(90-იანი წლები)

ცად აზიდული დედა მთაწმინდა,
გულამომჯდარი მწარედ ტიროდა;
და მის გულმკერდში ღრმად ჩაკრულ შვილებს,
თვალთაგან ცრემლი ღვრად დასდიოდა,
ქალაქის ნაღვლით გულდამდუღრული,
თავის მტრადქცეულ შვილებს გლოვობდა,
ჩაბინდებულა,არსად სინათლე,
გული მწუხრსა და დარდებს მონობდა.
ორად გამსკდარი დედა–თბილისი
გულდათუთქული კალთებს იხევდა,
მწარე მოთქმით და დედის გოდებით
გულში ტანჯვებს და ბოღმას იხვევდა.
ძმას ძმისთვის თოფი მიუშვერია
და ამითი სურს ლელოს გატანა,
ბასრი ხანჯალით, ქართველი ქართველს,
ბოლოს უღებს და ხარობს სატანა.

,,–აბა ბიჭებო, მარჯვედ დაჰკარით!,,

გაავებული გაჰკივის ვიღაც,

,,–ზუსტად ესროლეთ, არ დააცდინოთ,
იქნება მიზანს მივწვდეთ როგორღაც!

– ეგრე გენაცვა, უჰ, აი ეგრე!
პირდაპირ გულში მოხვდა მგონია;
ხედავ, შენ ტყვიამ როგორ მოცელა
ის თმახუჭუჭა,–იქ რომ აგდია?!
თუ გავიმარჯვეთ ჯილდო მოგელის,
ეგ პრეზიდენტის დაცვის კაცია,
სულ თან დასდევდა ქვეყნის პრეზიდენტს
თუ სადმე იყო რამე აქცია.

მ კ ვ ლ ე ლ ი
–მართლა მოვკალი? იქნებ დაიჭრა?
ან, იქნებ სულაც იგონებს რამეს?
იქნება კიდევ ვესროლო ერთიც,
რომ ვეღარ შეხვდეს დღევანდელ ღამეს?!,,

ამ საუბარში იყვნენ, რომ უცებ,
გაიზუზუნა წითელმა ტყვიამ,
,,– ვაიმე დედა,,–შესძახა მწარედ,
სწორედ იმ მკვლელმა – წეღან გულღიამ.
შეიფორხილა, ცალ მუხლზე დადგა,
კვნესით აღმოხდა:–მომკლეს მგონია...
იმ საცოდავის ცოდვა მეწია,
თანაც რა უცებ.., გაგიგონია"?

სხვა სიტყვების თქმა აღარ დაცალდა,
პირიდან სისხლი შავად გადმოსკდა,
პირქვე დაემხო, დააკვდა მიწას,
ყველა იმედი წამს გაუცრუვდა.

მაგრამ ეს რაა?რა ზმანებაა?
ნეტავ სად არის, რომელ წიაღში?
წუთის წინ თითქოს ომში ბრძოლობდა,
ტყვიას ისროდა ცოდვის გნიასში..,
ახლა კი?!. ნახეთ რა სიმშვიდეა..,
თითქოს ტკივილიც აღარ აწუხებს,
ნუთუ, არ მოკვდა, ნუთუ, გადარჩა?!
რით დააღწია თავი მარწუხებს?

ამ ფიქრებშია მკვლელი–მოკლული,
რომ ვიღაც წყნარად შეეხო მხარზე.
შებრუნდა მისკენ და დაინახა
ფრთიანი კაცი, ცრემლებით თვალზე.

–" შენ ვინ ხარ"?– ჰჯითხა შეცბუნებულმა,–
ან მე სადავარ? გთხოვ ამიხსენი,
მახსოვს, რომ თითქოს განმგმირეს ტყვიით..,
ნუთუ გადავრჩი?!. შენ დამიხსენი"?

ა ნ გ ე ლ ო ზ ი
–"ვაი ბედკრულო შენს გადარჩენას,
შენი სიცოცხლე დაიწვა წამში.
შენ მართლაც მოკვდი, იმ ტყვიამ მოგკლა
და ახლა აქ ხარ საიქიოში.
მე კი გახლავარ ღვთის ანგელოზი,
გაბრიელია სახელი ჩემი,
თვით შემოქმედმა გამომაგზავნა,
რათა მივგვარო მე თავი შენი".

მ კ ვ ლ ე ლ ი-.მ ო კ ლ უ ლ ი
–"რისი თქმა გინდა, მე ვერ მიგიხვდი?!
თუ მოვკვდი,მაშინ, ვცოცხლობ როგორღა?
შენ ახლა ისეთ რამეს მიმტკიცებ,
რომ – კურდღელია ცხენი–იორღა.
თუ მეხუმრები, რა ხუმრობაა,
ასეთ კრიმანჭულს არ ვარ ჩვეული,
მიკიბ–მოკიბულს ვერ ვიტან ძმაო,
არ მიყვარს სიტყვა ბრმად ჩახვეული".

ა ნ გ ე ლ ო ზ ი
– "მაშ ჩაიხედე ქვევით ბედშაო,
თვალით იხილე მწარე სიმართლე,
მაშინ მიხვდები,რომ მე არ ვხუმრობ,
რომ შენ წაგერთვა ქვეყნად სინათლე".

ათრთოლებულმა მკვლელმა–მოკლულმა
შიში–კანკალით ჩახედა დაბლა;
და დაინახა, რომ მის მოკლულ გვამს
ცხვირი წაერგო მიწაში მდაბლად.
თავს კი მოძმენი დასტრიალებდნენ,
კბილთა ღრჭიალით,ტირილით, კვნესით,
ბინძური პირით მტერს აგინებენ
და ამდიდრებდნენ სამყაროს გესლით.

ა ნ გ ე ლ ო ზ ი
–"ახლა ხომ მიხვდი რომ მე არ ვხუმრობ,
ჩემს სიმართლეში შენც ხომ დარწმუნდი?
ახლა კი თავი მაღლა აწიე,
მე შემომხედე, ჩემკენ მობრუნდი"!

რის ვაი– ვიშით აწია თავი
შეძრწუნებულმა მკვლელმა–მოკლულმა;
და მწარე ფიქრით პირველად მიხვდა,
რომ თვით სიკვდილი არ არსებულა.

,,–ვაიმე ღმერთო,,–აღმოხდა მწარედ,
ნუთუ სიკვდილი არ არის ქვეყნად?!
ნუთუ, ის კაციც, მე რომ მოვკალი,
წინ შემომხვდება ბედშავს ამქვეყნად?!,,

– ძრძწოლვით შეხედა ანგელოზს თვალში
და შეშფოთებით ხმოლოდ ეს კითხა:

მ კ ვ ლ ე ლ ი-მ ო კ ლ უ ლ ი:
–ახლა რაღა ვქნა, აქ რა მომელის
ნუთუ დამძიძგნის გველი და ვირთხა?

ა ნ გ ე ლ ო ზ ი:
–ჰოი უგნურო, ცოდვავ ცოდვისავ,
ეგ სიცოცხლეში უნდა გეფიქრა,
ახლა კი მომყევ, წავიდეთ ღმერთთან,
ჩქარა გაინძერ, რამ დაგაფიქრა?

მ კ ვ ლ ე ლ ი-მ ო კ ლ უ ლ ი:
საფიქრებელი მართლაც ბევრი მაქვს,
არა იმედი აღარ მაქვს ხვალის,
დღეს დიდი ღმერთი ცოდვას მომკითხავს
და ჯოჯოხეთის გზას მიმასწავლის.
წავიდეთ, რა ვქნა, ძალა აღმართს ხნავს,
მოგყვები ყველგან სადაც წამიყვან,

ა ნ გ ე ლ ო ზ ი:
–მაშ გაემზადე და გამომყევი,
ერთად წავიდეთ, ღმერთთან აგიყვან.

