ამ წიგნში შემუშავებული დისკურსის მიხედვით, თუკი სიამოვნების ყოველი ახალი ხე ისევე არის წარმატებებზე ორიენტირებული, როგორც წინა, გარდაუვალია კვლავ ახალი ხის აგებაზე ორიენტაცია. და ასე მუდამ, იქამდე, ვიდრე თქვენი ცხოვრება არ დამთავრდება.

- - - - - - -

      სიამოვნების ახალი ხის შესახებ კითხვის პასუხი ისევ და ისევ ბუდას ცხოვრებაშია: მეფობისათვის თავის დანებების შემდეგ სიდჰარტამ ბევრი გზა სცადა. მაგრამ, ყველა გზამ ისევ და ისევ ამ გზის უარყოფამდე მიიყვანა და სიამოვნების ახალი ხის ასაგებად მიმართა.

      ამ წიგნში შემუშავებული დისკურსის მიხედვით, თუკი სიამოვნების ყოველი ახალი ხე ისევე არის წარმატებებზე ორიენტირებული, როგორც წინა, გარდაუვალია კვლავ ახალი ხის აგებაზე ორიენტაცია. და ასე მუდამ, იქამდე, ვიდრე თქვენი ცხოვრება არ დამთავრდება.

      მაგრამ, ბუდა გვთავაზობს წარმატების შემდგომი ცხოვრების ერთ ვერსიას - ჭვრეტით, სიმშვიდეში არებობას, როდესაც წარმატება აღარ არის მიზანი და როდესაც აცნობიერებ, რომ წარმატებისაკენ კიდევ ერთი სწრაფვა კიდევ ერთი, სიამოვნების ახალი ხის აგებით დამთავრდება.

      მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თუკი თქვენი მიზანი ბედნიერება, ჭვრეტით, სიმშვიდეში ცხოვრებაა, მაშინ ყველა ის თქვენი წინა მცდელობები, როდესაც სიამოვნების ხეს აგებდით და აღწევდით წარმატებას, ამ მდგომარეობისათვის მომზადებაა.

      ამიტომ, თქვენი წარმატებული ცხოვრება ან ცხოვრებები, სიმშვიდესა და ჭვრეტაში ცხოვრებისათვის მომზადება უნდა იყოს. ამ მომზადების პროცესის იმდენი ვერსია არსებობს, რამდენიც ადამიანია. მაგრამ ერთი რამ ცხადია: თუკი გინდათ, ბედნიერი იყოთ, წარმატების მიღწევა არის არა თქვენი მიზანი, არამედ, საშუალება, წარმატების მიღწევის შემდეგ გახდე ბედნიერი და დარჩენილი ცხოვრება ჭვრეტასა და სიმშვიდეში გაატარო.

      ჭვრეტა და სიმშვიდეში ცხოვრება შეუძლებელი გახდება, თუკი თქვენ, თქვენი ცხოვრების დასაწყისში ის ოთხი კითხვა არ დაუსვით საკუთარ თავს და არ იცხოვრეთ მიღებული პასუხების შესაბამისად. ეს ოთხი კითხვაა:

• რა მსიამოვნებს?

• რამდენად შეიძლება (რაზეა დამოკიდებული, რომ) ის, რაც მსიამოვნებს, იყოს მდგრადი და მეტ-ნაკლებად მუდმივი?

• რამდენად შესაძლებელია, რომ ის, რაც მსიამოვნებს, მივიღო სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად?

• რამდენად მაზიანებს ის, რაც მსიამოვნებს და რამდენად შესაძლებელია სიამოვნების მიღება ჩემ დაუზიანებლად?

      ამ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემით და სიამოვნების შესაბამისი ხის კონსტრუირებით თქვენ მოამზადებთ თქვენს მომავალ ბედნიერ ცხოვრებას წარმატების გავლით. თუკი კონკრეტული წარმატების მიღწევისას თქვენ ჩათვლით, რომ მიღწეული წარმატება არ არის საკმარისი ბედნიერი ცხოვრებისათვის, წარმატების კიდევ ერთ წრეს გაივლით.

      გარდაუვალად წარმოიშობა კითხვა, რა არის ეს მომზადება? ცხადია, საკუთარი მომავალი ცხოვრების მატერიალური უზრუნველყოფაა, მაგრამ - არა მარტო: თქვენ წარმატებას უნდა მიაღწიოთ გარემომცველი სამყაროსთვის მინიმალური შესაძლებელი ზიანის მიყენებით და მას შემდეგ, რაც ჩათვლით, რომ მზად ხართ ბედნიერების მდგომარეობაში შესასვლელად, „გარეთ“ არ უნდა დაგრჩეთ რამე ან ვინმე, რამაც შეიძლება შეგაწუხოთ, შეგაჯანჯღაროთ და გაიძულოთ, ისევ წარმატების წრებრუნვაში დაბრუნდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბედნიერება - ჭვრეტით და სიმშვიდეში ცხოვრება - გამორიცხულია.

