სადაც კაცი არ ფასობდეს,მისი სიტყვა ვერად ჭრიდეს

მისი საქმე ნეტარ ქმნილი,ბნელეთს გზას ვერ მოუჭრიდეს

სული მისცეს ამაღლებას–კაცს ცრუ სოფლის ხმის ამრიდეს

სულსა მისი ძირს რაც დასცემს–კაცი გულთგან აღმოფხვრიდეს

კაცი ქვეყნად თავს რით დადებს,ის ექნება ჟამსა მთქმელად

მომავალი ვის რას უქადს–აწმყო ამცნობს მისებრ მქნელად

ხელსა რა მადლს ცა მოავლენს,იმად იქნას გული მცდელად

რაა კაცი მისად მოკვდეს,ვით ძე ღვთისა ღვთიურ მხსნელად

კაცის ყოფა განისაზღვროს–რასაც შეწვდეს მისი ქმნილი

ქვეყნის მადლი იზომება,რა კვალს დატოვს მისი შვილი

რით მისდევდა კაცი ღვთის გზას,მადლი ის აქვს გამოწვდილი

ცა ქვეყანას თაყვანს მისცემს,კაცი მდაბლად გამოზრდილი

კაცი ღმერთის გზით იხსნება,ცრუ სოფლისგან აღსრულდება

სული მარადჟამს შექმნილი ცდუნებისგან აღსრულდება

ჟამი ღვთის სულს მინდობილი,ცის მადლით არ აღსრულდება

ღვთისებრი ყოფა რჩეულთა–ხსნაა,ცად გამომსვლელია

ჭირისთვის ლხინის დათმობა–ღმერთისა გზისა მსვლელია

საწუთროსაგან განმდგომი წმიდათა სული გრძელია

ჭეშმარიტებით ღმერთს უწყის, კაცი რის გარდამსვლელია

გზად მიდიოდა სიმართლე,ქვეყნისგან შორეთს წასული

გულს უდაღავდა ვაჟკაცსა–თვალთ ედგა მეფის ასული

ხმას არ იღებდა კაი ყმა–ბედისგან ღვთისგზას წასული

ღვთისთვის გაეცა რაც ჰქონდა–ხორცი მიწას სცა–ცას სული

სად ქრება სიამაყენი–დიდი დიადი ერისა

საიდან ისმის სიმღერა დაუმთავრები მღერისა

საით წასულა მოძღვრება–ღაღადი მგოსნის მზერისა

საიდან მოდის ვედრება,ლოცვანი წმინდა ბერისა...

                                    ავთანდილ ზერტელი...(გაგრძელება იქნება)

ნახვა: 117

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters