დილით ავდექი, პატარა ვარ,
კაკაბეთიდან, ჩემი სახლიდან ვუმზერ მე ტაძარს...
ლოცვით დავდექი1
და თელეთის2გზას მივუყვები მაღლა და მაღლა...
ვიღლები, მშია და ვჭამ ხის ნაყოფს3 მთა თელეთისას,
მზემ გამაოფლა და იქ, მაღლა, მივადექ ტაძარს,
კარღებულ წიაღს, გაჩერებულ დროს...
წმინდა გიორგის სახელობის კაცთა სალოცავს...
და ახლა ვფიქრობ,
ახლა ვფიქრდები წვეთი წყალუხვი სემინარიის:
მე ამ გზით თურმე მისწავლია გზა-ქრისტე4 ტაძრის!
თურმე უნათლავს მექადაგა ღია ზე-კარი5
და ხის ნაყოფით ქალწულხისა ქრისტე-ნაყოფი6!
მე ამ გზით თურმე მისწავლია გზით7 ამაღლება!
ჯვრისმტვირთველობა, გოლგოთაზე შენება ტაძრის8!
ახლა ვფიქრდები,
ახლა ვფიქრდები წვეთი წყალუხვი სემინარიის
და მინდა იყოს ჩემი გული მადლიერების!
და მინდა იყოს ჩემი გული საკურთხეველი,
საკურთხეველი ჩემში, ღვთისგან, ცოცხალი ტაძრის9!
წმინდა ტრაპეზი უსისხლო მსხვერპლის, ამაღლებულის
და სივრცე, ღვთისგან, ზე-სიხარულის, ზე-სიყვარულის...
მე მინდა ვიყო მოზიარე განკაცებულის
და მოტრფიალე მადლის, მადლის ნეტარებულის!
09.08.13წ.
მამუკა თეთრაძე
1კეთილგანზრახვა იყო ლოცვა.
2 თელეთის გორას აქვს სამი ასასვლელი: ყანდაურიდან, ვერხვიანიდან და ბადიაურიდან და წვერზეა სალოცავი.
3 შვინდის ხის წითელ ნაყოფს.
4„მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“(იოან.14,6).
5ქრისტე („მე ვარ კარი ცხოვართაჲ“(იოან.10,7)და მის მიერი ნათლობა.
6„გიხაროდენ, ხეო (ღვთისმშობელო-მ.თ.) ნაყოფ-ელუარეო, რომლისაგან იზრდებიან მორწმუნენი“ (ღვთისმშობლის დაუჯდომელი).
7 გზით - ქრისტეთი.
8გოლგოთაზე შენება ტაძრის - ჯვარცმულ ქრისტეში პიროვნების გამომხსნელობითი მდგომარეობა.
9 ცოცხალი ტაძრის ( მართლმორწმუნე ადამიანზე, როგორც ტაძარზე იხ. 1 კორ. 3,16-17 და თვითონ განკაცებულ ღმერთზე, როგორც ტაძარზე იხ. იოან. 2, 19-21) წმინდა გული, როგორც ტაძრის წმინდა საკურთხეველი და წმინდა ტრაპეზი; ტრაპეზი, როგორც სავანე უსისხლო მსხვერპლის-ქრისტესი.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•