გზად მიმავლებმა სამოთხე განვლეს,
ტკბილი ჰანგები ისმოდა ირგვლივ,
წმინდა სულები ცად დაფრინავდნენ
და წმინდა წყლები აფრქვევდნენ ლივლივს.
უცებ გამოჩნდა შორს ხალხის ჯგუფი,
ნათელ ფერების სხივად მორთული,
მოკლულ–მკვლელისკენ მოიწევდნენ
სახით პირქუშად მოღრუბლულნი.

მ კ ვ ლ ე ლ ი-მ ო კ ლ უ ლ ი:
–იქნებ ამიხსნა ანგელოზო,
ვინ არიან ეს წმინდა სულები?

ა ნ გ ე ლ ო ზ ი:
– ესენი შენი გვარტომი გახლავს,
ღვთის და ერისთვის დაღუპულები.

ის დავითია, დავით მეოთხე,
მეფე ქართველთა აღმშენებელი,
ის კი თამარი გახლავს პირთამზე,
ქართული ტახტის დამმშვენებელი.
ეს გიორგია, მეფე ბრწყინვალე,
ის დევგმირი კი გორგასალია,
გვერდით რომ დგანან დაღონებულნი,
გახლავს: აკაკი, ვაჟა, ილია.

წმინდანნი მისულს მიუახლოვდნენ,
რისხვით ჩახედეს ჩაკლულ თვალებში,
შემდეგ ერთმანეთს ნაღვლით შეხედეს,
თითქოსდა ბჭობდნენ თქმას ერთმანეთში.
ბოლოს დავითი გამოეყო ჯგუფს,
თვალცრემლიანმა მიმართა ძმისმკვლელს:

დ ა ვ ი თ ი
რატომ მოკალი უგნურო მოძმე
და სიხარული რად მიგვარე გველს?
რატომ აღმართეთ ძმამ ძმაზე ხელი,
ერთურთის სისხლით რად მორწყეთ მდელო?
ერთმანეთს მუსრი რისთვის გაავლეთ
და რად ატირეთ თქვენ საქართველო?
ნუთუ იმისთვის მოვკვდით ჩვენ ყველა,
რომ თქვენ ბოროტად გაგქონდეთ ლელო,
ნუთუ იმისთვის გავწირეთ თავი,
რომ შენ ძმა მოკლა, ბოროტო მკვლელო?!
წყეულიმც იყავთ ვინც ამას ჩადით,
თქვენი ადგილი არ არის ჩვენთან!
გასწი მზაკვარო, უფლის მგმობელო,
ვაი–ქართველო, იცხოვრე გველთან"!

ატირებული და განწირული
ვაი–ვაგლახით მისდევს ანგელოზს,
წინ წმინდა ბაღი შემოეყარათ,
გარს შემორტყმული ღმერთის საუფლოს.
უცებ გაისმა ხმა ვითარც მეხი,
ვითარც ქუხილი, ლომის ღრიალი,
ყველა სულდგმული პირქვე დაემხო,
უფლის რისხვისგან სულგალეული.

უ ფ ა ლ ი:
–ვბრძანებ, შესდექით! ახლოს ნუ მოხვალთ!
ახლოს ნუ მომგვრი მაგ სიბინძურეს!
ცეცხლის ტბაშია მისი ადგილი
ვით მოღალატეს და ღმერთის მგმობელს.
მისგან მოკლულიც იქვე დახვდება,
იქ გააგრძელონ ერთურთის კბენა,
იქ მოისმინონ მარადიულად
გლოვა, ტირილი და კბილთა ღრჭენა.
მარადიული ცეცხლით დაიწვან,
მათთვის სიკვდილი იყოს ვით შვება,
მაგრამ, სიკვდილი რომ არ არსებობს,
მათ ეს ვერაფერს ენუგეშება!
იმის მაგივრად რომ მე მადიდონ
და სიყვარულით ჩასწვდნენ სამყაროს,
ესენი რისხვით ერთურთსა კლავენ,
ძმის სისხლში ეძებენ გასამრჯელოს.
დაიმახსოვრეთ, რომ მე ვარ ღმერთი!
იესო ქრისტე, თქვენი უფალი!
თქვენთვის ჯვარცმული და კვლავ აღმდგარი,
მეფეთა–მეფე, უფალთ– უფალი!

