როდესაც მოიფიქრებთ და დაადგენთ თქვენი სამიზნე სიამოვნების და მისკენ მიმავალი სიამოვნების გზების მდგრადობას, უნდა დასვათ კითხვა, რამდენად შესაძლებელია ყველა ამ სიამოვნების მიღება სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად? სიამოვნების მიღებით სხვების დაზიანება, ან თუნდაც სხვების განაწყენება, ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა თქვენი კითხვა უნდა მდგომარეობდეს არა იმაში, ხომ არ განაწყენდება ვინმე, როდესაც თქვენ სიამოვნების მიღებას ეცდებით, არამედ, ხომ არ დაისახავს ვინმე, თქვენი მოქმედების შედეგად საკუთარ სიამოვნებად თქვენი დაზიანება დასახოს? შემდეგი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, ამავე რიგისაა: რამდენად შეეძლება მას (ვინც საკუთარ სიამოვნებად თქვენს დაზიანებას განიზრახავს) ამ მიზნის განხორციელება?
- - - - - - -
წარმოიდგინეთ ადამიანის ცხოვრება, რომელიც კარგად და ზედმიწევნით არის დაგეგმილი. არ არის გამოტოვებული არც ერთი ნიუანსი, რომელმაც შეიძლება წარუმატებლობა გამოიწვიოს. ყველაფერი გათვლილია. და ეს ადამიანი, ცხადია, აღწევს დიდ წარმატებას, როგორც დაგეგმილია. მაგრამ, უეცრად, როდესაც ის წარმატების პიკზეა, ის დარტყმას დარტყმაზე იღებს, და ვერ გაურკვევია, რა ხდება. თვლის, რომ ეს შეთქმულებაა მის წინააღმდეგ, ანდა - რომ მას საბოლოოდ ბედმა უმტყუნა. თუმცა, ახსენდება, რომ მისი წარმატება მისივე შექმნილია და იწყებს გამოძიებას. იწყებს და ვერაფერს ვერ პოულობს. არავინ არის ექსკლუზიურად მის წინააღმდეგ. უბრალოდ, ასე ხდება. ბედის გამო? არამც და არამც. უბრალოდ, ეს ადამიანი არ დაფიქრებულა იმ გავლენაზე, რომელსაც მისი წარ მატება ახდენდა გარემოზე. არადა, წარმატების შესაბამისად, ეს გავლენა ძლიერი იყო. ამ გავლენამ საკუთარი ადამიანები და ვითარებები შემოიყვანა წარმატების არეალში, რომლებმაც საკუთარი წარმატების მიღწევა გადაწყვიტეს. ცხადია, ამ წარმატებების მიღწევის გზაზე მათ უკვე მიღწეული, გაჩერებული, თუმცა ბრწყინვალე წარმატება გადაეყარათ, რომელიც უნდა მოეშორებინათ. სხვანაირად ისინი, სხვები, წარმატებას ვერ მიაღწევდნენ.
რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს ზემოთ მოთხრობილი ამბავი წარმატების და მისი სიმყიფის ფორმულაა. ამიტომ, თუკი გადაწყვეტილი გაქვთ წარმატების მიღწევა, აუცილებლად უნდა იფიქროთ იმ მომავალზეც, რომელიც წარმატების მიღწევის შემდეგ დგება. მართალია, ჩვენი სიუჟეტის გმირს არ უნდოდა სხვებისათვის ზიანის მიყენება, მაგრამ, ეს აუცილებლად ხდება და მით უფრო მასშტაბურია, რაც უფრო მასშტაბურია წარმატება.
როდესაც მოიფიქრებთ და დაადგენთ თქვენი სამიზნე სიამოვნების და მისკენ მიმავალი სიამოვნების გზების მდგრადობას, უნდა დასვათ კითხვა, რამდენად შესაძლებელია ყველა ამ სიამოვნების მიღება სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად? სხვებისთვის ზიანის მიყენება, ან თუნდაც სხვების განაწყენება, სიამოვნების მიღებით ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, თქვენი კითხვა უნდა მდგომარეობდეს არა იმაში, ხომ არ განაწყენდება ვინმე, როდესაც თქვენ სიამოვნების მიღებას ეცდებით, არამედ, ხომ არ აპირებს ვინმე, თქვენი მოქმედების შედეგად, საკუთარ სიამოვნებად თქვენი დაზიანება დაისახოს მიზნად? შემდეგი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, ამავე რიგისაა: რამდენად შეძლებს ის (ვინც საკუთარ სიამოვნებად თქვენს დაზიანებას განიზრახავს) ამ მიზნის განხორციელებას?
ცხადია, უმჯობესია, რომ თქვენს თვითრეფლექსიის თეორიაში ამ კითხვებზე პასუხი უარყოფითი იყოს. ყოველ შემთხვევაში, მეორე კითხვაზე მაინც. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მეორე კითხვაზე ვერასოდეს ვერ გასცემთ დარწმუნებულ უარყოფით პასუხს. თქვენ არასოდეს არ იცით, რა შესაძლებლობას გააჩენს სხვისი სურვილი, მიიღოს სიამოვნება თქვენი დაზიანებით.
ამიტომ, სასურველია, თუკი თქვენს თვითრეფლექსიის თეორიაში ამ კითხვებზე დადებითი პასუხი საერთოდ არ იარსებებს. რაც უფრო მეტ ადამიანს და სოციალურ ქვესისტემას ეხება თქვენი საბოლოო მიზანი - „სიამოვნების ხის“ კენწეროზე რომ არის მოთავსებული - მით უფრო მეტი შანსია, რომ ამ კითხვებზე პასუხი დადებითი იყოს. თუმცა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, როდესაც ამ კითხვაზე პასუხი რეფლექსირებულია, მით უფრო ადვილი იქნება თქვენთვის, წინ აღუდგეთ თქვენი დაზიანების მცდელობებს.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამის გაცნობიერება გარკვეულწილად აუქმებს თქვენს საბოლოო მიზანს: თუკი შესაძლებელ ზიანზე თვითრეფლექსია არსებობს, მაშინ რამდენად არის საბოლოო სიამოვნება სრული? მეორე მხრივ, თუკი მიზანი და მისაღები სიამოვნება მაღალი ფსიქოლოგიური და სოციალური ღირებულებისაა, შესაძლებელია, თქვენ დათანხმდეთ შესაძლებელ ზიანს. ამ შემთხვევაში, მიზანი (სიამოვნება) განხორციელდება შესაძლებელი ზიანის თვითრეფლექსიით და შესაძლებელი ზიანი თქვენი სიამოვნების მიღწევის ნაწილი გახდება.
გიგი თევზაძე
წიგნიდან: საბოლოო ფილოსოფია
| |
ტეგები: Qwelly, თევზაძე, სიამოვნება, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივლისი 10, 2026.
საათი: 10:57am
0 კომენტარი
0 მოწონება
Hair Dryer Brush Manufacturer: Daily Grooming Tool for Healthy Hair and Scalp Care A hair brush is one of the most common and essential personal grooming tools used in…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•