თვითრეფლექსია ახასიათებს, როგორც ადამიანს, ასევე ცხოველსაც. განსხვავება ისაა, რომ ცხოველის თვითრეფლექსია ყოველთვის ინდივიდის დონეზე რჩება, მაშინ, როდესაც ადამიანი თვითრეფლექსიის ინსიტუციონალიზაციას ახდენს იდეოლოგიების, ფილოსოფიების, რელიგიური სწავლებების სახით. ანუ თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალიზებული ფორმა სთავაზობს ადამიანს, საკუთარი გამოცდილება ჩაანაცვლოს უკვე მზა გამოცდილებით. ამ ვითარებაში პლატონის ეპისტემოლოგიური პარადიგმის მიხედვით, თვითრეფლექსიის ყველა ინსტიტუციონალიზებული ფორმა საკუთარ თავს საბოლოო ჭეშმარიტებად მიიჩნევს. შემდეგ თავში განხილული იქნება, რა მოუვა თვითრეფლექსიის ამ ფორმებს პარადიგმული ცვლილების შემთხვევაში.
- - - - - - -
თვითრეფლექსიის ისტორია ისეთივე ხანგრძლივია, როგორც ცნობიერების ისტორია: თვითრეფლექსიის ყველაზე უფრო მარტივი მაგალითი სწავლაა - როდესაც ცოცხალი არსება სწავლობს რაიმე მოქმედებას, როგორც მასწავლებლის საშუალებით, ასევე, საკუთარი შეცდომების არ გამეორების გზით.
შესაბამისად, ნებისმიერი სწავლა თვითრეფლექსიის ინსტრუმენტია, მაგრამ არა თვითრეფლექსიის აქტი. თვითრეფლექსია არის კონსტრუირებული ცოდნის საფუძველზე საკუთარი თვითცნობიერების (ანუ სოციალურ სისტემაში ტვინის მოქმედების პროექციის აღქმის) შესახებ აზროვნება. ეს პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანისათვის (და არა მარტო), რომ მოხდა თვითრეფლექსიის ინსტრუმენტების ფორმალიზაცია, ანუ სწავლების ინსტიტუტის ფორმალიზაცია. ეს ფორმალიზაცია არსებობს ყველა საზოგადოებაში, რომლის წევრსაც ტვინი აქვს.
თუმცა ადამიანების საზოგადოება, განსხვავებით სხვა ცხოველებისაგან, ამაზე არ გაჩერებულა: ადამიანების საზოგადოებას თვითრეფლექსიის მოქმედება კონკრეტული ადამიანისაგან მთელ საზოგადოებაზე გადააქვს და ქმნის იდეოლოგიურ თუ ფილოსოფიურ სისტემებს, რომლებიც საზოგადოების წევრებს უყვებიან მათ საკუთარ თავზე: როგორები არიან, რა არის მათი ყოველდღიურობის საფუძველი და როგორები შეიძლება გახდნენ.
განსხვავებაც, ადამიანის და სხვა ცხოველების საზოგადოებებს შორის, ესაა: ცხოველის თვითრეფლექსია, ისევე როგორც გამოცდილების გადაცემა/დასწავლა - ყოველთვის ინდივიდის დონეზე რჩება. ადამიანის თვითრეფლექსია ჩანაცვლებულია თვითრეფლექსიის ინსიტუციონალიზებული ფორმებით: იდეოლოგიებით, ფილოსოფიებით, სხვადასხვა სწავლებებით და ა.შ.
განსხვავებით სხვა ცხოველისაგან, საზოგადოება ადამიანს სთავაზობს, ინდივიდუალური თვითრეფლექსია ჩაანაცვლოს თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალიზებული ფორმებით: ამის ახსნა ყველაზე კარგად ფსიქოანალიზით, ან ნებისმიერი სხვა სწავლების მაგალითით შეიძლება: ნევროზის ფროიდისტული თეორია, რომელიც ადვილად აღქმად სქემას აგებს ადამიანის შესახებ, არის ინსტრუმენტი, რომელსაც ფსიქოანალიზის თუნდაც ზედაპირულად მცოდნე და ფსიქოანალიზში მორწმუნე ადამიანი იყენებს საკუთარი საქციელის/განწყობის ასახსნელად. ანუ, ახორციელებს ინსტიტუციონალიზებულ თვითრეფლექსიას - ადგენს საკუთარი ქცევის მიზეზს და „რეალურ“ მიზანს. ეს არის სწორედ ის ცოდნა, რომელიც ინსტიტუციონალიზებულია საზოგადოებაში, როგორც თვითრეფლექსიის ინსტრუმენტი.
თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალიზაციის ყველაზე გამორჩეული ფორმა, ალბათ, მაქსიმა „შეიცან თავი შენი“ და გამოქვაბულის მითია: გამოქვაბულის მითი გვთავაზობს უნივერსალურ გზას, თუ როგორ უნდა გამოხვიდე ყოფნის გამოქვაბულიდან ყოფნის ჭეშმარიტების შუქზე: ეს სწავლება, ისევე როგორც გამოთქმა „შეიცან თავი შენი“ - კონკრეტული ფილოსოფიაა, რომელიც გასწავლის შენს გარემომცველ სამყაროს და წარმატების მიღწევის გზას: ის ყველასათვის საერთო და უნივერსალურია.
შესაბამისად, თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალიზაცია, რომელიც, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მხოლოდ ადამიანს ახასიათებს, გვიჩვენებს სამყაროს და ჩვენს ადგილს მასში, ისე, რომ ძალიან ცოტა ადგილი რჩება ინდივიდუალური თვითრეფლექსიისათვის.
ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა სამყაროში პიროვნული თვითრეფლექსია საზოგადოებრივი, საყოველთაო თვითრეფლექსიითაა ჩანაცვლებული: საგანმანათლებლო სისტემები, მეცნიერული თეორიები, კვლევები - გვაძლევს თვითრეფლექსიის ინსტრუმენტებს, რომელთა მიყენებაც საკუთარი თავისთვის ადვილია და ყოველთვის ერთსა და იმავე სტანდარტულ შედეგს იძლევა. გარდა ამისა, იგივე ინსტრუმენტები გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ სხვა ადამიანის საქციელიც.
ადამიანის ცოდნის განვითარებასთან ერთად თვითრეფლექსიის ინსტრუმენტებიც ვითარდება და მრავალფეროვნდება: მაგ., ევროპის შუა საუკუნეებში თვითრეფლექსიის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტრუმენტი რელიგიური იდეოლოგია იყო. აღსანიშნავია, რომ ტოტალიტარული რეჟიმები მოწოდებულები არიან, ჰქონდეთ მხოლოდ ერთი თვითრეფლექსიის ინსტრუმენტი და აკრძალონ სხვები: მაგ., ასე იყო საბჭოთა კავშირში, როდესაც თვითრეფლექსიის ლეგიტიმური ინსტრუმენტი საბჭოთა იდეოლოგია იყო (რომელიც პერმანენტულად განიცდიდა რევიზიას, პოლიტიკური მიზეზებით), ხოლო თვითრეფლექსიის სხვა, იმ დროს დასავლურ ცივილიზაციაში არსებული ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა გენეტიკა, სოციოლოგია, კიბერნეტიკა, დარვინის ევოლუციური თეორია [1] - აკრძალული. ცხადია, რატომაც: ყველა ეს თეორია იძლევა სოციალური ქცევების სხვა ინტერპრეტაციას, ვიდრე საბჭოთა იდეოლოგია იძლეოდა. შესაბამისად, საბჭოთა კავშირი არ კრძალავდა ფიზიკას, მათემატიკას, რომლებიც ვერ იმუშავებდნენ, როგორც თვითრეფლექსიის ალტერნატიული ინსტრუმენტები. მაგრამ, იმ თეორიების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რომლებსაც ადამიანის შესახებ განსხვავებული ცოდნის აგების პოტენციალი ჰქონდა.
გამომდინარე ზემოთქმულიდან, ადამიანების საზოგადოების მიერ თვითრეფლექსიის ინსტრუმენტების ინსტიტუციური განვითარება შეიძლება აღვწეროთ, როგორც თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალური ფორმების გამრავალფეროვნება: რაც უფრო ნაკლებად ტოტალიტარულია საზოგადოება, თვითრეფლექსიის მით უფრო მეტი ლეგიტიმური ინსტიტუციონალიზებული ინსტრუმენტი არსებობს.
მაგრამ, რამდენად გვეხმარება ეს ინსტრუმენტები თვითრეფლექსირებაში და ხომ არ არის ყველა ეს ინსტრუმენტი კვლავ თვითცნობიერების დონეზე არსებული, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი მათგანი ძალიან რთულად და, საკუთარი ქცევის ახსნისათვის მომხიბლველად გამოიყურება?
