დღესაც დავღვარე ცრემლი მრავალი,
ფიქრი მიხვდა,რომ ყველა შენია,
ამ ქვეყნად შენ ხარ ჩემთვის მთავარი,
შენს მეტი-ღმერთო,ვინ დაგვრჩენია?..
აწიოკებულ სულს შენ მფარველობ,
აბობოქრებულ ვნებებს შენ აცხრობ
და მივიწყებულთ კვლავ შენ შეგვმწეობ,
მონანიებულ ცოდვებს შენ აღხოც...
ო,ღმერთო,ერთო,ყოვლის მხილველო,
შემწე მეყავნ მე,ვით უძღებს-შენს შვილს,
თუ სინანული არ მაქვს მიმტევო,
მომმადლე უღირსს მრავალი ცრემლი,
რომ დავიტირო ჩემი ცოდვები,
მივივიწყო და დავასამარო,
ვეცადო,აღარ შეგცოდო მეტი,
რათა სამსჭვალი კვლავ არ დაგასო...
მიიღე ესე ვედრება ჩემი
და შეწყალება მიბოძე შენი...
ვიცი,რომ მხოლოდ მტვერი ვარ ფერფლის,
არარაობა,სხვა-არაფერი...
მრავალმა გიძღვნა ქება,გალობა,
სად შემიძლია გითხრა მათებრი?
გამოიმეტო იქნებ წყალობა,
მოწიწებით გთხოვ-მშობელო ქვეყნის.
მომიტევე მე ამპარტავნება
და დამიმდაბლე თავი მიწამდე,
მომივლინე მე ტანჯვა,წვალება,
რათა შენს ყველა მცნებას ვიცავდე...
მასწავლე ბრძოლა იმ დიდ ცოდვებთან,
ამპარტავნება რომელთ წარმოშობს,
რადგან დადგება ჟამი,როდესაც
მათი ქმნისათვის პასუხსაც მომთხოვ...
მე კი არ მინდა მოგცილდე შემქმნელს,
რაკი დამბადე შენთან ყოფნა მსურს,
მომხედე ღმერთო და შემიწყალე,
შენ ხომ არავის წარწყმედა არ გსურს...
* * * * * * * *
იესო,შენ სიყვარულო მშვიდო,
სასოებაო მომავლის თბილო,
იესო,შენ მაცხოვარო ტკბილო,
ჩემი სიცოცხლის რწმენაო დიდო...
//ავტ.სალომე ჩხიტუნიძე//

ნახვა: 58

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters