დრო უწინ ღვთისგან გაჩერდა დრომდე,
არ ღამდებოდა იბრძოდა ისუ!
მზე გაქადაგდა კაცთათვის დრომდე
და მთვარეც,1 იდგნენ... მტერს კლავდა ისუ!
ისუ ღვთის ერს და რწმენას იცავდა,
უმზერდა ზე-გზით2 უფალმწყალობელს
და ღვთისმშობლის ხაზს ღმერთი იცავდა,
რომ მერე ღმერთკაცს3 ეთქვა „აღსრულდა“!4
შენც გაიჩერე რწმენით მზე5 ღვთისგან!
მის სიტყვით მოჰკალ დროულად ვნება!
და მერე თუნდაც დაღამდეს6 ხორცი,
მკვდარი იქნება სულში7 ბილწგზნება!
შენც გაიჩერე რწმენით დრო ღვთისგან!
მარადისობა იგრძენ ღვთიური!
შეირგე ქრისტე, მიიღე მღვდლისგან
მადლიერებით პური8 ღვთიური!
შენც გაიჩერე შენს თავში მადლი!
არა დროებით, მარადიულად!
ნათლის მომცემის კაცთა აღმდგენი,
რომ იყო ღმერთთან, იყო ღვთიურად!
შენც გაიჩერე თავი ქრისტეში!
შენც წადი ზე-გზით ზედროულისკენ!
შენც ჯვარცმით იხსენ თავი ქრისტეში,
რომ თქმა „აღსრულდა“ შენშიც აღსრულდეს!
04.08.13წ.
მამუკა თეთრაძე
1 ღვთის წყალობა იქადაგა წმ. აბრაამის შთამომავალთათვის ღვთის მიერ გაჩერებულმა მზემ და მთვარემ.
2 ისუ 1,7.
3 ღვთაებრივი და ადამიანური ბუნების ურთიერთშეურევნელად და განუყოფელად მქონეს, ერთ ღვთიურ პიროვნებას, პიროვნება მამისა და პიროვნება სულიწმინდის თანასწორს და თანამარადიულს, იესო ქრისტეს.
4 იოან. 19,30.
5 რწმენით მიიღე ღვთის წყალობა.
6 მოკვდეს, გაიხრწნას, მიწაში განეფინოს.
7 ღვთის ნებით უკვდავ სულში.
8 არსობის პური იესო ქრისტე.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•