ლურჯი მონასტერი

 

 

მდუმარე ალვებში

ლურჯი მონასტერი

დგას გაუქმებული, ხავსიან კარებით.

ჩავუვლი მწუხრისას

და ცით მონაბერი

უცებ ჩამესმება გუგუნი ზარების.

თითქოს ცოცხლდებიან

ლანდები წარსულის,

სანთლების ციმციმით მოდიან შორიდან.

გაარღვევს სიბნელეს

და თეთრი ასული

მაცხოვრის ხატის წინ ყვავილებს მოიტანს,

და მესმის ზამბახთა

შრიალი საამო,

ეს უცხო ასული ცას შესთხოვს ვედრებით:

- მტერმა ვერ დახაროს

ქართველთა ალამი

სიმღერით დაბრუნდნენ გულლაღი მხედრები,

და მესმის ზამბახთა

შრიალი საამო,

ო, ეს ხმა გულს ნეტარ

ოცნებით აღანთებს.

იქნება ამდგარა თვით

მეფე თამარი

და საქართველოსთვის ტკბილ ლოცვას ღაღადებს…

იქნება მრისხანე

ბრძოლების გუგუნი

მის მყუდრო აკლდამის ბურუსშიც შევიდა,

სულმნათის თვალებმა

გაჰკვეთეს უკუნი

და ვარსკვლავებივით დაგვადგნენ ზევიდან,

მაღლდება,

ნათლდება ლურჯი მონასტერი,

იღება ალმასის სამმაგი კარები

და სივრცეს ედება

ზეცით მონაბერი

ღვთიურ გუგუნი შორეულ ზარების.

 

                                     იოსებ   ნონეშვილი

აჰა, ღიაა კარი ტაძრისა! 

 

აჰა, ღიაა კარი ტაძრისა,
ოდეს ხავსიან კარად ქცეული.1
აღარ ჩაუვლის პოეტი მხოლოდ,
დგება ბარძიმთან გახარებული.

აჰა, ტაძარი ფრესკებით სავსე,
უწინ გამქრალებს2 შვილებად ექცნენ.
რამდენი ალბათ აქ განწმენდილა,
როცა სიტყვატკბილს3 გულით გაეცნენ.

აჰა, მართალი მრწამსის წარმოთქმა
იქ მყოფ გულების ამოთქმით სხივობს.
ღვთისმსახურებით ნაკვები გული
უსისხლო მსხვერპლის4 შეწირვას ცდილობს.

აჰა, ლურჯფერის ეს მონასტერი
მადლმოქმედებით პოეტს ახარებს.
ოდეს ქცეული სხივგრძნობა სევდად
დღეს აღარაა და შენც გახარებს...

და შენც გახარებს, მჯერა, იოსებ,5
ლურჯ მონასტერის კარღიაობა.                                                          უწინ შენც გახსენ გულით6 ეს კარი,                                                    კარი-ქრისტე და მადლიანობა...

მადლიანობა შენშიც ფენილი
ცოცხალი ტაძრის7 იმედათ ენთო
და სანთელივით იყო ტაძართან,
თაფლიდან გრძნობა ლექსად აგენთო.

და წუხდი, ალვავ,8 ტაძართან მდგომი
და სხვა ალვებიც9 იდგნენ მდუმარედ;
ფოთოლშრიალით10 იმედად მდგომნი,
ლოცვად რხეულნი, მაგრამ მდუმარედ.

აჰა, დღეს აღარ მდუმარებს ალვა,11
ისმის ზარის ხმა სულთა ქადაგად,
ღვთისმსახურებით ტკბილხმიანობა...
აჰა, მღვდელი დგას სიტყვის12 ქადაგად.

აჰა, ღიაა კარი ტაძრისა,
ოდეს ხავსიან კარად ქცეული.
აღარ ჩაუვლის პოეტი მხოლოდ,
დგება ბარძიმთან გახარებული.

                           

                                  29.08.13წ.
                              მამუკა თეთრაძე

 

1 იესო ქრისტე, რომელიც ბევრმა მიივიწყა. 
2 “გასულ საუკუნეში სხვა ტაძრების მსგავსად
კირით კი არ შეათეთრეს, ზეთის საღებავით
გადაღებეს, რამაც კედლის ძველი მხატვრობა
ერთიანად გაანადგურა. კედლები ჩამოიფხიკა,
გაჯით შეილესა და მოხატვა ისე დაიწყო“(იხ.
გაზეთი: 24 საათი-ჯი).
3
ღვთის სიტყვას, იესო ქრისტეს.
4 კაცთა მხრიდან უსისხლო „მსხუერპლი
ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი, გული
შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან
არა შეურაცხ-ყოს“(ფს.50,19), ხოლო კაცთა
ხსნისათვის შეწირული მსხვერპლი არის იესო
ქრისტე, რომელსაც ვეზიარებით კიდეც
ბარძიმიდან.
5 პოეტი _ იოსებ ნონეშვილი (1918-1980 წწ.).
6 გულშემატკივრობით.
7 ცოცხალი ტაძრის - თვით იოსებ ნონეშვილის და სხვა გულშემატკივართა.
8 პოეტო იოსებ.
9 მჯერა, სხვებსაც შესტკიოდათ გული, მაგრამ
ლექსად ვერ გამოთქვეს წუხილი და იმედი.
10 თავიაანთ თავში ლოცვით,
მადლმოქმედებით.
11 აღარ წუხს, რადგან ტაძარი ღიაა; თუმცა
ადამიანი ყოველთვის უნდა განიცდიდეს
საკუთარ ცოდვებს, მარხულობდეს და
ლოცულობდეს...
12 ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს
მქადაგებლად.

 

 

ნახვა: 125

ბლოგ პოსტები

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Qwelly World

free counters