მერე რა, რომ ღამეა.. მთვარე ნავით სეირნობს
მერე რა, რომ ვარსკვლავებს უციმციმებთ თვალები
მერე რა, რომ ბგერები ზღვის ტალღებში ნებივრობს
მერე რა, რომ ხმაურობს გარინდული წამები..
მერე რა, რომ ფიქრები ეხეთქება ერთმანეთს
მერე რა, რომ მომწყურდი შეღამების ფერებით
მერე რა, რომ გრძნობები ირევიან ამ ღამეს
მერე რა, რომ უჩუმრად შრიალებენ ბგერები..
მერე რა, რომ დრო გადის.. არ გვიტოვებს არჩევანს
მერე რა, რომ ჩვენს ნაცვლად საუბრობენ დღეები
მერე რა, რომ ვერ ვხვდებით.. ვერ ვიყენებთ ყოველ წამს
მერე რა, რომ გზას ესმის ჩვენზე უკეთ ქცევები..
მერე რა, რომ ვიგონებთ ყველანაირ მიზეზებს
მერე რა, რომ გრძნობები დავუმალეთ გულსაც კი
მერე რა, რომ ვინანებთ.. გავიხსენებთ იმ დღეებს
მერე რა, რომ სინდისით დავიმშვიდებთ სულს ამ გზით..
მერე რა, რომ სიამაყე ჩაისახლებს ჩვენში
მერე რა, რომ არ გვაღელვებს სხვისი გრძნობა.. ფიქრი..
მერე რა, რომ ყველა სიტყვა მოქცეულა ერთში
მერე რა, რომ ერთგულებას დაჰკარგვია ფიცი..
მერე რა, რომ სიხალისე დაავიწყდათ თვალებს
მერე რა, რომ ყურადღება დარჩენილა კართან
მერე რა, რომ გულწრფელობა გაჰყოლია ქარებს
მერე რა, რომ სიყვარული გაპარულა ცასთან..
მერე რა, რომ სითბოს ვეძებთ, ვერ ვპოულობთ ვერსად
მერე რა, რომ მეგობრობას დაუშვია ფარდა
მერე რა, რომ დუმილმაც კი ვერ გაბედა შველა
მერე რა, რომ ღიმილითაც თავს ვიწონებთ ყალბად..
მერე რა, რომ დღე გადის ჩვეულების ბგერებით
მერე რა, რომ ზაფხულშიც კი მზის სხივით ვერ ვთბებით
მერე რა, რომ ცისარტყელას შემოაკლდა ფერები
მერე რა, რომ სიგიჟესაც უმასპინძლოდ ვხვდებით..
მერე რა, რომ ოცნებებმა შეიკეცეს ფრთები
მერე რა, რომ უსიცოცხლოდ ღამე მარტო ათევს
მერე რა, რომ უვარდისფროდ იცრიცება წლები
მერე რა, რომ წვიმის სითბო გულამდე ვერ აღწევს..
მერე რა, რომ გრძნობა მხოლოდ დავუტოვეთ ყვავილს
მერე რა, რომ ემოციას მოეხვია დარდი
მერე რა, რომ აღტაცებას დავუწუნებთ წადილს
მერე რა, რომ გაოცებას შერჩენია ჩადრი..
მერე რა, რომ ბავშვურობა გამოექცა სიცილს
მერე რა, რომ გამოხატვა დავაძინეთ ურცხვად
მერე რა, რომ ირონია დარჩენილა მშვიდი
მერე რა, რომ სირცხვილს ვმალავთ უჩვეულოდ ჩუმად..
მერე რა, რომ სიხარული მოენატრა ცასაც
მერე რა, რომ მონატრება შეფარვია წვიმას
მერე რა, რომ სიმშვიდე უსულდგმულოდ დარჩა
მერე რა, რომ ჩახუტება მიაწერეს სიტყვად..
მერე რა, რომ ნდობასაც კი დასდებია ფასი
მერე რა, რომ დავიწყება მივითვისეთ სწრაფად
მერე რა, რომ მონდომებას მივაკუთვნეთ ფარსი
მერე რა, რომ სილამაზეს გაეყარა აღქმა..
მერე რა, რომ უგულობას ვიუცხოვებთ სიტყვით
მერე რა, რომ არ ვიკარებთ გაზაფხულის სურნელს
მერე რა, რომ თავმდაბლობა გაიპარა რიდით
მერე რა, რომ ცრემლებიც კი ჩამოშორდნენ ტუჩებს..
მერე რა, რომ ფერადი სამყაროა შავ–თეთრი
მერე რა, რომ სიცივე შეგვეჩვია უცვლელად
მერე რა, რომ საათებს ერთფეროვანს კვლავ ველით
მერე რა, რომ ვაბიჯებთ ინერციით უდრეკად..
მერე რა, რომ რეალობა შეჯიბრია ჩვენი
მერე რა, რომ ვაღიარებთ ბრალიაო სხვისი
მერე რა, რომ გამოსავლის ლაბირინთში ვხვდებით
მერე რა, რომ უპირობო სიტყვებია ბიძგი..
მერე რა, რომ ცხოვრება თამაშია უსცენოდ
მერე რა, რომ ნიღბები არ სჭირდება კარნავალს
მერე რა, რომ ნებდები.. დრო აგრძელებს უშენოდ..
მერე რა, რომ ჩერდები.. ვერ პოულობ სავალ გზას..
მერე რაო ვამბობთ და თავს ვიმართლებთ კარნახით
ვფიქრობთ ეს გზა ბედია და ფიქრია ხალასი
მერე რა, რომ ფოთლები ქარს ჰყვებიან თამაშით
მერე რა, რომ სველია სველი იასამანი....
„გვანცი..“
ტეგები: Qwelly, მერე, პოეზია, რა..
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•