დიდი სიყვარული არ გამქრალა,
უბრალოდ ცხოვრებამ ბოროტად გაიხუმრა,
ფერად ყვავილებს ფერი ეცვალა
ზაფხულის ცხელი დღე ზამთარმა შეცვალა.
ერთმანეთი ისევ ენატრებათ,
ისევ განიცდიან, ისევ სტკივათ,
თანდათან დარდებს დარდები ემატება
ყველაფერი შეცვალა იმ ერთმა სიტყვამ..
ვერ გაიგო ვერცერთმა რა მოხდა,
ის უკან მოუხედავად წავიდა,
მას შემდეგ ცოტა დრო მაგრამ იმათთვის
თითქმის ერთი საუკუნე გავიდა..
გავიდა დრო და ორივე ისევ,
იღლება ერთმანეთზე ოცნებით ფიქრით
გულები უდიდეს სიყვარულს იტევს,
უყვართ ერთმანეთი მზემდე, მზის იქით.
ორივეს აცოცხლებს ისევ მოგონება,
ფიქრებში იხატება მათი მონატრება,
ცხოვრებამ ორივე რამდენჯერ დატანჯა,
რამდენჯერ ისინი შავთეთრი დახატა,
ფერადი დღე იყო და უცებ დაღამდა,
თითქოს ყველაფერი იმ ღამით დამთავრდა,
მზემ არ გაიღიმა და ცრემლი დაღვარა,
მთვარემ სხივები ღრუბლებში დამალა,
უცებ დამთავრდა ბედნიერი დღეები,
უცებ შეიცვალა ლამაზი ფერები,
აღარ ეფერება ერთმანეთს ხელები,
თურმე რა სწრაფად გასულა თვეები...
ისევ მწუხარება, ისევ ცრემლები,
შემოგომამაც დაკარგა ელფერი,
ვარდების ნაცვლად ისევ ეკლები,
ისევ შრიალებენ მწუხარედ ვერხვები,
ჰაერში გაიფანტა ბედნიერება
მხოლოდ სევდა და მოგონება დარჩა,
ლამაზ მოგონებას ცრემლები ერევა,
მათი სიყვარული ვერ გადარჩაა,
ვერ ახდა მათი ლამაზი ოცნება,
ასეთი სასტიკი აღმოჩნდა ცხოვრება,
დრომ არ აპატია არცერთი შეცდომა,
ჭრილობა გულში ჯერამც ვერ შეხორცდა.
ორივე მათგანი ერთმანეთს ნატრობს,
ორივე ერთმანეთის დანახვას ლამობს,
გული და გონება სხვადასხვას ამბობს
წარსულზე ფიქრები ორივეს ათბობს,
რაც მეტი დრო გადის გულები წამობს,
ბევრი შურიანი ხალხი კი ხარობს,
ბევრს სურს ამ სიყვარულს რაიმე ავნოს,
დღითიდღე ორივეს ცრემლები ათოვს,
ცრემლებს მონატრება სახეზე ახმობს,
მერე მოგონება საერთოდ აშრობს,
გონიათ სიყვარული გაქრა და ამ დროს,
გულშია, მარცხნივ, ძალიან ახლოს,
სიშორე სიყვარულს ჩანს რომ ვერ აქრობს
ის შორსაც რომ იყოს უღვინოდ ათრობს,
ტკივილმა გული ორ ნაწილად გაყო,
ორივეს უწევს რომ ბევრი რამ დათმოს..
ჯობს მოკვდე, ვიდრე იცხოვრო უიმედოდ,
ასე სიცოცხლეს აზრი ეკარგება,
ორივე ხვდება რომ ამ ქვეყნად უმიზეზოდ
არასდროს, არავის, არავინ ენატრება.
რაც მეტი დრო გადის ორივე ხვდება
რომ მათი გულები თანდათან კვდება,
რომ სიყვარული არასდროს ქრება,
წარსული ყოველთვის დარჩება სევდად..
მოვიდა ზამთარი მზე კი გაიპარა
გულის ტკივილმა მაინც არ გაიარა,
აღარც მთვარე და აღარც ვარსკვლავები,
იმედით აღსავსე დარჩა თვალები,
აღარც დღე, აღარც ღამე და აღარც მზე,
აღარც სიხარული აღარც გრძნობები,
გავა დრო და ამ სევდიან ამბავზე
იტყვიან შემოდგომის მწუხარე ფოთლები..
უდიდეს სიყვარულს რაღაც ხელს უშლის,
მას წვიმის წვეთებიც სიმღერას უძღვნის,
უიმედოა უკვე თვალებიც
მათში ჩაქსოვილა მთელი ეს დარდები,
მათ თითქოს დრო ბოლო წუთებსღა უთვლის,
ისევ მარტოობა შრიალებს სულში
ხანდახან ორივეს აზრები უვლის
რომ გაყინულ მიწას ჩაეკრან გულში,
ცხოვრება საქანელას მოგაგონებს,
რომელიც არ აგიშვებს ღრუბლებამდე,
რამდენი ხანიც არ უნდა ცხოვრობდე
არც მიწაზე დაგანარცხებს ბოლომდე,
ასევე ცხოვრება ისეთი კიბეა,
სადაც გამუდმებით მოგიწევს ასვლა,
როდესაც თავში აღარ გაქვს იდეა,
იქიდან იწყება დროის ათვლა,
როცა ერთად ყოფნა უკვე ოცნებაა,
ყველაფრის მიზეზი კი განშორებაა,
ცრემლები იქ უკვე ამაო გოდებაა
რადგან ცხოვრება უბრალოდ ცხოვრებაა....

ნახვა: 215

გამოხმაურებები!

abaaaa,  shen  eg  tqviiii ,   muza movidaaa   daaaaa    hm hm hm :D :D :D :D :D

მამუკა †_მ თქვა:

ეს რამდენი დაგიწერია :)

RSS

ბლოგ პოსტები

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

Qwelly World

free counters