უფლის რისხვისგან მთლად მოკუნტული,
შიშით ცახცახებს მკვლელი–მოკლული,
ის ყველასაგან მოძულებული,
მიდის წყვდიადში მსჯავრდადებული.
–– – –– – –– –– – –– –– –– –– – –– – –– – –– –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
დედაქალაქში ომი გრძელდება,
ძმები ერთმანეთს კბილღრჭენით კლავენ.
სატანის სცენარს ფეხაყოლილნი,
მათი წინაპრის საფლავს ლანძღავენ.

მართლაც, რომ ქრისტეს ტირილი იდგა,
ძმა მის ანდერძში ძმის კვლას იბარებს;
და ამ სპექტაკლით გულგანცხრომილი,
მკვლელი სატანა ლხენით ხარხარებს.
–– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –– – – – – – – – –– – – – – – – – – – ––

მთავრობის სახლთან მიმოფანტულა
ტყვიის ჰილზები, დაცლილი ომში,
დღეს პრეზიდენტი ჩუმად გაიქცა,
გული კი დარჩა აქ, სამშობლოში.
გამარჯვებული ოვაციებით
ქუჩაში ისმის დიდი ყიჟინა,
თითქოს შაჰ–აბასს მოჰკვეთეს თავი
და გაჰკივიან ახლა მტრის ჯინად.
უგუნური ბრბო რაღაცას ხარობს,
გამარჯვებული ჰგონია თავი,
ფუტურო თავებს ისე აქნევენ,
როგორც ქარისგან – ფშუტე თავთავი.

იქვე კი ახლოს, მოხუც შაოსანს,
მოთქმა და კვნესა გულიდან მოსდის.
მდუღარე ცრემლით იხოკავს სახეს,
ვიღაცას გლოვობს, ვიღაცას ტირის.
მის ამ გოდებას ერთმა ვაჟკაცმა
ყური მიაპყრო, მიუჯდა გვერდზე,
ჰკითხა:"
–" დედილო, რატომ ტირიხარ,
ეგ მწარე ცრემლი რად მოგდის თვალზე"?

მ ო ხ უ ც ი:
–– ვაი დაიწვა ჩემი დედობა,
და ჩამომექცეს მე გაჩენის დღე,
ორი ვაჟკაცი დავკარგე შვილო,
ერთი კვირაა ვეძებ ყოველდღე.
ვ ა ჟ ი

–– ნუ გეშინია დედი, იპოვი,
გამოჩნდებიან, სად წავიდოდნენ?!
შენ ერთი მითხარ, იქნება იცი,
ვის მხარეს იყვნენ, საით იბრძოდნენ?

მ ო ხ უ ც ი:
–– ოხ, რატომ მიწა არ გამისკდება,
ღმერთს რად უნდოდა ჩემი გაჩენა,
რატომ არ მოვკვდი იმ წუთში ნეტავ,
როცა დამბადა მე დედაჩემმა..,
,,საით იბრძოდნენ,, შვილო რას ჰქვია,
როგორ წარმოთქვი პირით ეგ სიტყვა?!
ჩემმა შვილებმაც სწორედ მაგ სიტყვით
წამომაყარეს თავზე მე სეტყვა.

