თოვს და ქუჩაში გავედი,
ნიბლია ვნახე გარეთ.
მისი ლამაზი თვალები
მაგონებს მე შენს თვალებს.
ქარში ფიფქები მიჰქრიან,
შენ კი თვალებით ბრწყინავ.
შინ შევიყვანე ნიბლია,
გაუთოშია ყინვას.
მე შენზე ფიქრმა დამთოვა,
სად ხარ სუსხიან ღამეს,
ნიბლია სახლში დავტოვე,
მე გამოვვარდი გარეთ.
დაგეძებ სად არ დაგეძებ,
შენ მენატრები როგორ!
ნიბლიასავით თოვში
არ გამეყინო,გოგო!
ტეგები: mamforia, poetry, qwelly
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:18pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 6:54pm
0 კომენტარი
0 მოწონება
© 2025 George.
•