მე გავდივარ.
არა აქვს მნიშვნელობა, ქუჩაში გავდივარ,
ფინალში გავდივარ, თამაშიდან გავდივარ,
თუ გაღმა გავდივარ,
უბრალოდ გავდივარ და შეტყობინებას გიტოვებ ავტომოპასუხეზე...
მაცივარში, ქვაბით დაგიტოვე ცოტა წვნიანი,
სახლში რომ მოხვალ გაიცხელე ადუღებამდე.
კიტრი და პომიდორი გარეცხილია, უბრალოდ დაჭრა უნდა, დანები, იცი,
სადაც დევს.
ყველის ყიდვა ვერ მოვასწარი, მაღაზიაში ჩადი და გამყიდველს უთხარი,
მარილიანი ყველი მოგცეს, სუნიანი არ იყიდო, ხომ იცი, ვერ ვიტან.
ახალი პური დავტოვე საპურეში, თონის პური არ იყო, ქარხნისა ვიყიდე.
ბავშვის სარეცხი დამრჩა გარეთ გაფენილი, საღამომდე თუ არ მოვედი,
ჩამოხსენი, იმის ამბავი რომ ვიცი, წურწურით გადმოფენს თავის სარეცხს და
ჩემსასაც ჩამილპობს.
გეხვეწები, რომ ისადილებ, მაგიდა აალაგე, გაშლილი არ დატოვო, ხომ იცი,
ჭიანჭველები დაესევიან, მომბეზრდა უსულო ჭიანჭველების მუჭში გროვება და
მერე ფანჯრიდან სროლა.
კიდევ რაღაც მინდოდა მეთქვა..
ჰო, ტელევიზორთან არ ჩაგეძინოს, შეგცივდება და მე სახლში არ ვიქნები, რომ
შალი მოგაფარო.
ყოველ 15 წუთში ერთხელ საათს უყურე და იფიქრე – რატომ იგვიანებს?
მელოდე...
დიდხანს მელოდე...
მთელი საღამო მელოდე,
დადექი ფანჯარასთან, ცხვირი მიაჭყლიტე შუშას და მელოდე,
ან სადარბაზოში ფეხის ხმის გაგონებაზე ყურები დაცქვიტე და კარზე კაკუნს
დაელოდე,
ან დროის გასაყვანად ათასჯერ დალაგებული უჯრების ლაგება დაიწყე,
ან ასე თქვი: ასამდე დავითვლი და მოვა, მაინც რომ არ მოვალ, ახლა
ხუთასამდე დაითვალე,
მერე უბრალოდ სავარძელში ჩაჯექი...
...
მერე მე დავბრუნდები, ჩემი გასაღებით გავაღებ კარს და ვითომ გაოცებული
აღმოვაჩენ, რომ შენ ჯერ არ მოსულხარ...
მერე დავდგები ფანჯარასთან ცხვირს მივაჭყლეტ შუშას და დაგელოდები...
ტეგები:
აურევ-დაალაგებ, დაითვლი, ფეხის ბაკუნზე დაცქვიტავ ყურებს, 3_თან, 6_თან, 9_სთან, 12_თან ისარს არ მოაშორებ თვალს...
ჰო მართლა...
შენც ჭამე რამე... მუდამ უჭმელი ნუ მელოდები...
თორემ ერთხელაც ვეღარ დამელოდები...
დაგავიწყდა რომ მარტოს არ მიყვარს?((
შენთან ერთად მირჩევნია...
LsHისა... said:
აურევ-დაალაგებ, დაითვლი, ფეხის ბაკუნზე დაცქვიტავ ყურებს, 3_თან, 6_თან, 9_სთან, 12_თან ისარს არ მოაშორებ თვალს...
ჰო მართლა...
შენც ჭამე რამე... მუდამ უჭმელი ნუ მელოდები...
თორემ ერთხელაც ვეღარ დამელოდები...
მეც რომ შენთან ერთად მირჩევნია ამიტომ გეუბნები, ჭამე რამე და ისე დამელოდე, არ მინდა უჭმელობისგან ვეღარ დამელოდო ხოლმე :(
tiko_მ თქვა:
დაგავიწყდა რომ მარტოს არ მიყვარს?((
შენთან ერთად მირჩევნია...
LsHისა... said:აურევ-დაალაგებ, დაითვლი, ფეხის ბაკუნზე დაცქვიტავ ყურებს, 3_თან, 6_თან, 9_სთან, 12_თან ისარს არ მოაშორებ თვალს...
ჰო მართლა...
შენც ჭამე რამე... მუდამ უჭმელი ნუ მელოდები...
თორემ ერთხელაც ვეღარ დამელოდები...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•