ერთი პრეზიდენტს დასდევდა მუდამ,
ხუჭუჭა თმებით, პირით ლამაზი,
მაღალი, მკვრივი, ფართო ბეჭებით,
მისი სახელი არის მალხაზი.

მეორეც თავის ძმას ჰგავს პირსახით,
ისიც პირბადრი, სახელად – გელა,
უფრო ჩამჯდარი და ვაჟკაცური,
მას მოწიწებით ხვდებოდა ყველა.

მაგრამ, რად გინდა, ყელი გამომჭრეს,
ორად გაიყვნენ, გადიქცნენ მტრებად,
ერთი თუ თავკაცს იცავდა მკერდით,
მეორე ზიზღით იდგა გინებად.

ამ სამარცხვინო ომში ჩაებნენ,
ერთმანეთს მტრებად გაუხდნენ ძმები,
უბედურ დედას რძე შემიგინეს
და გამითეთრეს დარდით მე თმები.

ახლა კი ვეძებ, მე უბედური,
დავეძებ ყველგან,ცოცხლებშიც, მკვდრებშიც,
მაგრამ მათ გზაკვალს ვერ მივაგენი,
ვერც ვინმემ მითხრა რამე ნუგეში."

დაფიქრებული უსმენდა ვაჟი,
ენიშნა სიტყვა, ჩაწვდა მის სინდისს;
და სინანულით თვალი მოავლო,
ვაიქართველთგან დაქცეულ თბილისს.

გულჩახვეული წამოდგა ფეხზე,
თუმც კი ერჩივნა ამ წამს სიკვდილი,
ახლაღა იგრძნო სინდისის ქენჯნა
და შემოაწვა გულს სინანული.
გულდაკოდილი ძლივს წალასლასდა,
გამეხებია ჯავრისგან სახე,
ახლა შეიგრძნო, რა მწარედ შეცდა,
როგორ დაუგო სატანამ მახე.
მიდის და ფიქრობს მწარე ფიქრებით,
თვალწინ დაუდგა ერის გმირები,
დემეტრე, კახი, წმინდა ქეთევან,
აი, ვინ იყვნენ ქვეყნის შვილები.
ის კი ვინ არის? ძმის მკვლელი კაცი,
ამ სამარცხვინო ომის ნაწილი;
და მერე რა, რომ არვინ მოუკლავს,
ტაშს ხომ უკრავდა ბრიყვი ძახილით?!

––" ვაიმე დედა, როგორ წავბილწე,
მე შენი ძუძუ, მზრუნველი ,,ნანა,,
როგორ შევლახე შენი დედობა,
შენ ამის ღირსი იყავი განა"?!

ასე ფიქრობდა გზად მიმავალი,
გული საგულეს აღარა ჰქონდა,
სინდისმხილებულ, გულმოკლულ ქართველს,
მწარე ნაღველის ტვირთი მიქონდა.

ტეგები: პ.ტ.პოემა

ნახვა: 95

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

How They Operate, And Why They Subject for Employers

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm 0 კომენტარი







In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.



What exactly…

გაგრძელება

შემოქმედი მხატვარი

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm 0 კომენტარი

თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2025

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am 0 კომენტარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:

ქრისტე აღდგა!

Qwelly, qwellynews, აღდგომა, ბლოგი, ეპისტოლე, პატრიარქი, სააღდგომო ეპისტოლე, 2024

აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…

გაგრძელება

Fresh New Stories

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 9, 2025.
საათი: 5:30am 0 კომენტარი







The 12 months 2025 has brought a wave of innovation and creativeness to Bangla natok, redefining the storytelling landscape for audiences worldwide. With refreshing narratives, groundbreaking themes, and Outstanding performances, The brand new natoks of 2025 continue to elevate the art of Bengali drama.



What to anticipate from New Natoks in 2025



Daring Narratives: The most up-to-date natoks are exploring uncharted territories, delving into social…

გაგრძელება

Qwelly World

free counters