ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს...
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს,
მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე,
არა და არა, არ დავირცხვენდი,
ოღონდ მიყვარდეს,
მართლა მიყვარდეს
გახელებამდის...
თავდავიწყებით...
ოღონდაც, ღმერთო, გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი.
ის ღვთაებრივი მაცდური თრობა,
შიში, ცახცახი და ფორიაქი...
ტეგები: Blog, Post, Qwelly, დღიური, ვინმე, ისეთი, პოეზია, რომ, შემხვდებოდეს..., ჩანაწერი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•