ეს კითხვა სხვანაირადაც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ: ხომ არ ხდება თვითრეფლექსიის ინსტიტუციონალიზაციით თვითცნობიერების სფეროს გაფართოება? თუკი თვითრეფლექსიის ინსტრუმენტები სოციალური სისტემის ზედაპირზე გვეძლევა (განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების სახით), რამდენად რჩება ისინი თვითრეფლექსიის ინსტრუმენტებად და არ გარდაიქნება თვითცნობიერების სფეროდ, ანუ ყოველდღიურობად?
თუკი ადამიანის ევოლუციის პროცესი სოციალური ქცევის ტექნოლოგიზაციაა, თვითრეფლექსიაც, როგორც სოციალური ქცევა (არასოციალური ქცევა არ არსებობს), ტექნოლოგიზაციას უნდა დაექვემდებაროს და ექვემდებარება კიდეც. მაგრამ, ხომ არ არის ეს იმის საბუთი, რომ ტექნოლოგიზაცია გარდაუვალად მიგვაქანებს თვითრეფლექსიის თვითცნობიერებამდე დაყვანისაკენ? არამც და არამც. ამ შემთხვევაში ჩვენი მსჯელობა დაკარგული სამოთხის შესახებ ტირილს დაემსგავსებოდა, რითაც სავსეა მეოცე საუკუნის (და არა მარტო) ფილოსოფიები ადამიანის შესახებ.
ტექნოლოგიზაცია, ერთი მხრივ, თვითრეფლექსიის გართულებაა, იმიტომ, რომ ის რთულ აღწერებს გვთავაზობს და მოითხოვს ჩვენგან, რომ ამ აღწერებში გავერკვეთ. მაგრამ, მეორე მხრივ, ტექნოლოგიზაცია გვიადვილებს თვითრეფლექსიას, რაკი თვითრეფლექსიის ბევრ ინსტრუმენტს გვთავაზობს: რაც უფრო მეტი თვითრეფლექსიის ინსტრუმენტი მაქვს, მით უფრო ადვილია თვითრეფლექსია, აზროვნება საკუთარი თვითცნობიერების შესახებ: თუკი ერთი რომელიმე თეორია დამაკმაყოფილებლად ვერ ან არ ხსნის ჩემს ქცევას, მაშინ ამას წარმატებით გააკეთებს სხვა თეორია.
ოღონდ აქაც, არსებული, პლატონის მიერ შეცვლილი პარადიგმა პრობლემას უქმნის თვითრეფლექსიის განხორციელებას: პლატონისეული პარადიგმის მიხედვით, თვითრეფლექსიის ეს ინსტრუმენტები საბოლოო ინსტანციებადაა წარმოდგენილი: სამყაროს ყველა აღწერა, რომელიც შეიძლება გამოდგეს ჩვენი თვითრეფლექსიისათვის, საკუთარ აღწერას ერთადერთ და აუცილებელ აღწერად მიიჩნევს, სადაც ჩვენი ქცევა ამას ნიშნავს და არა სხვა რამეს. თვითრეფლექსიის ინსტრუმენტების ასეთი აღქმა არსებულ პლატონისეულ პარადიგმაში გარდაუვალია: ყველი სურათი მოგვეწოდება, როგორც, არსებული მომენტისათვის, სამყაროს ჭეშმარიტ სურათთან საბოლოო და, ამ მომენტისათვის შეუცვლელი მიახლოება.
შემდეგ თავში განვიხილავ, რა ემართება თვითრეფლექსიის ინსტრუმენტს პარადიგმის ცვლილების შემთხვევაში.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
-----------------
[1] დარვინის ევოლუციური თეორია სსრკ-ში „ნახევრად კანონგარეშე“ გახდა საბჭოთა პოლიტიკის მიერ გენეტიკის დაგმობის შემდეგ, იმდენად ადასტურებდა გენეტიკური კვლევები დარვინის თეორიას. დარვინი არ აუკრძალავთ, მაგრამ არც გამოუციათ და სკოლებში/უნივერსიტეტებში დარვინის საკუთარ, ოფიციალურ ვერსიას ასწავლიდნენ.
| |
ტეგები: Qwelly, განათლება, თევზაძე, რეფლექსია, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•