ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან

     ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა,

     ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,

     ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე,

     ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა-

     მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება...

     ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა,

     ოჰ, ოჰ... ოჰ-ო თქვა და თითქოს კიდეც ინანა,

     მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა...

     (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას)

     რაც შეიტანა - ისევ ის გამოიტანა

     იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.

     -წვიმა არ არის!-

     საბას კაბა დაუსველა რამ?!

     -თოვლი არ არის!-

     საბას თავი გაუთეთრა რამ?!

     -ყინვა არ არის!-

     სულხან-საბას აკანკალებს

     - რამ დაასველა?!

     - რამ დაათეთრა?!

     - რა აკანკალებს?!

     საქართველოა მისთვის: წვიმაც, თოვლიც და ყინვაც!

     ...მზე ეთხოვება ალბათ, ახლა ტურფა ტანძიას...

     ეს სიცხადეა სულხან-საბავ, თუ ფანტაზია?!

     დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს,

     ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს,

     სტამბოლში შვილი დედას სტირის - ჰყიდიან ყმაწვილს

     (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, მუხლზე დაცემულს)

     რამდენს აფასებ მაგ პატარას?- ჰკითხა სპარსულად

     საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს...

     უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა!-

     წარმოსთქვა ბალღმა - ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.

     არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი გესმის?!

     საბას ცრემლები მოეძალა - ატირდა კაცი,

     თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.

     ვით ეს ყმაწვილი, საქართელოც -ასე მცირეა,

     საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს ასე ჰყიდიან...

     საფრანგეთს ვთხოვოთ, გვიშველისო - სასაცილოა!

     შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია...

    

     ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი...

     მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა...

     მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?!

     გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!

                                                                          მუხრან მაჭავარიანი

ნახვა: 111

ბლოგ პოსტები

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters