ეხლა როცა ვაზი ტირის
და კვირტები ხარობს მადლით,
ეხლა როცა მზე იცინის
ვენახში ვარ1, ვტკბები ვაზით.
ეხლა როცა ვაზი ტირის
და კვირტები ანუგეშებს
ტირის ჯვარიც, ზედ დაჰკიდეს
კვირტი, ნორჩი, უკვდავება.
ტირის ჯვართან ღვთისმშობელიც,
მაგრამ, ხსნა დღის ანუგეშებს,
როცა მოვა აღდგომის დღე
და დაჭრილ გულს გაუმრთელებს.
ვაზი ტირის, დღესაც ტირის,
წამ წუთ დროში სულ იტირებს!2
გული ტირის, დღესაც ტირის...
ცოდვის გამო ვინ იტირებს?
1მამასთან ერთად.
2 ”ვაზი ტირის, დღესაც ტირის, წამ წუთ დროში სულ იტირებს!”- პირდაპირი მნივნელობითაც გაიგე და ამ ფრაზაში იგულისხმე მთელი დაცემული კაცობრიობაც, ჯერ კიდევ წუთისოფელში მყოფი. კაცობრიობა სხვა და სხვა მიზეზის და გამო ტირის, ტირის! მაგრამ, ცოდვის გამო ვინც ტირის, თითქოს გაზაფხულზე (განახლების სურნელოვნებაზე) მტირალა ვაზივით, ის იტკბობს, იღებს კვირტისგან (მაცხოვრისგან) ნუგეშს და ასეთ ადამიანში მადლით მეტყველებს მაცხოვარი, მაცხოვარი, ნუგეში მტირალა ვაზისა და მასში (ვაზში, ადამიანში) გამომღებელი ტკბილი მტევანისა,ნაყოფისა!
Ps.
ის პიროვნება, ჯვარცმული ავაზაკის მსგავსად, რომელსაც აქვს „სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული“(ფს. 50,19), - ეს არის მსხვერპლი ღვთისადმი. და აი, ნუგეშიც, აქვე წერია, - „ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს“(ფს. 50,19) ასეთი ადამიანი და აჰა, მონანული ავაზაკი შევიდა სამოთხეში, ღვთის გზაზე დადგა თავისი ღვთივსათნო მდგომარეობით.
12.04.14წ.
ტეგები:
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•