ორი ინტელექტის გარემოცვაში: როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები

ამ თავში აღწერილია ორი ინტელექტის თეორიიდან გამოდინარე მიზნები, რომლებიც უნდა ჰქონდეს განათლების სისტემას. ჩამოთვლილია სფეროები, სადაც ამ ორი ინტელექტიდან თითოეული აღწევს წარმატებას და წარუმატებლობას. მსჯელობას მივყავართ დასკვნამდე, რომ მომავლის განათლების სისტემის შინაარსი, რომლის აღწერაც შემდეგ თავებშია, ორ მიზანს უნდა ემსახურებოდეს: 1. მოახდინოს ამ ორი ინტელექტის იდენტიფიკაცია; 2. შექმნას თითოეულის მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობა.

- - - - - - -

      თუკი ჩემი დაშვება მართებულია და ადამიანები პრინციპულად ორი სახის ინტელექტის (შესაძლებლობის) მატარებლები არიან, ეს უნდა აისახოს სიამოვნების რეგულირების მექანიზმების დასწავლაშიც.

      ცხადია, სუფთა სახით რომელიმე ინტელექტის დაფიქსირება სულ უფრო და უფრო ძნელი გახდება: დღეს გლობალიზაციის გამო უკვე სუბსაჰარის აფრიკაშიც ნელ-ნელა უნდა მცირდებოდეს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ნეანდერტალურ-დენისოვური გენები არ აქვთ. ამიტომ, როდესაც ადამიანის შესაძლებლობებზე (ინტელექტზე) ვსაუბრობთ, უნდა წარმოვიდგინოთ არა რომელიმე ერთი ინტელექტის არსებობა, არამედ, რომელიმე ერთი ინტელექტის პრევალირება.

      ამიტომ, აქაც და ქვემოთაც, სადაც გამოვიყენებ „პერფორმანსულ“, ან „კვლევით“ ინტელექტს, ნაგულისხმევი იქნება რომელიმე ინტელექტის პრევალირება და არა განსხვავებულობა.

      კაცობრიობის დღევანდელი პროფესიების განაწილებას რომ გადავხედოთ, უფრო მეტი ისეთი პროფესია შეგვხვდება, რომელიც მეტწილად პერფორმანსზე ორიენტირებული ინტელექტისთვისაა განსაზღვრული, ვიდრე მეტწილად კვლევაზე ორიენტირებულისათვის. ეს გასაგებიცაა - დღეს კაცობრიობის უმრავლესობაში აფრიკელი ადამიანის მემკვიდრეობა პრეველირებს ნეანდერტალურ-დენისოვურზე: უფრო გასაგები ტერმინებით რომ ვთქვათ, ის, რომ დღევანდელ მსოფლიოში პროფესიათა უმეტესობა სერვისზეა ორიენტირებული, სწორედ პერფორმანსული ინტელექტის პრევალირებაზე მიუთითებს.

      ამ შემთხვევაში არ ვლაპარაკობ მხოლოდ მსახიობებზე, რელიგიურ პირებზე და მასწავლებლებზე: ტექნოლოგიური განვითარებაც უმეტესად პერფორმანსულია, იმდენად, რამდენადაც ორიენტირებულია კავშირების სისწრაფეზე, სიადვილეზე და შედეგების მალე მიღებაზე. ის, რომ თანამედროვე სამყარო ტექნოლოგიურია, სულაც არ ნიშნავს, რომ ის მეტწილად კვლევითია. პირიქით - სწორედ იმიტომ, რომ სოციალური კავშირების გამასწრაფებელი ტექნოლოგიების განვითარებაა მიზნად დადგენილი, თანამედროვე სამყარო, სულ უფრო და უფრო, დომინანტურად პერფორმანსული ხდება.

      დომინანტურად პერფორმანსულია არა მარტო ტექნოლოგიებსა და ყოველდღიურობაზე ორიენტირებული სფეროები, არამედ ისეთი სფეროც, რომელიც, განსაზღვრების თანახმად, კვლევითი ინტელექტის საბრძანებელი უნდა იყოს: თანამედროვე მეცნიერება უპირატესად პერფორმანსულია, იმდენადაა ყოველი მეცნიერის სამეცნიერო ბედი დამოკიდებული სწრაფ და ხშირ პუბლიკაციებზე და ციტირების მაღალ რეიტინგზე. ეს ვითარება მეცნიერების განვითარების შედეგია. ვერ იტყვი, რომ კვლევითი ინტელექტის მნიშვნელობა იკარგება მეცნიერებაში, თუმცა, ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ სამეცნიერო უნივერსუმში, ორგანიზაციულ დონეზე, კვლევითი ინტელექტი დაქვემდებარებულია პერფორმანსულს.

      თუმცა, მეორე მხრივ, ქაოსურად, ყველა ხვდება კვლევითი ინტელექტის მნიშვნელობას: ისეთ ოდითგანვე პერფორმანსულ სფეროებშიც კი, როგორებიცაა მსახიობობა და შემოქმედება, დღეს კვლევა ხდება მომავალი პერფორმანსის წარმატების საფუძველი.

      შედეგად, თანამედროვე სამყაროს პერფორმანსული ინტელექტის წარმატებაზე ორიენტირებულობის გამო, შესაძლებელია კვლევითი ინტელექტის დათრგუნვა და მისი განვითარება, როგორც პერფორმანსული ინტელექტისა. თითქოსდა არაფერი, მაგრამ კვლევითი ინტელექტის რეპრესიამ და პერფორმანსული ინტელექტის განვითარებამ შეიძლება ადამიანის ევოლუცია შეაფერხოს. ევოლუციის შეფერხება კი გამოიხატება ტექნოლოგიური განვითარების შეფერხებით, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს მედიცინის, განათლების, მეცნიერების განვითარების შეფერხებას, რაც უარყოფითად აისახება ყოველ ჩვენგანზე.

      ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, გამოვა, რომ მნიშვნელოვანია სიამოვნების რეგულირების შესწავლის ისეთი სისტემის კონსტრუირება, რომელიც ორივე ტიპის ინტელექტს გამოვლენისა და განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს. გასათვალისწინებელია ამ ორი ინტელექტის მატარებლებისათვის დამახასიათებელი პიროვნული თვისებები: პერფორმანსული ინტელექტის მატარებელი უფრო სოციალური უნდა იყოს, სოციალური კავშირების განვითარებაზე ორიენტირებული, კვლევითი ინტელექტის მატარებელი ინდივიდები - მეტად ინტროვერტები და ისეთები, რომლებსაც დღევანდელ კულტურებში „საკუთარ თავში ჩაკეტილს“ უწოდებენ.

      როგორც ზემოთ აღვწერე, ეს ჩაკეტილობა/გახსნილობა ტვინის ფუნქციაა, რომელიც აძლევს საშუალებას ერთ ინტელექტს შედარებით დიდი დრო დაუთმოს სიამოვნების წყაროს ძიებას, ხოლო მეორეს - მცირე დრო და ლამის იმწუთიერად მოითხოვოს სიამოვნების მიღება. უფრო ზუსტად: კვლევით ინტელექტს შეუძლია ყურადღება არ მიაქციოს პირველად მიღებულ შედეგებს და გააგრძელოს სიამოვნების უფრო სრულყოფილი წყაროს ძიება, მაშინ როდესაც პერფორმანსული ინტელექტი ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს შედეგს და ის პერფორმანსად გარდაქმნას.

      მცირედ რომ დავფიქრდეთ, ზედაპირული ანალიზით მივალთ იდეამდე, რომ იდეალური (შეძლებისდაგვარად) საზოგადოება იქნება ისეთი, სადაც მაქსიმალურად იქნება გახსნილი, როგორც კვლევითი, ასევე პერფორმანსული ინტელექტის მქონე ადამიანების შესაძლებელობები.

      იმისათვის, რომ სქემატურად გავყოთ ამ ორი ინტელექტის მატარებელი ადამიანები, ჩამოვთვლი პროფესიებს/ხელობებს, რომლებიც მათ უნდა ახასიათებდეს:

      პერფორმანსული ინტელექტი: ბიზნესმენი, მსახიობი, ხელობების უმეტესობათა მცოდნეები, მასწავლებელი;

      კვლევითი ინტელექტი: მეცნიერი, მკვლევარი, ფერმერი, მონადირე.

      ეს დაყოფა, ცხადია, სქემატურია: როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეიძლება შეგვხვდეს პერფორმანსული ინტელექტის მეცნიერი და კვლევითი ინტელექტის მქონე მსახიობი. განათლების სისტემის შინაარსი, რომლის აღწერასაც ქვემოთ ვაპირებ, ორ მიზანს უნდა ემსახურებოდეს:

      მოახდინოს ამ ორი ინტელექტის იდენტიფიკაცია;

      შექმნას თითოეულის მაქსიმალურად განვითარების შესაძლებლობა.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, განათლება, თევზაძე, სკოლა, ფილოსოფია

ნახვა: 335

ბლოგ პოსტები

Versatile Cleaning Tool for Daily Life and Industrial Applications

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივლისი 10, 2026.
საათი: 10:57am 0 კომენტარი

Hair Dryer Brush Manufacturer: Daily Grooming Tool for Healthy Hair and Scalp Care A hair brush is one of the most common and essential personal grooming tools used in…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters