ამ თავით იწყება მსჯელობა ცნობიერების შესახებ იმ თანამედროვე ხედვებსა და კონცეფციებზე დაყრდნობით, რომლებსაც თანამედროვე მეცნიერება (ბიოლოგია, ფიზიოლოგია) გვთავაზობს. ვიწყებთ ცნება „ბედნიერების“ განხილვით და ვსვამთ კითხვას, რამდენად არის ბედნიერება ადამიანის, როგორც ინდივიდის მიზანი და რამდენად სწორად არის გაგებული ის, რასაც ჩვენ ბედნიერებისაკენ სწრაფვას ვუწოდებთ.
- - - - - -
ბედნიერების მიღწევის შესახებ აზროვნებას დიდი ხნის ისტორია აქვს. ანტიკური საბერძნეთის მოაზროვნეები ბედნიერებას ღირსებას უკავშირებდნენ: მხოლოდ სიქველის/ღირსების მქონე ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ბედნიერებას. პლატონი, არისტოტელე, კინიკოსები, სტოიკოსები და ბევრი სხვა საუბრობდა ბედნიერების, როგორც მორალური მიზნის შესახებ. ბედნიერება მხოლოდ ღირსეული ცხოვრებით და მკაცრი დისციპლინით მიიღწევა – ბერძნული ფილოსოფიის არსებული ინტერპრეტაცია ამას გვეუბნება.
ბედნიერებისაკენ სწრაფვა, როგორც მორალური მაქსიმა, ავგუსტინეს გავლენით ქრისტიანულ აზროვნებაშიც შემოვიდა. ოღონდ, ქრისტიანული ბედნიერება, განსხვავებით ანტიკური მოაზროვნეებისაგან, მხოლოდ ღმერთთან ერთიანობით მიიღწევა და ამ ცხოვრებაში ნაკლებადაა შესაძლებელი.
საფრანგეთის რევოლუციამ, განმანათლებლებმა და აშშ-ს დამფუძნებელმა მამებმა სცადეს, ბედნიერების ანტიკური გაგება აღედგინათ და ამით დაშორებოდნენ ავგუსტინესეულ-ქრისტიანულ გაგებას: მათი თეორიების მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ ბედნიერება ამ ცხოვრებაშიც შესაძლებელია და ბედნიერებისკენ სწრაფვა არა მარტო მორალურ მიზნად, არამედ სოციალური სისტემის ვალდებულებადაც დაადგინეს.
საბოლოო ჯამში, ბედნიერების ყველა ფილოსოფია ლაპარაკობს იმ მდგომარეობის მიღწევის შესახებ, როდესაც პიროვნულად თუ სოციალურად, ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, კარგად იგრძნონ თავი. ბედნიერება არის გონებისა და სხეულის მდგომარეობა.
ამ მორალურ-სოციალურ ფილოსოფიებში გამოირჩევა ერთი ავტორი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სიამოვნების შესახებ უფრო მეტს წერდა და ლაპარაკობდა, ვიდრე ბედნიერების შესახებ, მაინც, მოაზროვნეების უმეტესობას ვერ წარმოუდგენია ბედნიერების შესახებ მსჯელობა მისი მითითების და მასზე დაყრდნობის გარეშე.
ეს ავტორი ეპიკურეა, რომელიც, აუთენტური ტექსტების აღარარსებობის მიუხედავად, ითვლება ბედნიერების თეორიის ერთ-ერთ საყრდენად და ბედნიერების შესახებ მთავარ მოაზროვნედ.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, ბედნიერება, თევზაძე, ფილოსოფია, ცნობიერება
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივლისი 10, 2026.
საათი: 10:57am
0 კომენტარი
0 მოწონება
Hair Dryer Brush Manufacturer: Daily Grooming Tool for Healthy Hair and Scalp Care A hair brush is one of the most common and essential personal grooming tools used in…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•