გადავხედე გაშლილ სუფრას და ჩემთვის ნაცნობ ხალხს,
რომ უყურებ არ აშორებ სიამაყით თვალს,
მიჰყვები მათ რჩევას, ფართოდ ადგამ ნაბიჯს მათ კვალს
ვერასოდეს გაისტუმრებ მათ წინაშე ვალს.
სამშობლოა ჩემი ლალი, ზურმუხტი საფირონი
ამბობს სუფრის თავში მჯდარი მეფე გალაკტიონი,
ფეხზე დგება, ჭიქას ზე სწევს, რომ ადიდოს სიონი,
მისთვის სიცოცხლის დათმობაც არის ძალზედ იოლი.
მქუხარე ხმით წამოდგა მის გვერდით მჯდომი ილია,
მეგობრულად გადაკოცნა, უმზერდა ღიმილიანს,
ორივე ხომ ერთი ქვეყნის, ერის, რწმენის შვილია
მათაც სტკივათ ის რაც ჩვენი დიდი ხნის ტკივილია.
ორი სულის შერწყმას ვუცქერ სიყვარულით ვივსები,
გიფასდება უცილობლად თუ რამისთვის იღწვები
სინათლით შემოსილებს გვირგვინი ადგათ დიდების,
შევტრიალდი, რადგან მე აკაკის მზერა ვიგრძენი.
ტიციანის ჩურჩულმა, ტერენტის სიტყვაძვირობამ,
სიმართლისთვის ბრძოლის, რომ დაადებინა პირობა
თავიანთ ხალხზე დარდმა დამართა მათ უძილობა,
ყველას მოუნდა ბრძოლა, რომ ჩაედინათ გმირობა.
წამოვდექი და სიმდაბლით მეც ავწიე ფიალა,
სადღეგრძელო ლექსად შევსვი, ხმა გამიხდა კრიალა,
ლადო ადგა და სამშობლოს დროშა ააფრიალა
შემაქეს, ტაში დამიკრეს, ტანშიც კი დამიარა.
ბარათაშვილმა ჩათვლიმა, თავი დახროდა დაბლა
ეკატერინე შეშინდა, მყისვე ეცვალა ფერი,
რამდენი ხანი დასჭირდა და რამდენი იწვალა
დიდი ხანია რაც მათ გაუყვიათ სარეცელი.
მარჯვნივ, კარიდან გამოჩნდა თვით ბუმბერაზი ვაჟა,
ეს გამოხედვა რად ღირდა, მეტი რა უნდა ვაჟკაცს
ჩვენ მოვსპეთ საქართველოში პარპაში რუსთა ხელის,
მოსაგონარი დავლიეთ უკვდავი რუსთაველის.
ტეგები: სიზმარი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•