პლატონი, ნადიმი
თავი VIII

      – ასეთი სიტყვა წარმოსთქვა ფედროსმაო, – ჰყვებოდა არისტოდემოსი. ფედროსის შემდეგ სხვებმაც ილაპარაკეს თურმე, მაგრამ მათი სიტყვები არისტოდემოსს კარგად აღარ ახსოვდა. ამიტომ დუმილით აუარა მათ გვერდი და პირდაპირ პავსანიას სიტყვაზე გადავიდა. აი, ეს სიტყვაც:

      – მე არ მომწონს, ფედროს, თვითონ საკითხის აგრე დასმა. გამოდის რომ ჩვენგან მხოლოდ ქებას მოითხოვ ეროსისას და სხვას არაფერს. ეგ ურიგო როდი იქნებოდა, ერთი ეროსი რომ არსებობდეს მხოლოდ. მაგრამ რაკი ეროსი ერთზე მეტია, ჯერაჯობებდა გაგვერკვია, რომელი მათგანი უნდა აქოს კაცმა. მე შევეცდები ერთგვარად გამოვასწორო ეგ ნაკლი: ჯერ ვიტყვი, რომელი ეროსია ქების ღირსი და მხოლოდ შემდეგ შევაქებ მას ღირსებისამებრ.

      ყველამ ვიცით, რომ არ არსებობს აფროდიტე[1] ეროსის გარეშე. აფროდიტე რომ ერთი იყოს, ერთი იქნებოდა ეროსიც; მაგრამ რაკი აფროდიტე ორია, ეროსიც ორი უნდა იყო უთუოდ. და განა ორ აფროდიტეს არ ვიცნობთ მართლაც? ერთი უფროსია, უდედოდ შობილი ურანოსის მიერ, მიტომაც ციურს[2] ვუწოდებთ მას; მეორე – უმცროსი, ზევსისა და დიონეს ასული. აქედან მისი სახელი – მიწიერი[3]. ამიტომ ბუნებრივი იქნებოდა ამ ორი ქალღმერთის თანამდგომი ორივე ეროსისთვისაც იგივე სახელები გვეწოდებინა – ციური და მიწიერი. ყველა ღმერთი, რა თქმა უნდა, თაყვანისცემის ღირსია, მაგრამ ურიგო არ იქნებოდა თვითეული მათგანის არსი გაგვერკვია თავდაპირველად. ყოველი საქმე აგრეა: თავისთავად ის არც ლამაზია და არც უმსგავსი. ყველაფერი, რას ჩვენ ვაკეთებთ ახლა – ვსვამთ, ვმღერით, ვსაუბრობთ, ლამაზია არა თავისთავად, არამედ თავის გამოვლენაში: ყველაფერი ეს ლამაზია მაშინ, თუ ისე კეთდება, როგორც წესი და რიგია[4], წინააღმდეგ შემთხვევაში – უმსგავსი. იგივე შეიძლება ითქვას ეროსის მიმართაც: ყველა ეროსი როდია ლამაზი და ღირსი ხოტბისა, არამედ მხოლოდ ის, რომელიც ლამაზი სიყვარულისთვის აღგვაგზნებს.

თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ

« წინა თავი

|

გაგრძელება »


[1] აფროდიტე (Ἀφροδίτη; Venus) - სიყვარულის ქალღმერთი, ზევსისა და დიონეს (სხვა ვერსიით ურანოსის - ზესკნელის უფლის) ასული.

[2-3] „ციური“ (Οὐρανία, Venus coelesfis) - აფროდიტეს ეპიტეთია. ურანია უპირისპირდება მეორე ე.წ. Ἀφροδίτη Πάνδημος-s (Venus vulgaris). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ Πάνδημος - საყოველთაო-სახალხოს, საყოველთაოს ნიშნავს პირდაპირ. ამ ეპითეტის ნაცვლად თარგმნელმა აიღო „მიწიერი“.

[4] καλῶς μὲν γὰρ πραττόμενον καὶ ὀρθῶς καλὸν γίγνεται.

შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.

ნახვა: 297

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters