შემოდის ახალი ცნება - „სიამოვნების ხე“, რომელიც მნიშვნელოვანია თვითრეფლექსიაში: „სიამოვნების ხის“ აგებით ადამიანი სწავლობს ბევრ რამეს საკუთარი თავისა და საკუთარი მომავლის შესახებ.

- - - - - - -

      ამ წიგნის წინა ნაწილებში მსჯელობით მივედით დასკვნამდე, რომ თვითრეფლექსია არა მარტო ევოლუციურადაა აუცილებელი, არამედ მნიშვნელოვანი მიზანია წარმატებისა და სიამოვნების მიღწევის გზაზე: თვითრეფლექსიის გარეშე შეუძლებელია, სიამოვნების კონტინუუმის, ანუ ბედნიერების მიღწევა.

      თვითრეფლექსია პასუხობს ოთხ ძირითად კითხვას:

  • რა მსიამოვნებს?
  • რამდენად შეიძლება (რაზეა დამოკიდებული, რომ) ის, რაც მსიამოვნებს, იყოს მდგრადი და მეტ-ნაკლებად მუდმივი?
  • რამდენად შესაძლებელია, რომ ის, რაც მსიამოვნებს, მივიღო სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად?
  • რამდენად მაზიანებს ის, რაც მსიამოვნებს და რამდენად შესაძლებელია სიამოვნების მიღება ჩემი დაზიანების გარეშე?

      ეს ოთხი მარტივი კითხვა არის თვითრეფლექსიის საფუძველი. ამ კითხვებზე პასუხი ყოველდღიური ქცევის რეგულირებას ახდენს: თუკი შენ გაქვს პასუხი ამ კითხვებზე, შესაბამისად, საკმაოდ რთულია, ჩაიდინო ისეთი საქციელი, რომელიც ან ქცევის განხორციელების მომენტში, ან მომავალში, შენზე უარყოფითად იმოქმედებს. შესაბამისად, თვითრეფლექსიის ამ ოთხი შეკითხვის პასუხი აადვილებს ბედნიერებასთან დაახლოებას და, შესაბამისად, სიამოვნების კონტინუუმის მიღწევას.

      თუმცა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი არ არის: იმისათვის, რომ გაიგო, რა გვსიამოვნებს, საჭიროა საკუთარი გრძნობების, მისწრაფებების, განწყობების გაანალიზება. ამისათვის კი საჭიროა საკუთარი გამოცდილების კრიტიკული გააზრება და სკალის - „სიამოვნების ხის“ შედგენა.

      მაგრამ, „სიამოვნების ხის“ შედგენამდე, საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რა არის სიამოვნება, რა მდგომარეობაა ეს, ტვინისა და ორგანიზმის როგორი ურთიერთშესაბამისობაა. მთავარი ამ გაცნობიერებაში არის სიამოვნებისა და სიამოვნების წყაროს (აღგზნების) განცალკევება ერთმანეთისაგან, იმის გარკვევა, თუ რა არის სიამოვნების მდგომარეობა და რა არის ამ მდგომარეობის მიღწევის საშუალება.

      ცხადია, ამ გაცნობიერებაში თქვენ მიერ ნასწავლი სამყაროს აღწერები დაგეხმარებათ. უნდა გახსოვდეთ, რომ სამყაროს აღწერები მხოლოდ ინსტრუმენტებია, რომლებსაც ამჯერად იყენებთ კონკრეტული პრაქტიკული მიზნის მისაღწევად: კონკრეტულად, უნდა დაადგინოთ, თუ რა არის თქვენთვის სიამოვნების წყარო(ები).

      ცხადია, ასაკთან ერთად სიამოვნების წყაროებიც იცვლება. შესაბამისად, თქვენი სიამოვნების ხე ინტენსიურ რევიზიას საჭიროებს. რევიზიის საჭიროების მიმანიშნებელი უნდა იყოს სიამოვნების შემცირების განცდა. ამ შემთხვევაში თქვენ თავიდან უნდა გაიაროთ ოთხი კითხვის პასუხის გზა.

      ხშირ შემთხვევაში სიამოვნების გრძნობის შემცირება, თვითრეფლექსიის გარეშე, იწვევს კონკრეტული სიამოვნების წყაროს ძებნის ინტენსიფიკაციას. შედეგად, ზიანი ადგება არა მარტო თქვენს გზას სიამოვნების კონტინუუმისაკენ, არამედ, შესაძლებელია, თქვენს გარემოსაც და ადამიანებსაც თქვენს გარემოში: სწორედ ეს არის ის კრიტიკული წერტილი, როდესაც თვითრეფლექსია აუცილებელი ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გემუქრებათ ვითარება, როდესაც თქვენი მიზანი იქნება ის, რაც უკვე სიამოვნებას აღარ განიჭებთ. ამიტომ სიამოვნების ძიებაში თქვენ სულ უფრო და უფრო მეტ ძალისხმევას გაიღებთ, უფრო და უფრო მეტს გარისკავთ, დამაკმაყოფილებელი შედეგის გარეშე. შედეგად, დაანგრევთ საკუთარ თავსაც და საკუთარ გარემოსაც.

      შესაბამისად, თვითრეფლექსიას გადამჭრელი როლი აქვს ბედნიერების, როგორც სიამოვნებების მიბჯრის, მიმდევრობის, კონტინუუმის მიღწევაში: თუკი თქვენ წარმატებას მიაღწიეთ, ეს არ ნიშნავს, რომ თვითრეფლექსია არ გჭირდებათ. წარმატების მიღწევის შემთხვევაში ის კიდევ უფრო საჭიროა, რადგან თვითრეფლექსია, რეფლექსია იმის შესახებ, თუ ახლა რა განიჭებთ სიამოვნებას, თქვენს წარმატებას კიდევ უფრო განამტკიცებს და სწორი მიმართულებით წარმართავს. თვითრეფლექსიის გარეშე კი თქვენი წარმატება შეიძლება გაქრეს, თუკი მიღწეულს ისეთ მხარეს განავითარებთ, სადაც ვერ იპოვით თქვენი სიამოვნების წყაროს.

      თვითრეფლექსიის ტექნიკური შედეგი არის თეორია თქვენ შესახებ: რა იცით, რა შეგიძლიათ, რა არის თქვენი მიზანი და მიზნები, რა შეგიძლიათ გამოიყენოთ საშუალებებად და ა.შ. თქვენი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ეს თეორია არ არის საბოლოო, ის მუდამ საჭიროებს გადასინჯვას და კორექტირებას. თვითრეფლექსიის შეწყვეტა და რომელიმე [თქვენ მიერ შექმნილ] თეორიაზე დათანხმება, თქვენი ცნობიერი ცხოვრების შეწყვეტას ნიშნავს.

      შემდეგი თავები ზემოთ აღწერილი კითხვების ახსნა-გამოყენებას მიეძღვნება.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

« წინა ნაწილი

|

გაგრძელება »

ტეგები: Qwelly, თევზაძე, რეფლექსია, სიამოვნება, ფილოსოფია

ნახვა: 4034

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters