკეთებს ამას და არა ყოველთვის. დანარჩენი ზოგი შემოქმედებითი უნარია, რაც არც არავითარი ხელოვნებაა და არც განსაზღვრული უნარი. ზოგი კი შემთხვევით არსებობს და შემთხვევით ხდება და მიზეზიც შემთხვევითი აქვს. ამრიგად, რადგან ყველაფერი არაა არც აუცილებელი, არც მუდმივმივად არსებული და არც მუდმივი წარმოშობის პროცესში მყოფი, არამედ უმეტესად არსებული, ამიტომ აუცილებელია შემთხვევითის არსებობაც. მაგალითად, არც მუდამ და არც უმეტეს შემთხვევაში „თეთრი ადამიანი“ არაა „განათლებული“, არამედ ხანდახან, ამიტომაც ეს კავშირი შემთხვევითია. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველივე აუცილებელი იქნებოდა.
ამრიგად, შემთხვევითის მიზეზი არის მატერია, რომელსაც შეუძლია იყოს არა მარტო უმეტეს შემთხვევაში, არამედ სხვანაირადაც, სახელდობრ, შემთხვევით. კვლევა კი უნდა დავიწყოთ კითხვიდან იმის შესახებ, რომ მართლაც არაფერი არ არსებობს მუდმივად და უმეტესად არსებულის გარდა, თუ ეს შეუძლებელია, და ამას გარდა, არის რაღაც, რაც არსებობს ისე, როგორც მოხდება და რაც შემთხვევითია? გარდა ამისა, არსებობს მხოლოდ ის, რაც მეტწილად არსებობს, მარადიული კი არაფერია, თუ არსებობენ აგრეთვე მარადიული მოვლენებიც? ამას ქვემოთ გავარკვევთ.
მაგრამ რომ შემთხვევითის შესახებ არ არსებობს მეცნიერება, ეს ახლავე ცხადია. რადგან ყოველი ცოდნა არის ცოდნა ან მარადიულისა, ან მეტწილად არსებულისა. სხვანაირად როგორ იქნებოდა შესაძლებელი სწავლა ან სწავლება? რადგან განსაზღვრება შეიძლება ან მარადიულის, ან უმეტეს შემთხვევაში არსებულის. როგორც, მაგალითად, ციებ-ცხელებით დაავადებულისათვის უმეტეს შემთხვევაში სასარგებლოა თაფლ-ხსნარი. არაა საჭირო დავუმატოთ, რომ ის არ შველის, მაგალითად, თვის დასაწყისში. ის კი, რაც ხდება თვის დასაწყისში, შეიძლება ხშირად მეორდებოდეს და შეიძლება მეტწილად. შემთხვევითი კი ასეთი არაა.
ამრიგად, აქ ლაპარაკი იყო იმის შესახებ, თუ რაა შემთხვევითი, რა მიზეზები იწვევენ მას და რომ არ არსებობს მეცნიერება, რომელიც მას შეისწავლიდა.
ცხადია, რომ არსებობენ წარმოშობადი და მოსპობადი საწყისები და მიზეზები, გარეშე წარმოშობისა და მოსპობისა. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ყველაფერი აუცილებელი იქნებოდა, თუ ყველაფერს, რაც წამოიშობა და ისპობა, აუცილებლად შემთხვევითი მიზეზი არა აქვს. მოხდება ეს თუ არა? - მოხდება მაშინ, თუ მოხდება მეორე, წინააღმდეგ შემთხვევაში არა. ეს უკანასკნელი კი მოხდება მაშინ, თუ მოხდება მესამე და ამრიგად, ცხადია, რომ თუ დროს განუწყვეტლივ გამოვაკლებთ განსაზღვრულ ნაწილებს, მივადგებით „ახლას“. მაგალითად, სახლიდან გასული ადამიანი შეიძლება მოკვდეს ან ძალმომრეობის, ან ავადმყოფობის გამო. სახლიდან კი მაშინ გამოვა, როცა მოსწყურდება, მოსწყურდება მაშინ, თუ მოხდება სხვა რამ და ასე მივადგებით ან ახლა არსებულს, ან უკვე მომხდარს, მაგალითად, წყურვილის მომენტს, რაც მოხება მაშინ, თუ რაიმე ცხარე ჭამა. ესეც შეიძლება მოხდეს და შეიძლება არა. მაშასადამე, შეიძლება ადამიანი მოკვდეს და შეიძლება არა. უკვე მომხდარ ფაქტზე ასე უნდა ვიმსჯელოთ. ის ხომ რაიმეში არსებობს. მხედველობაში მაქვს უკვე მომხდარი. მომავალში მოსალოდნელიც აუცილებლობით ხდება. მაგალითად, აუცილებელია ცოცხალი არსებების სიკვდილი, რადგან მათში უკვე არსებობს რაღაც სიცოცხლის საწინააღმდეგო მოვლენა. მაგრამ სანამ არ განხორციელდება სიკვდილი, არ ვიცით, მოხდება ეს ავამყოფობის თუ იძულების შედეგად. ის კი ცხადია, რომ რაიმე არსებულს წინ უსწრებს ისეთი საწყისი, რომელსაც სხვა არაფერი არ უსწრებს წინ. ის წარმოადგენს ნებისმიერი მოვლენის მიზეზს, თვით მას კი არსებობის სხვა მიზეზი არა აქვს.
შემთხვევითს თავი უნდა დავანებოთ, რადგან ის საკმაოდ განვსაზღვრეთ. ხოლო რაც შეეხება ჭეშმარიტად არსებულს და არსებულს, როგორც სიცრუეს, ის არსებობს სინთეზისა და დაშლის გამო, საერთოდ, მთელის მოწინააღმდეგე მხარეებად დაყოფის შედეგად, რადგან ჭეშმარიტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც შეერთებულს ვადასტურებთ და უარვყოფთ დაშორებულსა და დაშლილს. სიცრუე კი ამის საწინააღმდეგოა. სულ სხვა საქმეა, თუ როგორ ხორციელდება აზროვნება, „ერთად“ თუ „ცალ-ცალკე“. გამოთქმებში „ერთად“ და „ცალ-ცალკე“ დროში თამნიმდევრობას კი არ ვგულისხმობთ, არამედ რაიმეს ერთად გახდომას. რაც შეეხება ჭეშამრიტებას და სიცრუეს, ის საგნებში კი არაა იმ აზრით, რომ კარგი ჭეშმარიტი იყოს, ცუდი კი ცრუ, არამედ აზროვნებაში. ხოლო საგანი და მისი არსება აზროვნებაშიც არ არსებობს.
თუ როგორ უნდა ვიკვლიოთ ასეთი არსებული და არარსებული, ამას შემდეგ შევეხებით. მაგრამ შეკავშირება და დაშორება წარმოებს აზროვნებაში და არა საგნებში. ასე არსებული განსხვავდეbა რეალობისაგან, რადგან აზროვნება აკავშირებს და აშორებს ან არსებას, ან თვისებას, ან რაოდენობას და სხვა რამეს. შემთხვევითს და ჭეშმარიტად არსებულს კი თავი უნდა დავანებოთ, რადგან პირველის მიზეზი განუსაზღვრელია, მეორისა კი ჩვენი აზროვნების რაღაც მდგომარეობაა. ორივე არსებულის სახეებს წარმოადგენენ, მაგრამ არაა ცხადი, თუ არსებულის რომელ ბუნებას განეკუთვნებიან ისინი. ამიტომ ჩვენ ეს საკითხი უნდა მივატოვოთ და გამოვიკვლიოთ არსებულის, როგორც არსებულის მიზეზები და საწყისები.
ტეგები: Qwelly, ანტიკური, არისტოტელე, მეტაფიზიკა, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
გამოაქვეყნა BennieJeansg_მ.
თარიღი: აპრილი 17, 2025.
საათი: 5:00am
0 კომენტარი
1 Like
In Amazon's massively multiplayer online role-playing game (MMORPG) New World, the mystical land of Aeternum is full of danger, intrigue, and opportunity. Players are tasked with surviving in a world rich in history, politics, and player-driven conflict. One of the key elements of gameplay in is choosing a faction. This decision has significant implications for your gameplay experience, as it influences your alliances, PvP (Player vs. Player) interactions, and the overall progression of your…
გაგრძელება
© 2025 George.
•