"სიბერეში"

ამ შუაღამით ვზივარ მარტოდ,
ვზივარ მარტოდ სიცივეში,
არ მქონია გრძნობა ფართოდ,
სული მიმდის სიბნელეში.
აღარ ვიცი, რა მოგწერო,
იქნებ არ ღირს გაოცება,
იქნებ იცი რა მიშველო,
და მომიძღვნა გაოგნება.
ქარმა იხსნა ჩემი გული,
მთვარემ მწარედ გამიღიმა,
რათ უნდოდა ჩემი სული,
მიწამ ჩუმად ჩაიცინა.
და ამ ღამით არემარე,
გადაიქცა თითქოს სევდად,
ჩემს გრძნობებთან გავიარე,
გული იქცა თითქოს წყენად.
რა ხანია ჩემო კარგო,
დავდივარ ამ სიბნელეში,
სიცივეში ვზივარ მარტო,
ალბათ ასე სიბერეშიც.

ა.გოქსაძე (ალექსანდრე)

ნახვა: 1193

გამოხმაურებები!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება

Qwelly World

free counters