ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი ?? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია ..
ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი ..
ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ყოველთვის გულში ვმალავდი
და ჩემს სიყვარულს მეგობრობის ნიღბით ვფარავდი ..
შენი წყალობით ჩემი გული იყო სულ თბილი,
შენთან ვიყავი მე ყოველთვის ვით შენი ჩრდილი,
მე შენთან ერთად მოვიარე მთები თუ ბარი,
მაშინ ხომ მერქვა მშვენიერო მე მეგობარი ..
მე შენ მიყვარდი იმ წუთიდან როგორც კი გნახე,
შენი ლამაზი ნაწნავები რომ დავინახე,
შენს სიახლოვეს გავატარე თერთმეტი წელი,
მაგრამ "მიყვარხარ", ვერ გითხარი მე ვერ შევძელი ..
ვერ წარომიდგენ ჩემი გული თუ რას იტანდა,
შენი თვალები სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,
რომ გიხაროდა ?! სიხარულის ცრემლი მცვიოდა,
შენი ტკივილი, ორჯერ უფრო მეტად მტკიოდ
სულ რომ გიკვირდა, "ყვალა ბიჭი მექცევა თბილად"
"არადა სხვებს ხომ აწვალებენ ისინი ხშირად"
მეღიმებოდა რომ გისმენდი მუდამ ამაზე,
არც კი იცოდი მე რამდენი გავალამაზე .
მე ბევრი ღამე შენზე ფიქრში დამთენებია,
იცი? შენსავით მე არავინ არ მყვარებია,
ამდენი წელი სიყვარული ჩუმად ვატარე,
მთელი ცხოვრება საყვარელო გულით გატარე.
და ერთი რამე მშვენიერო გახსოვდეს მინდა,
ეს გრძნობა იყო რაც გამაჩნდა ყველაზე წმინდა...♥
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•