სიამოვნების ახალი ხის აუცილებლობის განმარტება ხდება გაუტამა ბუდას ცხოვრების ახალი ინტერპრეტაციით. მნიშვნელოვანი ბუდას ცხოვრებაში არის არა იმდენად ის, თუ რას მიაღწია მან მეფობაზე უარის თქმის შემდეგ, არამედ ის, რომ მან მეფობის, ანუ წარმატების მიღწევის და სიამოვნების კონტინუუმში ცხოვრებაზე თქვა უარი და სიამოვნების რამდენიმე ახალი ხე ააგო.

- - - - - - -

      როგორც ზემოთ აღვნიშნე, „სიამოვნების ხე“ რევიზიას მუდამ საჭიროებს. მაგრამ ეს რევიზია რთულდება ასაკთან ერთად: რაც უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, მით უფრო ჩაჭიდებულნი ვართ ამ გამოცდილებას. შესაბამისად, მით უფრო გვიჭირს სიამოვნების ხის ცვლილება.

     თუმცა „სიამოვნების ხის“ კენწეროს მიღწევის შემდეგ, თუკი, როგორც წინა თავში აღვნიშნეთ, მიზანი მიღწეულია, მაგრამ სიამოვნების კონტინუუმი შეუძლებელია, ჩვენ ვდგებით იმ აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვცვალოთ „სიამოვნების ხე“. წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული კატასტროფა გვემუქრება. როგორი იქნება კონკრეტულად კატასტროფა, ეს გარემო პირობების მიხედვითაა: მუდმივად ხიფათის განცდა თუ ამ ხიფათის განხორციელება.

     ამიტომ მნიშვნელოვანია, ოთხივე კითხვის თავიდან გავლა და ახალი, ფუნდამენტურად განსხვავებული მიზნების დაწესება, ახალი ხის აგება, რომელიც წინა სამყაროსაგან განსხვავებულ, სულ სხვა სამყაროში მოგვათავსებს.

     კაცობრიობის თქმულებების და ამბების კორპუსში ადვილად შეგვიძლია მოვძებნოთ ცხოვრებათა აღწერა, როდესაც მეფეები თუ მთავარსარდლები, „უცბად“, გარეგანი მიზეზის გარეშე, თავს ანებებდნენ წარმატებულ სამსახურს და განდეგილად მიდიოდნენ. ეს ისტორია, რომელიც თითქმის ყველა ხალხის ლეგენდების კორპუსში გვხვდება და ხანდახან რეალობაშიც პოულობს მკრთალ ასახვას, შესაძლებელია, სწორედ სიამოვნების ხის გამოცვლის გაცნობიერების ანაბეჭდი იყოს: ეს ამბავი გვასწავლის, რომ მასშტაბური და წარმატებული ცხოვრების შემთხვევაში, აუცილებელია სიამოვნების სხვა ხის აგება, სწორედ იმიტომ, რომ პროტაგონისტების ცხოვრება წარმატებული იყო და, შესაბამისად, ბედნიერების შეუძლებლობა - მიღწეული. საბოლოო ჯამში, ყველა ეს ლეგენდა, ალბათ, ბუდას ცხოვრების სხვადასხვა ვერსიაა, რომელმაც, იმისდა მიუხედავად, რომ საუკუნეების განმავლობაში პერსონაჟებს და გარემოს იცვლიდა, ძირითადი იდეა, წარმატებულობის შემთხვევაში სიამოვნების ახალი ხის აგების აუცილებლობა, იგივე დატოვა.

     სიდჰარტა გაუტამას (მომავალში ბუდას) მეფობისათვის ამზადებდნენ, ამიტომ მას ჰქონდა ყველაფერი, რასაც მოისურვებდა და ის ყოველმხრივ დაცული იყო ყველანაირი ზიანისაგან. როდესაც პრინცი გაუტამა 29 წლის შესრულდა, ის გავიდა თავისი სასახლიდან გარეთ და შეხვდა ჯერ მოხუცებულს, შემდეგ სნეულს და ასკეტს და დაინახა მკვდარი. მან ჰკითხა თავის მეეტლეს მოხუცის შესახებ, თუ ეს რას ნიშნავსო. მეეტლემ უპასუხა, ეს ყველა ადამიანის ბედიაო. ამის შემდეგ მიიღო ბუდამ გადაწყვეტილება, დაეტოვებინა წინა ცხოვრება და დაეწყო ახალი.

     ვფიქრობ, სიდჰარტა გაუტამა ბუდას ისტორიის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ესაა, რადგანაც გვიყვება იმ ვითარების შესახებ, თუ როდის უნდა დაიწყო ახალი ცხოვრება, როდის უნდა ააგო სიამოვნების ახალი ხე. ის, რომ გაუტამა პრინცია, არ ნიშნავს, რომ ის ახალგაზრდაა: შუა საუკუნეებში 29 წელი ცხოვრების ნახევარი იყო (დანტე ალიგიერი, როდესაც ის „ღვთაებრივი კომედიის“ პირველ სტროფებში საკუთარ თავს აღწერდა - Nel mezzo del cammin di nostra vita - [ამქვეყნიური ცხოვრების ნახევარი როცა გავლიე] - 30 წლის იყო). შესაბამისად, სიდჰარტას გადაწყვეტილება, სულ მცირე, ცხოვრების ნახევრის გავლის შემდეგაა მიღებული. ცხადი უნდა იყოს, რომ სიდჰარტას ისტორია ალეგორიაა - ეგზოტიკურობის მიუხედავად, ძნელადაა წარმოსადგენი, რომ 30 წლის პრონცი არასოდეს გამოსულა თავისი სასახლეებიდან. ვფიქრობ, ეს ამბავი ალეგორიულად მოგვითხრობს ცხოვრების იმ გზის, სიამოვნების ხის კენწეროს მიღწევის იმ ისტორიას, როდესაც ადამიანი სწორად და კარგად გეგმავს თავის ცხოვრებას, პასუხს სცემს ოთხ კითხვას, აკორექტირებს სიამოვნების ხეს და ბოლოს აღწევს მიზანს - ერთი ნაბიჯია დარჩენილი მეფედ გახდომამდე (ე.ი. საბოლოო წარმატებამდე). მაგრამ, სწორედ ამ დროს, თვითრეფლექსიისას, ხვდება, რომ ბედნიერება მისთვის შეუძლებელია - ხომ არსებობს ის ფაქტორები, რომლებიც ზოგი თავისთავადია, ზოგი კი მისი მმართველობის მიერაა გამოწვეული (მაგ., ასკეტობა). ამიტომ, ასკვნის სიდჰარტა, წარმატება შესაძლებელია, ოღონდ ეს დიდი წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ აღწევს სიამოვნების ხის კენწეროს, გამორიცხავს სიამოვნების კონტინუუმს, ანუ ბედნიერებას. სწორედ ამ დროს, წარმატების პიკზე, იმიტომ, რომ ყველაფერი მიღწეულია ბედნიერების გარდა, რომელიც შეუძლებელია, სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერი მიღწეულია, სიდჰარტა ანებებს თავს სამეფოს და ძველ ცხოვრებას და იწყებს ახალს და საბოლოოდ ბუდა ხდება.

     ბუდამ ახალი ცხოვრება დაიწყო მას შემდეგ, რაც საკუთარი სიამოვნების ხის კენწეროს მიაღწია და მიხვდა, რომ სიამოვნების კონტინუუმის მიღწევა მის მდგომარეობაში შეუძლებელია. ამიტომ დაიწყო სიამოვნების ახალი ხის აგება. გაუტამას ისტორია გვიყვება არა იმდენად სწორი გზის შესახებ, არამედ, თვითრეფლექსიის შესახებ: ეს ამბავი მოგვითხრობს, რომ მხოლოდ თვითრეფლექსიის და ბედნიერების შეუძლებლობის ცხადი ხილვის შემდეგ ხვდება გაუტამა, რომ სიამოვნების მიღების მიუხედავად, სიამოვნების კონტინუუმი შეუძლებელია.

     მნიშვნელოვანია, რომ გაუტამას შესახებ ისტორიაში ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას გაუტამა მას შემდეგ იღებს, რაც საკუთარი ბედნიერების წინაღობას წააწყდება - მოხუცის, მკვდრის, სნეულის და ასკეტის სახით: მისი სიამოვნების ხის მწვერვალი მიღწეულია, მაგრამ სიამოვნების კონტინუუმი შეუძლებელია, რადგან არსებობენ მკვდრები, სნეულები და ასკეტები. მათი არსებობის წყარო კი გაუტამას სიამოვნების ხის მწვერვალია. ამიტომ, გაუტამას ბედნიერება შეუძლებელია და გაუტამა მიდის ბედნიერების მისაღწევად. ამაშია თვითრეფლექსიის ძალა და ამოცანა.

     გაუტამას მითი ადამიანების სოციუმში შესაძლებელი თვითრეფლექსიის შესახებ ჰყვება: თვითრეფლექსია აუცილებელია არა მარტო სიამოვნების ხის კენწეროს მისაღწევად, არამედ, ამ მიღწევის შემდეგ, მიღწეულისთვის თავის დასანებებლად და ბედნიერების, ანუ სიამოვნების სხვა ხის ასაგებად წასასვლელად.

     სიამოვნების ახალი ხე მხოლოდ მაშინ უნდა ააგო, როცა ერთი ხე დასრულებულია.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, ბუდიზმი, გაუტამა, თევზაძე, სიამოვნება, ფილოსოფია

ნახვა: 339

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters