
ქალაქი ჩემთვის წიგნია —
სქელტანიანი,
ეპოქალური და მოსაწყენი.
ეს წიგნი დასტამბულია მაღალხარისხოვან ასფალტზე;
პროსპექტი — ერთი ნაწილია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება სამი ნაწილისაგან.
ქუჩა — თავია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება მრავალი თავისაგან,
შესახვევი — ქვეთავია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება უამრავი ქვეთავისაგან.
ჩიხი — ეპიგრაფია ამ წიგნის, —
ეს წიგნი შედგება მრავალი ეპიგრაფისაგან.
მოედნები — ცარიელი დაგილებია ამ წიგნის,
ბაღები — ამ წიგნის თავების მხატვრობაა,
მიწა და ზეცა — ყდებია ამ წიგნის.
ეს წიგნი შედგება დაახლოებით 700.000 სტრიქონებისაგან,
ეს სტრიქონები არ არიან ერთმანეთთან გარითმულნი,
მაგრამ მკაცრი აუცილებლობით არიან დაკავშირებულნი
ერთმანეთთან.
ამ წიგნის უხილავი ავტორი ყოველდღე შლის სტრიქონებს,
მთელ თავებს, ქვეთავებს,
ეპიგრაფებს და წერს ახალს.
იგი წერს ძალიან ძნელად და ნერვების მომშლელად.
ადამიანები — სტრიქონებია ამ წიგნის.
მახსოვს, დავდიოდი ამ ქალაქში პატარა ბავშვი
და ვკითხულობდი თვალებით ქალაქს,
და დავატარებდი ფეხებს ამ ქალაქში
ნელა და შეჩერებით,
როგორც ,,დედაენის“ სტრიქონებზე ნელა და შეჩერებით
დავატარებდი თითებს.
მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა;
ეს წიგნი მე ახლა ზეპირად ვიცი
და მაინც ვიწყებ თავიდან მის კითხვას,
ზერელედ დავატარებ თვალებს ქალაქში;
მე ახლა არ მჭირდება მის წასაკითხად
ფეხების ტარება, როგორც თითების,
მე შემიძლია, ვიჯდე სახლში და ეს წიგნი წარმოვთქვა
ზეპირად;
მე ასეც ვიქცევი ზოგჯერ გუნებაში.
იცით რა წერია ამ წიგნში?!
ეს წიგნი იწყება იმით,
რომ გათენდა მოსაწყენი დილა და დაიწყო ცხოვრება,
ეს წიგნი მთავრდება იმით,
რომ გაიარა მოსაწყენმა დღემ
და დადგა მოსაწყენი ღამე.
ბოლოს ავტორი გვაძლევს მამაშვილურ დარიგებას,
წავიდეთ სახლში და დავიძინოთ,
რათა აღვიდგინოთ ენერგია,
რადგან ხვალ ხელახლა მოგვიხდება ამ წიგნის კითხვა.
ვინ დაწერა ეს დამტანჯავი წიგნი?
ვინ არის ამ წიგნის იდუმალი ავტორი?
ვინც უნდა იყოს, ეს სულ ერთია,
მე ვიცი, რომ იგი იტანჯება თავად,
იგი დატანებულია ამ წიგნის ყოველ სტრიქონში,
მისი გული ტანჯვით ფეთქს,
ამ გულის ფეთქვა სუნთქვაა ამ სტრიქონების,
ამ სუნთქვას ჰქვია ამ ქალაქის ცხოვრება.
მე ღმერთმა მომისაჯა ამ წიგნის ყოველდღე კითხვა.
ეს წიგნი ჩემი მაგიდის წიგნია.
ტეგები: ., qwelly., მაგიდის, შოთა., წიგნი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•