ეს ლექსი ძალიან შემიყვარდა , ჩემს ბავშვობას მახსენებს , თან ჩემი მოსახელეა :):):):)

 

პრინცესების კულულებს
ეფერება თათია,
მერე წიგნით დახუნძლულ
თაროებთან მიირბენს,

ზღაპრის ყველა ფურცელზე
ცისარტყელა ანთია
და მიიკვლევს ოცნების
სამყაროსკენ ბილიკებს.

კითხვა ჯერაც არ იცის,
ამიტომაც,  ბაბუა,
თითქოს, თვალწინ უცოცხლებს
უსაყვარლეს ნახატებს,

ერთი ზღაპრის გმირი სულ
მისნაირი გოგოა,
ნატვრისთვალა ჰქვია და
თან სახელსაც ამართლებს.

მერე ათას შეკითხვას
სვამს პაწია მსმენელი:
-ცა ყველაზე დიდია?
-ნუკრის დედას რა ჰქვია?

-ბაბუ, ბაბუ, მითხარი,
ღმერთი ყველას ერევა?!
არასდროს რომ არა სჩანს,
ალბათ, ბევრი საქმე აქვს.

ახლა დათვლა ვისწავლოთ,
ერთი, ორი, სამი და
ხელებს დააჩერდება,
მერე ისევ განაგრძობს,

ჰოდა, ამასობაში,
იმდენი დრო გავიდა…
ის ჩვეულად ბუტბუტებს,
ძილი სულაც არ ახსოვს.

აფახულებს დიდ თვალებს,
იღიმება, ღიღინებს
დედიკოსგან გაგონილ
მელოდიის სტრიქონებს,

მერე ეთამაშება
თავისივე კიკინებს,
თან კი საინტერესო
ახალ ამბებს იწონებს:

სპილოს შვილი სპლიყვია,
იხვისა კი – ჭუჭული,
ჩიტის პირი – ნისკარტი,
დათვის ხელი თათია,

ეუბნება ბაბუა,
კეთილი ხმით ჩურჩულებს,
და ნელ-ნელა ბურანი
ეპარება თათიას.

თეა თაბაგარი

ტეგები: თათია, თეა, პოეზია

ნახვა: 126

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters