ვიცი ოდესღაც დავაღწევ თავს ჭაობს
ამის ნება საერთოდ რომ არ დამრთოს,
ჩემში მეტი სისუფთავე ჭარბობს,
რომ აქ დავრჩე, თავი დავიტანჯო.
დავივიწყებ ვინც რამე დამიშავა,
იმასაც ბანკმა რომ გამაშავა
თითქოს რამეში ვარ დამნაშავე,
მაგდებენ ძალით მიცვლიან ჰავას.
ვიწყებ ახლიდან ცხოვრების სწავლას,
ვცდილობ მარტივად მე ჩემ გზის გავლას,
რომ გავდეს იგი დიად კარნავალს,
ან თუნდაც მხოლოდ ცხენების თავლას.
ჩამოვჯდები ნაპირს, გავხედავ მზეს
მის წინ მოლივლივე წყლად ქცეულ გზებს,
შევქმნიდი კალმით ერთ წუთში შედევრს
დავწერდი და ვიოცნებებდი ბევრს.
ჩემი გრძნობების ტურფა სათავე,
როგორც ცხვრებისთვის მზრუნველი მწყემსი
ამ ფიქრებმა უკვე ძაან დამათვრეს
და მათქმევინეთ გთხოვთ ბოლო ლექსიც.
უფერო ფუნჯს ვგრძნობ მივცემდი ფერებს,
ცარიელ ფურცელს კი მეტ დატვირთვას
მერქმეოდა პოეტი მეც როგორც ტერენტს,
ანდაც მწერალი როგორც ილიას.
ამ საქმეში მთავარი გულია
მოინდომებ და მიაღწევ შენსას,
ყველა საიდუმლო დამალულია
მე კი მესაიდუმლე უნდა მერქვას.
ნეტა არავინ აღარ დამეძებდეს
და ყველა მალე თავს დამანებებდეს,
მე მხოლოდ აქედან წასვლა მინდა
და ამის გამო მარქმევთ მეოცნებეს?
ტეგები: მეოცნებე, მიწოდე, მიწოდე?, რისთვის
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•