      შესაბამისად, რაც უფრო ადრე დაიწყებთ თვითრეფლექსიას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ, მიაღწიოთ ბედნიერების მდგომარეობას. ეს არ ნიშნავს, რომ გვიან თვითრეფლექსიას არა აქვს შედეგი. უბრალოდ, გვიანი თვითრეფლექსიის, წარმატების მიღწევის შემდგომ თვითრეფლექსიის შემთხვევაში, თქვენ, სავარაუდოდ, უფრო მეტი მიყენებული და „გამოსასწორებელი“ ზიანი გექნებათ, ვიდრე ადრეული თვითრეფლექსიისას. ეს გამოსწორება, შეიძლება მიღწეული წარმატების ფარგლებში ვერ მოახერხოთ და კიდევ ერთი „სიამოვნების ხის“ აგება და წარმატების კიდევ ერთ წრეზე წასვლა დაგჭირდეთ. შესაბამისად, შეიძლება ვერც მოასწროთ წარმატების წრეებიდან თავის დაღწევა და ბედნიერებაში ცხოვრება. ადამიანის ცხოვრება სასრულია და ხანდახან, უცაბედად სასრული.

      საბოლოოდ, კიდევ ორი წარმოსახვითი ბიოგრაფია განვიხილოთ, იმისათვის, რომ კარგად გავიაზროთ განსხვავება გვიან და ადრეულ თვითრეფლექსიებს შორის:

      პირველი პერსონაჟი წარმატებული ადამიანია, რომელიც ჩვეულებრივად, საზოგადოებაში მიღებული წესების მიხედვით აღწევს დიდ წარმატებას და გადაწყვეტს, რომ ის მზად არის ბედნიერებისათვის. თვითრეფლექსიის, ანუ ოთხ კითხვაზე პასუხის გაცემისას ის აღმოაჩენს, რომ მის მიერ მიყენებული ზიანი დიდია, ბევრ ადამიანს ეხება და მისი ბედნიერება, ანუ ჭვრეტაში და სიმშვიდეში არსებობა შეუძლებელი იქნება, თუკი ამ ადამიანების ზიანი არ გამოასწორა. ამიტომ, პირველი პერსონაჟი გადაწყვეტს, რომ ახალ წარმატებას მიაღწიოს უკვე თვითრეფლექსიის გამოყენებით, შეამციროს წინა წარმატების მიღწევის დროს მიყენებული ზიანი და შემდეგ თავი დააღწიოს წარმატებების წრეს და ჭვრეტაში და სიმშვიდეში გაატაროს დარჩენილი ცხოვრება. მოახერხებს პირველი პერსონაჟი ამის გაკეთებას? შეიძლება კი, შეიძლება არა. დრო ულმობელია. შეიძლება მისი ცხოვრება ისე დამთავრდეს, რომ ვერც მიაღწიოს იმ მომენტს, როდესაც წარმატებების წრიდან თავის დაღწევას შეძლებს.

      მეორე პერსონაჟიც წარმატებული ადამიანია, მაგრამ, განსხვავებით პირველი პერსონაჟისაგან, მან ადრევე დაიწყო თვითრეფლექსია და საკუთარი დიდი წარმატების მიღწევის გზა თვითრეფლექსიის საშუალებით დაგეგმა. შედეგად, როდესაც მან წარმატებას მიაღწია და მოინდომა წარმატებების წრიდან გამოსვლა, მან ეს ადვილად მოახერხა, იმდენად მცირე და უმნიშვნელო ზიანი მიადგა მისი მხრიდან მის გარემოს და გარემოცვას. მან ადვილად გააგრძელა ცხოვრება ჭვრეტა-სიმშვიდის გზაზე და არც ერთხელ არ დაბრუნებულა წარმატებების წრებრუნვაში.

      შეიძლება ვინმეს გაუჩნდეს კითხვა, თუ რამდენად დაცული ხართ მაშინ, როდესაც ბედნიერებაში იწყებთ ცხოვრებას? რამდენად დაცული ხართ წარმატებების წრებრუნვაში დაბრუნებისაგან? პასუხია: არანაირად. თუკი პოლიტიკური და სოციალური, ანდა ბუნებრივი კატასტროფა ხდება, თქვენი გადასაწყვეტია, გამოხვალთ თუ არა სიმშვიდიდან და დაბრუნდებით თუ არა წარმატებების წრებრუნვაში, იმისათვის რომ სხვებს მიეხმაროთ. თუმცა თქვენი გამოცდილება, რომელმაც ერთხელ უკვე გამოგიყვანათ წარმატებების წრებრუნვიდან, იმის გარანტია იქნება, რომ უმეტესად სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და, როგორც კი ამის საშუალება მოგეცემათ, დაბრუნდებით ჭვრეტისა და სიმშვიდის სამყაროში.

გიგი თევზაძე

წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია

დასასრული!

« წინა ნაწილი

ტეგები: Qwelly, ბედნიერება, თევზაძე, ფილოსოფია, წარმატება

ნახვა: 294

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters