რათ მინდა ლექსები?
ვერ ვიტან სტრიქონებს!–
ყველაფერს უშენოს ფაქიზად ვიშორებ.
არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს!–
მე შენი გულისთვის არაფერს ვიშურებ..
რათ მინდა სიტყვები?
ვერ ვიტან ასოებს!–
იცოდე შენს გარდა ვერავინ მსასოებს..
არა მაქვს ოცნება, დავკარგე ფაზები,
მინდა რომ ავაწყო ნელ–ნელა ფრაზები..
დამღალა დარდმა და დამღლა სიშორემ,
ვატყობ რომ თანდათან თავიდან მიშორებ,
დაფიქრდი, არ შეცდე, ვიცი რომ ინანებ,
ინანებს ღმერთი და ვიცი შენც ინანებ..
თუ იტყვი, მოდი და დავტოვოთ ოცნებად,
ვარდები დავყაროთ პატარა კოცნებად,
ნელ–ნელა გავუყვეთ მდინარის დინებას,
და ერთად მოვისმენთ ჩვენ უფლის დიდებას..
ავტორი: ტატე ტირანელი
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•