როცა ცეცხლოვანი რაში ციდან ქვეყნად მიდიოდა

სულით შემოსილი კაცი ხილულ–უხილ დადიოდა

ჟამს ელოდა ღვთის მოსვლისა ფიქრით ზეცას ადიოდა

ბოლო დღემდე გატანჯული დროსთან ერთად მოდიოდა

მას დაეთმო ღვთის რაშისთვის მეობა და პირადული

სრულყოფილად არ იცოდა,რას უქადდა მისი სული

ჯვარი თვისი ხელში ეპყრა,მისით იყო გარინდული

ეს ქვეყანა–ყოველივე ღვთისთვის ჰქონდა მიყიდული

კაცთგან არვის გამოეცნო–მელნის სარტყმლით თავდადება

მხოლოდ ღმერთმა იცის,ვინაც ცეცხლის რაშის წინ დადგა

უხილ ხმობდა რაში მხედარს–სასწაული კიარ ხდება

ნუთუ, კაცი ქვეყანაზე ცეცხლის ცხენზე ამხედრდება

ვის დაეთმო ყველაფერი,ღვთის ღირსად თავს ის არ თვლიდა

თვისი ჯვარცმით რაშისათვის ქვეყანაზე იგი ვლიდა

ჭირი რაც კი ღვთისგან ირგო წყენას მაინც არ უთვლიდა

განდგა,განუდგა ქვეყანას–არ სურდა მისი დანახვა

ბოროტება და ცრუობა,არ სურდა რაც მას ანახა

გაუტანლობა,სიმრუდე,რა ტკივილი და რა ახვა

არ სურდა ამ ქვეყანაზე კაცებრივ თვალის დანახვა

რაში მხედარს მოელოდა,იგი იდგა მისგან განით

ნატკენ გულზე ბზარი აჩნდა,არვინ სურდა დიდი ხანით

ამ ქვეყანის ბნელი გულით,აღარ იყო გულისთქმანით

რაშს ყოველი უწინ ემცნო–ვინ,ვინ იყო უწინ რანით

სასწაულის აღსრულებით რაშმა იწყო ცაში ფრენა

ცა გაიხსნა,ციდან იწყო ცეცხლის ალმა წვიმად დენა

სულით შემოსილის გულსი ცეცხლმა ამოიღო ენა

მხედრის წინად შავ–თეთრ რაშმა–ორად იწყო ველზე რბენა

მოყმე შეცბა და დაფიქრდა–ცხენმან იწყეს საუბარი

საუბართან გარდაიქცნენ სახით ტკბილად მოუბარნი

ცხენი კაცად გარდაიქცა–მოიდრიკნენ მთა და ბარნი

სასწაულის ხილვას ჰგავდა–ღმერთის ცეცხლად მქროლნი ქარნი

–ნუ გეშინია მზედარო,–ხმა ისმა ცეცხლის ენიდან

–ეს მე ვარ ვინც ვარ,ვინც ვიყავ და კვლავ ვინ მოველ დღეიდან

ვის ელოდება სამყარო,ცა მაღლით–მიწა ქვევიდან

დასაბამი და სასრული,მოდგმა ადამ და ევიდან

მე ვარ უფალი,ამქვეყნად კაცთა ცოდისთვის მოკლული

მე ვარ ედემი ღმერთისგან ღვთის ძის ცრემლებით მორწყული

მე ვარ ისარი ზეციდან კაცთა მოდგმისთვის მორტყმული

მე ვარ ნუგეში ოდითგან,რჩეულ ხალხისთვის მოსული...

                                          ავთანდილ ზერტელი...

ნახვა: 126

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters