მბეზრდება ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა.. რა სრული იდიოტიზმია... მე რომელსაც ცხოვრებაში არასოდეს მყვარებია, როგორ შემიძლია ვწერდე რაღაც „ლექსებს“ ვამბობდე სიტყვებს რომელთა აზრი არ ვიცი.. როგორი აფერისტი ვარ.... როგორ ვაგრძელებ იმ ტყუილს რაშიც მთელი ბავშვობა ვცხოვრობდი და თავს როგორ ვიტყუებ.. ახლა რა უშველის იმ გულს..სულს.. იმ თვით შეგნებას.. მე რომ ახლა გაკრიტიკება შემეძლოს საკუთარ თავს ყველაზე მატყუარა ადამიანად ჩავთვლიდი.. დავიღალე... დამღალა უსასრულო ფიქრმა იმაზე რა მართალია და რა ტყუილი.. უსასრულო დარდმა იმაზე რომ მარტო ვარ და ასე რატომ უნდა მერჩივნოს.. დამღალა იმ ყოველდღიურმა დაღლამ რასაც სიცოცხლე ქვია.. მეზიზღება ყოველი დღე როცა მე ცხოვრებაზე ვარ ჩაფიქრებული და თავი ჭკვიანი მგონია...
ღამე მკვდარივით მძინავს.. არა უფრო ცხოველივით.. არც სიზმრები, არც ფიქრი არც ოცნება... თითქოს უსასრულობას ვუერთდები... მე რაღაც ახალს ვეძებ.. შორეულს.. იმას რაც ბანალობისგან შორს მამყოფებს. მე არც სიყვარული მინდა და არც უსიყვარულობა.. ყველა ჩემი ლექსის მუზა სინამდვილეში იდუმალებაა.. მე სიყვარულის არცერთ გამოძახილს არ ვეძებ.. თვითონ არ ვიცი რა მინდა ცხოვრებაში...
დავიკარგე.. დავიკარგე ფრაზზებში.. იდუმალებაში.. იქ სადღაც სადაც არაფერი არ არის.. მომინდა უფრო არარსებულ რაღაცებს გამოვეკიდო ცხოვრებაში.. ხანდახან ტანჯვა ახალისებს ადამიანებს.. მე კიდევ მკლავს.. მე ბევრჯერ მოვკვდი..არა სულ ვკვდები... მე მკლავს ყველა სიტყვა რასაც დაუფიქრებლად მეტყვიან.. ეჭვი მეპარება ხოლმე ყველაფერში.. ნუთუ არ ვუყვარვართ?! რა უმადურობაა.. ვიცი, ცხოვრებაში მე ზედმეტი მომდის , რაღაც ისეთს ვითხოვ რისი სახელიც თვითონ არც კი ვიცი.. რაღაც ახალი მინდა ისეთი რომელიც მართლა ახალი იქნება მთელი სამყაროსთვის.. რაღაც უცნაური რომელიც მართლა უცნაური იქნება და არა ისეთი „ჩემთვის უცნაური და სხვისთვის ჩვეულებრივი“.. მე რაღაც საოცრება მინდა ცხოვრებისგან.. რაღაც შორეული.. მე რაღაც სიკეთის და სათნოების საზღვარი მინდა ჩემი პატივმოყვარეობის ლიმიტი.. რაღაც ისეთი პატივმოყვარეს მონაად რომ მაქცევს კაცობრიობის წინაშე... რაღაც ისეთი.. მაგრამ?!
მაგრამ მე რას ვაკეთებ ამისთვის? არაფერს... ვწერ.. მინდა ვწერო მაგრამ მეშინია. იმის მეშინია წერის დროს საკუთარი თავის პატივისცემა არ დავკარგო.. იმის მეშინია უნარი არ დავკარგო ჩემი ცხოვრების და სადღაც წერის თუ ამოუცნობის საზღვრებში არ გავიჭედო.. მე რაღაც ახალს დავწერდი.. არა რომანს არა ლექსს.. ისეთს რაც ერთი ნახვით მიახვედრებდა ადამიანებს რისი თქმაც მინდოდა.. და არა ისე.. რაღაც იდუმალების მძებნელის ლექსი რომანტიზმის საფუძვლად რომ აქციეს.. ამიტომ არ მინდა წერა.. იცი თუ დავწერ მარტო უნდა ვიყო და ... ისე ვიოცნებო.. დავიტანჯო.. მე და ჩემმ მარტოობამ უნდა შევძლოთ ვწეროთ ყველა ადამიანურ გრძნობაზე.. ვიცხოვროთ ათასი სიცოცხლით და.. და მე ამისთვის მზად არ ვარრ.. არ ვარ იმისთვის მზად რომ მარტო ვიყო.. თუ?! თუ მარტოობის მეშინია.. ამიტომ ვერ ვიმეტებ თავს..ა რ ვიცი მარტოობაზე მეტად მე სხვასთან ყოფნა დამტანჯავს უფრო მაგრამ მარტო ყოფნა უფრო მაშინებს... ახლა რაღაც გაურკვევლობა ფერებს იდებს..არ ვიცი წერა რა აზრით დავიწყე მაგრამ ვიცი როგორც დავამთავრებ.. მე ცხოვრების უნარს ვერასდროს დავკარგავ მაგრამ უფრო შევცვლი..ახლებურად დავიწყებ სიცოცხლეს.. მე ჩემს მარტოობაასთან ერთად... არ მინდა მტკიოდეს და იმიტომ ვწერო.. მაგრამ ბედნიერსს არასოდეს არაფერი მეწერება.. ბედნიერება ეშმაკივითაა რომელიც აზრს გაკარგვინებს.. რაღაცშუალედი ჯობია ყოველთვის.. არც ბედნიერება არც უბედურება.. ეს რაღავ პარადოქსია, ჩემი ცხოვრების დიდი შეცდომა, მაგრამ მე შუალედი მირჩევნია ყველაფერს ან არაფერს... მე.. მე .. მე... მე სულ მინდა ვიცხოვრო იმ ნიჭით , რომ ვაფერადო ჩემი ცხოვრება.. ვინმე თუ გამოერიცხა მას ე. ი. არ ღირდა ჩემს ცხოვრებად.. მე დავწერ ალბათ ყოველთვის.. მეყვარება ალბათ ჩემი ცხოვრება მაგრამ იმ იდუმალებას რასაც მთელი ცხოვრება ვეძებ ალბათ ვერასდროს ვიპოვი... რაღაცას რასაც ყველა ესწრაფვის თავის ცხოვრებაში მე ვერასდროს მივაგნებ..ზუსტად ეს მისცემს აზრს ჩემს ცხოვრებას...
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•