გასული საუკუნის ალბათ ყველაზე ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი ირვინგ პენი (Irving Penn) დაიბადა 1917 წლის 16 ივნისს, ნიუ ჯერსის შტატში, ქალაქ პლეინფილში. მშობლები ჰარი პენი და სონია გრინბერგი. ირვინგ ჰყავდა უმცროსი ძმაც - არტურ პენი, რომელიც შემდგომში კინორეჟისორი და პროუსერი გახდება.
სკოლის დამთავრების შემდეგ 1934-1938 წლებში სწავლობს ფილადელფიის მუზეუმის სკოლაში ინდუსტრიალური ხელოვნების განხრით (დღეს ამ მუზეუმს ეწოდება ხელოვნების უნივერსიტეტი). გადაცებულია მხატვრობით, ფერწერით, გრაფიკით, მაგრამ რატომღაც დღემდე შემორჩენილიც არ არის მისი ნახატები. ფოტოგრაფის კარიერა უკავშირდება ჟურნალ Vogue-ს, სადაც 1943 წლის ოქტომბრის ნომერში, გარეკანზე მისი გადაღებული ფოტო გამოჩნდა.
1950 წელს პენი აფუძნებს საკუთარ სტუდიას, ოღონდ ნიუ იორკში და იწყება ახალი, პოპულარული და სახელგანთქმული ფოტოგრაფის მოღვაწეობა.
1975 წლიდან მოყოლებული, პენის გამოფენები დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლოს, დაახლოებით 35-მდე გამოფენა მოეწყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, და მისი გარდაცვალების შემდეგაც არ ტოვებს ფოტოგრაფიის მოყვარულთა ინტერესის სფეროს. 2013 წელს კიდევ ერთი გამოფენა მიეძღვნა მის შემოქმედებას.
პენი გახლავთ რამდენიმე წიგნის ავტორი და რადენიმე წიგნის მთავარი გმირიც.
2009 წლის 7 ოქტომბერს, 92 წლის ასაკში, მანჰეტენზე, საკუთარ სახლში გარდაიცვალა სახელგანთქმული ფოტოგრაფი.
მისმა ობიექტივმა არაერთი ცნობილი სახის პორტრეტი შემოგვინახა, რომლის წარმოდგენასაც დღე ვაპირებ.
დავიწყოთ:

The Hand of Miles Davis

Georgia O'Keeffe, Gypsy Rose Lee

Ballet Society, 1948

Truman Capote, Spencer Tracy

Joe Louis

Duchess of Windsor, Mrs. William Rhinelander Stewart

Marlene Dietrich

Igor Stravinsky, Marcel Duchamp

Jean Cocteau

Al Pacino

John F. Kennedy

Ingmar Bergman

Truman Capote

Louise Bourgeois

Kate Moss

Simone de Beauvoir

Ingmar Bergman

Audrey Hepburn

Alfred Hitchcock

Giorgio de Chirico

Dorian Leigh and Maurice Tillet

Maurice Tillet

Eugene Ionesco

Marlene Dietrich

Jacob and Gwen Lawrence

Rudolf Nureyev

Raymone and Blaise Cendrars

Doug, Hells Angels (San Francisco), 1967
...და ახლა პირადად ჩემს აზრს მოგახვევთ თავს. ირვინგ პენი სხვადასხვა მიმდინარეოებში საკუთარ კვალს და ხელწერას ტოვებდა, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულია მისი - "სიცოცხლის სტილი" და აქედან ამოვარჩევ რამდენიმე ფოტოს...

დღეისთვის გვეყოფა... სხვა ფოტოებზე მომავალში შემოგთავაზებთ ცალკე პოსტს.
P.S. მეტწილად გოგოების გასაგონად!
ეს ადამიანი არის მსოფლიო ფოტოგრაფიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი! დააკვირდით პირველ ფოტოს სადაც თავად ფოტოგრაფია გამოსახული - ავტოპორტრეტი! მართალია მის გვერდით ფოტოაპარტი დგას და სულაც არ ჰგავს Iphone_ს, მაგრამ სადმე ხედავთ ან კაფელს ან დაპრუწულ ტუჩებს?!
ტეგები: Art, Ballet, Capote, Cocteau, Davis, Dietrich, Duchamp, Georgia, Gypsy, Igor, მეტი...Irving, Jean, Joe, John, Kennedy, Lee, Louis, Marcel, Marlene, Miles, O'Keeffe, Pacino, Penn, Photography, Qwelly, QwellyGraphy, Rose, Society, Spencer, Stravinsky, Tracy, Truman, ბიოგრაფია, ირვინგი, პენი, ფოტოგრაფია, ხელოვნება
ლაიქი P.S-ს ძმაო
ლიკა ქადაგიშვილი ამხელა ფოტოგრაფს არაფერი და ამ ტილიანი P.S.-ს გამო like? :D :D :D მადლობა მადლობა :*
papuna_მ თქვა:
მომეწონა ძალიან!
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:54am
0 კომენტარი
0 მოწონება
LOS ANGELES — Just last night on April 13, the Los Angeles Dodgers shut out the New York Mets 4-0 at Dodger Stadium, handing the Mets their sixth straight loss.
Rookie left-hander…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Wilson_მ.
თარიღი: აპრილი 15, 2026.
საათი: 10:50am
0 კომენტარი
0 მოწონება
NEW YORK — On April 13, 2026, the New York Yankees rallied from a late deficit to defeat the Los Angeles Angels 11-10 in thrilling fashion at Yankee Stadium, snapping a five-game losing streak.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•