საფლავთან ან თუნდაც საკურთხეველთან,
ყველგან და ყოველთვის აფურთხებენ მათ,
ვინც ამხელს ქვეყნის ამაოხრებელს ან,
ამყარებს კავშირს მაყურებლებთან.
საკანი რკინის, ვარ გისოსებს მიღმა,
პირი ამიკრეს რომ ვერაფერი ვთქვა,
მადებენ ბორკილს, ამასაც ავიტან
დადგება დრო და დავიწყებ თავიდან.
იმდენი ითმინე რამდენი მე რაც დღეს,
არ მისმენენ და მოღალატედ შემრაცხეს,
ბრძოლის გარეშე მშიშარა შემარქვეს
მაგრამ ჩემს ღირსებას მევალეც ვერ მართმევს.
არ იცით ერთი, მე არა ვარ მხდალი,
არ მინდა დაგაფრთხოთ მთელი ამ ძალით
გაჩვენებთ თავს სუსტად, ვითომ ვარ მთვრალი
მე კი მიჭირავს უხილავი ხმალი.
არ გავჩუმდები თუნდ ყელი გამომჭრათ,
ენა ბოლო ხმაზე პროტესტს გამოთქვამს,
მოდით და გაბედეთ ენის ამოჭრაც
კბილები უცხადებს დაცვისთვის მზადყოფნას.
ჩემი ტკივილი ვიცი ესმის არავის,
ყველამ ერთად დავიწყეთ გათხრა სამარის,
რომ დავკრძალოთ, ვისაც ქვეყანა დავარქვით
ვისროლეთ ბრმა ტყვია და გულში გავარტყით.
შენ ხომ ისა ხარ სამშობლო რომ გიყვარდა,
ის ხარ სიმართლისთვის მათრახს რომ ირტყამდა
ელოდი ზღვა ქვიშას სანამ გამორიყავდა
არ იცოდი ეს გონებას თუ გამოფიტავდა.
ომი არ მორჩება ჩემი დამარცხებით,
ავავსებ ნიადაგს უსახო ცხედრებით
უფალო, გვიხსენი ამას გევედრებით,
აისხი აბჯარი, დადექი ჩემს გვერდით.
მხოლოდ იმას ამჩნევთ რაც ჩემში ნაკლია,
მტრები უკვე ქვეყანას ცხვირწინ გვაცლიან,
აფხაზეთთან ერთად კურორტი ანაკლია
შემხედვარე ამის სული არ წყვეტს ღრიალს.
გადაგვთელეს, სასტიკად გადაგვიარეს
ვინ მოგვიშუშებს ამ გახსნილ ნაიარევს,
ჩვენ ვშიშობთ რომ ქუჩაში არ დაგვიღამდეს
და არ ვდარდობთ სხვა ღამეს თეთრად რომ ათევს.
თქვენ მე დამცინით იძახით ჩემზე აუგს,
მე კი ვტირი რომ ასე დაეცა ერი,
მუხლმოდრეკილი, ღმერთო, ველი სასწაულს
რის გამოც ვერც დღეს, ვერც ხვალ დაგვიპყრობს მტერი.
სიცოცხლეს გავწირავ თუნდ იყოს საჭირო
ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე,
ვერ დამაბრმავებთ სულ იქ რომ გამწიროთ,
არ დავეცემი მე არაფრით თქვენამდე.
თქვენ ალბათ მე სხვა ერის კაცში გეშლებით
ვინც უარყო თავისი სისხლი, ფესვები,
თქვენ ალბათ ჩვენ სხვა ქვეყანაში გეშლებით,
ვინც არ დაუხვდა მტერს ბრძოლაში ეშვებით.
დღეს ჩემი ქალაქი გახდა შემზარავი,
სადაც თავისუფლად აკრძალეს კანაფი
გვაფურთხენ ტარდება გეი-პარადი
სარგებლობენ შეუხებლობის გარანტით,
მაგრამ სანამ წინ ფურცელი მაქვს და ხელში კალამი
ბრძოლა მოიგეთ, ომი დამთავრებული ჯერ არ არის.
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონებაივლისი 15, 2026 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Kimball
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•