ღამეა ისევ, თან მზეც ანათებს;1

დღეცაა იცი? წრფელ გულს ანათლებს.2

აღდგომის გზაა სულს რომ ახარებს,

აღდგომის გზაა ხორცს რომ ახარებს.3

ღამეა ისევ, ხორცი იხრწნება!4

დღეა სულისა, ახლად ინთება!5

ღამეა სულის ვინც არ აენთო,

მაცხოვარ-ცეცხლით ვინც არ ინთება!6

ვინც არ ბრიალებს უქმნელი ცეცხლით,

ვინც არ მიიღო ქრისტე გულცეცხლით,

ვინც არ გახედნა ურჩობის ცხენი7

და კვლავ აწამებს მაცხოვარს, ცემით!

დღეს საზეიმო დღეა ყველასთვის,

დიდი ნუგეში ღვთისა დედასთვის.

მორწმუნის გული დღეს უფრო ფეთქავს,

აღსდგა სამშობლო8 მადლით ნეტართთვის.

დღეს წმინდანები, ცეცხლით ბმულები,9

ლოცვით გვანთებენ აღდგომა დღისთვის,

და ჩვენც ვეცადოთ, ვიყოთ ხნულები,

სხივსაწვდომები კაშკაშა მზისთვის!10

                                        

                                        20.04.2014წ.

 

 

 

1წუთისოფელში კაცობრიობა სცოდავს და ამ კუთხით „ღამეა ისევ“, მაგრამ, არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ცდილობენ ღვთისკენ სწრაფვას საქმით მოქმედი სიყვარულით, ანუ „თან მზეც ანათებს“.

2“დღეცაა“ ანუ ამ წუთისოფელში მაცხოვარიცაა და გვეხმარება ცხონების მსურველთ.

3საყოველთაო აღდგომა,მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრის მსგავსად, ეხება ყველა ადამიანს (მის, როგორც სულს, ასევე სხეულსაც), რადგან -„და ვსწინაწარმეტყუელებდ,ვითარცა მამცნო მე უფალმან.და იქმნა ჴმაჲ,ვსწინაწარმეტყუელებდ რაჲმე,და აჰა,ძრვა და მოიყვანნა ძუალნი,ძუალი ძუალისა მიმართ,თითოეული შენაწევრებისა მიმართ მისისა.და ვიხილე და,აჰა,ზედ და ექმნეს მათ ძარღუნი,დაჴორცნი აღმოსცენდებოდეს და აღმოვიდოდეს მათ ზედა,და გარემოერთხა მათ ზედა ტყავი ზედაკერძო,და სული არა იყო მათ შორის.და თქვა ჩემდამოწინაწარმეტყუელებდ სულისა ზედა,წინაწარმეტყუელებდ,ძეო კაცისაო,და ვარქუ სულსაამათ იტყჳს ადონაჲ უფალი:ოთხთაგან სულთა მოვედინ სული,და მიებერენ მკუდართა ამათ მიმართ და განცოცხლდენ“(ეზეკიელი:37,7-9). „აჰა ესერა საიდუმლოსა გითხრობ თქუენ: ყოველთავე უკუე არა შევისუენოთ, ხოლო ყოველნივე განვახლდეთ მეყსა შინა წამსა თუალისა უკუანაჲსკნელით ამით საყჳრითა, რამეთუ საყჳრსა დაეცეს, და მკუდარნი იგი აღდგენ უხრწნელნი, და ჩუენ განვახლდეთ. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ,და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ. ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა“(კორინთელთა: 15,51-54).

4ანუ, მიუხედავად მაცხოვრის აღდგომისა, ჯერ საყოველთაო აღდგომა არ დამდგარა და ბუნებრივია, წუთისოფელში,თვით წმინდა ადამიანის სხეულიც იხრწნება და ითესება მიწაში.

5აღდგომის დღე,მორწმუნე ადამიანისთვის, არის სასიცოცხლო იმედი და ადამიანი ცდილობს აქვე, წუთისოფელში,სულით განიცადოს ღვთისადმი ტრფიალება, რადგან, მადლმოხვეჭილი იმქვეყნადაც მადლმოხვეჭილი იყოს და საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დროსაც, როცა თავისსავე სხეულს შეემშვენება.

6ანუ, ვისაც მადლის მოხვეჭა არ სურს, ვისაც არ უნდა ღვთის უქმნელი ენერგიით სულდგმულობა და მხოლოდ ამაოებათა ამაოებაში ამაოებს.

7ჯიუტი გული ვინც არ დაამდაბლა სინანულით, ღვთისადმი მოსაობით, ლოცვით, ...

8მაცხოვარი ამბობს- „მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ“(იოანე: 14,6) და მისგანაა სამშობლო ზეციური და თვით ისაა, როგორც სამშობლო, ზიარებით ჩვენში, რათა აღვსდგეთ მისით და ვიყოთ მასთან, მორჩილნი, თავმდაბლობით ამაღლებულნი და წმინდანი, და საქმით ამეტყველებულნი ქრისტესმიერ სიყვარულში.

9მადლით თანამოფენილნი,თანაშემშვენებულნი, თანაშეთანხმებულნი...

10ღვთიური მადლის მიმღებნი.

ნახვა: 168

ბლოგ პოსტები

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters