,, ... ყველაზე უფრო მე შენი მ ჯ ე რ ა,
შენ მინთებ გულში იმედის კოცონს,
არც ერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც,
რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო. ♥
ბედნიერი ვართ ჩვენ ჩ ვ ე ნ ი ბედით,
სიშორის სევდაც ჩვენ უკვე ვძლიეთ...
მე რომ ამქვეყნად არ ვიყო შენთვის,
შემეცოდები რატომღაც ძლიერ;
რადგან შენს მოვლა–პატრონობაში,
(სიყვარულიც რომ ეფიცათ ბევრი),
ბედ–იღბალს შენსას, სათუთო ბავშვო,
ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის. ''
მ ე რომ ოდნავად მოვტყუვდე შენში,
ან რომ ოდნავად გამართლდეს იჭვი,
ამაზე ფიქრიც ჭკუაზე შემშლის,
ღმერთმა ნუ ქნას და გამხელაც მიჭირს.
ო, ჩემო ბავშვო, მაგ თვალებს გარდა
ვერ დავუჯერებ ვერავის თვალებს,
ვეღარ ვენდობი ვერც ვერვის ღიმილს,
ვერც ვერვის ჩურჩულს, ვერც ვერვის ალერსს.
ყველაზე უფრო მე შენი მ ჯ ე რ ა,
შენ მინთებ გულში იმედის კოცონს,
არც ერთი სიტყვა არ გითქვამს ჯერაც,
რომ ჩემს თვალებში არ შეამოწმო.
ბედნიერი ვართ ჩვენ ჩ ვ ე ნ ი ბედით,
სიშორის სევდაც ჩვენ უკვე ვძლიეთ...
მე რომ ამქვეყნად არ ვიყო შენთვის,
შემეცოდები რატომღაც ძლიერ;
რადგან შენს მოვლა–პატრონობაში,
(სიყვარულიც რომ ეფიცათ ბევრი),
ბედ–იღბალს შენსას, სათუთო ბავშვო,
ვერ მივანდობდი ჩემს გარდა ვერვის.
შენ ჩემი ნახვა ყოველ წუთს გინდა,
გინდა, სუნთქავდე ჩემს შორიახლოს,
ვერ დაიძინებ იმ ღამით მშვიდად,
ერთი საღამოც რომ ვერა გნახო.
და მთელი ღამე ვით საყვედური, –
რაღაც უცნაურ ტკივილის მჩენი,
შვებას არ მომცემს მაგ თვალთა მდურვა,
არ მომასვენებს ჩურჩული შენი...
ტეგები:
და უფრო მეტი - ნიშნიანიძე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•